Apple-მა AI სტარტაპი შეიძინა, რომელიც მუსიკას მოსმენისას თქვენი განწყობის მიხედვით გადააკეთებს
Apple-მა ახლახან სტარტაპი AI Music შეიძინა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ადამიანის განწყობაზე მორგებად მუსიკას ქმნის.
AI Music ლონდონში დაარსდა 2016 წელს. ვებსაიტის (რომელიც აღარ ფუნქციონირებს) ასლზე დაყრდნობით, მის მიერ შექმნილი საუნდტრეკები საავტორო ჰონორარისაგან თავისუფალ მუსიკასა და ხელოვნურ ინტელექტს იყენებს.
იდეა დინამიკური საუნდტრეკების გენერირებაში მდგომარეობს, რომლებიც მომხმარებლის ზემოქმედების მიხედვით შეიცვლება. მაგალითად, ვიდეოთამაშში სიმღერა შესაძლოა, განწყობის შესაბამისად შეიცვალოს, ანდა ვარჯიშის დროს მუსიკა მსმენელის აქტივობის ინტენსივობას მოერგოს.
AI Music-ის LinkedIn-ზე ნათქვამია, რომ სტარტაპის მიზანია, მომხმარებლებს სასურველი მუსიკის შერჩევის საშუალება მისცეს. იგი მათ საჭიროებებზე მოსარგებად უწყვეტად გადაკეთდება. სტარტაპს აქამდე სარეკლამო კომპანიებთანაც ჰქონდა შეთანხმებები მეტად მიმზიდველი რეკლამების საწარმოებლად, რომელიც, მსმენელის შესაბამისად, სხვადასხვაგვარ მუსიკას დაუკრავდა.
ტექნოლოგიურ გიგანტმა გასული წლის განმავლობაში არაერთი შენაძენი გააკეთა. Apple-ის წინა მონაპოვარი მუსიკალური კომპანია Primephonic იყო. სტარტაპი კლასიკური მუსიკის სტრიმინგ მომსახურებას გვთავაზობდა, Apple-ს კი სურს, იგი Apple Music-ზე მიბმულ აპლიკაციად აქციოს.
უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წელს Apple-მა შენაძენების კუთხით ხარჯები შეამცირა და საბიუჯეტო წლის განმავლობაში ამაზე მხოლოდ 33 მილიონი დოლარი დახარჯა. 2020 წელს გაღებული თანხა 1.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა, 2019-ში კი 624 მილიონ დოლარს.
კომენტარები