ბაიდენის ადმინისტრაცია პუტინის სავარაუდო ნაბიჯებს წინასწარ ასაჯაროებს
ფოტო: Alexei Nikolsky\TASS via Getty Images
აშშ-ის თქმით, რუსეთი იტყუება, როცა ამბობს, რომ უკრაინიდან ძალები გაიწვია. "პირიქით, ბოლო დღეებში საზღვართან დამატებით 7 000 ჯარისკაცი განლაგდა", — განუცხადა ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებს ოთხშაბათს, 16 თებერვალს.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ამ მტკიცების თანახმად, ვლადიმერ პუტინი საჯაროდ შეთანხმებებზე საუბრობს, სინამდვილეში კი ჩუმად ემზადება ომისთვის.
- ამ მოსაზრებას სატელიტით გადაღებული სურათებიც ამყარებს.
რა ითქვა: "გუშინ რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჯარებს უკან იწვევს. ამ განცხადებას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ახლა უკვე ვიცით, რომ ეს ტყუილია", — განაცხადა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, რომელიც ანონიმურობის დაცვის პირობით დათანხმდა კომენტარზე.
- "რუსეთმა თქვა, რომ მზადაა დიპლომატიურ საუბარში ჩაერთოს, როგორც მას ჩვენი მხარე და მოკავშირეები სთავაზობდნენ, თუმცა უკვე ვხედავთ, რომ სინამდვილეში ომისთვის მობილიზება არ შეჩერებულა".
რა შეიძლება მოხდეს: მაღალჩინოსანმა დაამატა ისიც, რომ რუსეთმა შეიძლება ანექსიის დასაწყებად საბაბი გამოიყენოს, მათ შორის, გააყალბოს ცნობები რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიმართ თავდასხმაზე დონბასის რეგიონში.
- "ჩვენ არაერთხელ გვინახავს ყალბი ცნობები რუსების მხრიდან, მათ შორის, "თავდასხმები მშვიდობიან მოქალაქეებზე", მტკიცებები იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ და უკრაინა ბიოლოგიურ და ქიმიურ იარაღებს ქმნიან და ბრალდებები, რომ დასავლეთი ადგილობრივების დასახოცად ჯგუფებს აყალიბებს".
- "ეს ცნობები კატეგორიულად მცდარია და მსგავსი განცხადებები მომავალ დღეებში მხოლოდ მოიმატებს"
რა იგულისხმება: ამ განცხადებებით, ბაიდენის ადმინისტრაცია ფაქტობრივად საინფორმაციო ომს იწყებს რუსეთის მიმართ და პუტინის სავარაუდო ნაბიჯებს პრევენციის მიზნით ასაჯაროებს.
- ამ შემთხვევაში დაზვერვის ცნობებს იმისთვის კი არ ვიყენებთ, რომ ომი დავიწყოთ, როგორც წარსულში მომხდარა, არამედ იმისთვის, რომ ომი შევაჩეროთ, — განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა.
- მსგავსი განცხადება გააკეთა გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის ხელმძღვანელმა, ლეიტენანტ გენერალმა ჯიმ ჰოკენჰალმა და განაცხადა, რომ რუსეთის მტკიცება ძალების გაწვევასთან დაკავშირებით არაფერ ხელჩასაჭიდს არ ემყარება.
- მისი თქმით, საზღვართან დამატებითი შეიარაღებული ტექნიკა, ვერტმფრენები და საველე ნაგებობები შეინიშნება.
რას ვადევნოთ თვალი: ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ამ დღეებში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას ეწვევა, სადაც ბოლო ორი დეკადის განმავლობაში პირველად არ იქნება რუსული დელეგაცია.
- ჰარისი სიტყვას წარმოთქვამს და ევროპელ კოლეგებს შეხვდება.
- ადგილზე იქნებიან ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ლიდერები.
- კონფერენციის მეორე დღეს ჰარისი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდება.
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით
გადახედვა
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა

კომენტარები