ენდრიუ გარფილდი და ტობი მაგუაირი Spider-Man: No Way Home-ის პრემიერაზე შეიპარნენ
ფოტო: Sony
გაფრთხილება: სტატია Spider-Man: No Way Home-ის შესახებ სპოილერებს შეიცავს!
როგორც ჩანს, სპაიდერმენის ახალ ფილმში ძველი გმირების გამოჩენა მხოლოდ ფანებისთვის კი არა, ძველი სპაიდერმენებისთვისაც მნიშვნელოვანი მომენტი ყოფილა. ამის შესახებ The Amazing Spider-Man-ის ვარსკვლავმა, ენდრიუ გარფილდმა Entertainment Tonight-თან ინტევრიუში ისაუბრა.
თუ ფილმი უკვე ნახეთ, გეცოდინებათ, რომ Spider-Man: No Way Home-ში ტომ ჰოლანდის სპაიდერმენთან ერთად ენდრიუ გარფილდისა და ტობი მაგუაირის სპაიდერმენიც მონაწილეობენ. ენდრიუს თქმით, მან და ტობი მაგუარიმა გადაწყვიტეს, პრემიერაზე შეპარულიყვნენ და ფილმთან ერთად ფანების რეაქცია ენახათ.
"კინოთეატრში პრემიერაზე ჩემი ბეისბოლის ქუდითა და პირბადით შევიპარე და ფილმს ისე ვუყურე. ტობი მაგუაირთან ერთად წავედი — მე და ტობი კინოთეატრში ერთად შევიპარეთ და არავინ იცოდა, რომ იქ ვიყავით. ეს მშვენიერი მომენტი იყო, რომელიც ერთმანეთს გავუზიარეთ", — ამბობს გარფილდი.
ენდრიუმ ერთ-ერთ ინტერვიუში ფილმის გადაღებების დროს მიღებულ გამოცდილებასა და სპაიდერმენის როლის კიდევ ერთხელ მორგების შესახებაც ისაუბრა:
"არ ველოდი, რომ ოდესმე პიტერ პარკერის როლის შესრულებაზე წინადადებას მივიღებდი. მხოლოდ ფანად ყოფნაც კი აღმაფრთოვანებდა, თუმცა შემდეგ ემი პასკალმა, კევინ ფაიგიმ და ჯონ უოტსმა ამ იდეით დამირეკეს, რაზეც უარი ვერ ვთქვი. ძალიან სახალისოდ, შთამაგონებელად და საინტერესოდ ჟღერდა. თუნდაც როგორც სპაიდერმენის გულშემატკივრისთვის 3 სპაიდერმენის ერთად ნახვის შესაძლებლობა უკვე საკმარისი იყო", — ამბობს ენდრიუ გარფილდი Variety-სთან ინტერვიუში.
ენდრიუს თქმით, გადასაღებ მოედანზე გართობის გარდა, სხვა მსახიობებთან პიტერ პარკერის პერსონაჟზე საუბრის შესაძლებლობაც მიეცა. ენდრიუმ ისიც აღნიშნა, რომ ფილმმა მის სპაიდერმენს, რომელსაც მხოლოდ 2 ფილმი აქვს, სხვადასხვა საქმის დასრულებისა და კითხვებზე პასუხების პოვნის შესაძლებლობაც მისცა, რისთვისაც ძალიან მადლიერია.
ამავე თემაზე:
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები