პარლამენტთან ყაზახი ხალხის სოლიდარობის აქცია გაიმართა
ფოტო: სირცხვილია
საქართველოში ყაზახეთის დიასპორამ პარლამენტთან სოლიდარობის აქცია გამართა. შეკრების მიზანი ყახაზი ხალხის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის მხარდაჭერა იყო. აქციას შეუერთდნენ საქართველოში მცხოვრები უკრაინელები და ბელარუსები, ასევე საქართველოს მოქალაქეები. მათ მხარდასაჭერად პარლამენტთან მივიდნენ მოძრაობა სირცხვილიას აქტივისტებიც.
ფოტო: სირცხვილია
ყაზახეთში კვლავ დაძაბულობაა. საწვავის ფასის ზრდის გამო დაწყებული მასობრივი აქციების შემდეგ, ყაზახეთის მთავრობა გადადგა, თუმცა არ შეწყვეტილა დაპირისპირება. ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
რატომ დაიწყო პროტესტი
4 იანვარს საწვავის ფასების მატების გამო ყაზახეთში მასშტაბური პროტესტი დაიწყო, რომელიც პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და სპეციალური შუშხუნები გამოიყენეს, თუმცა პროტესტი არ შეწყდა. პრეზიდენტმა ალმათსა და მანგისთაუს რაიონში, სადაც არეულობა იყო, 2-კვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მთავრობა გადადგა. ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა.
დემონსტრანტები შეიჭრნენ ქალაქ ალმათის ადმინისტრაციულ შენობაში, საიდანაც სროლისა და აფეთქების ხმა ისმოდა, გავრცელდა ხანძრის კადრებიც. დაკავებულია რამდენიმე ასეული მოქალაქე და დაშავებულია ასეულობით პოლიციელი. დაშავებული დემონსტრანტების რაოდენობაზე კი ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება. პრეზიდენტის განცხადებით, ჯარისკაცებსა და პოლიციელებში არის მსხვერპლი.
დემონსტრანტებმა აიღეს ალტანის აეროპორტი და ჩამოაგდეს ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლი. მოგვიანებით, აეროპორტზე კონტროლი სამთავრობო ძალებმა აიღო. მთელი ქვეყნის მასშტაბით გათიშული იყო, როგორც მობილური, ასევე ხაზის ინტერნეტი და დაბლოკილია რამდენიმე აპლიკაცია. ინტერნეტი ქალაქების ნაწილში აღდგა.
საგანგებო რეჟიმი, რომელიც დედაქალაქსა და რამდენიმე ქალაქში იყო გამოცხადებული, მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ყაზახეთში აიკრძალა მასობრივი შეკრებები და დილის 7 საათამდე კომენდანტის საათი დაწესდა.
მოქმედმა პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა დემონსტრანტებს ხულიგნები უწოდა, ძალადობასა და მაღაზიების ძარცვაში დაადანაშაულა. ტოყაევის აზრით, პროტესტის მონაწილეების ქმედებებით ცხადია, რომ ეს შეთქმულების კარგად მომზადებული გეგმაა, რომლის უკანაც ფინანსური მოტივია. მანვე აღნიშნა, რომ როგორც სახელმწიფოს მმართველი და "დღეიდან უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი", აპირებს, იმოქმედოს მაქსიმალურად მკაცრად. ეს ნიშნავს, რომ ამ თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი აღარ იქნება.
5 იანვარს, სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია, იგივე ОДКБ ყაზახეთში ჯარებს გაგზავნის. ფაშინიანი ამ საბჭოს თავმჯდომარეა, მისი სხვა წევრები კი რუსეთის, ბელარუსის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის და ყაზახეთის ლიდერები არიან. კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის მოწინავე შენაერთების ნაწილმა დავალებების შესრულება ყაზახეთში უკვე დაიწყო. ОДКБ-ის ძალები სახელმწიფო ინსტიტუტებს დაიცავენ და ძალოვან სტრუქტურებს დახმარებას გაუწევენ.
6 იანვარს კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის (ОДКБ) რუსული დანაყოფების ნაწილი ყაზახეთში ჩავიდა. 7 იანვარს, პრეზიდენტმა ტოყაევმა უსაფრთხოების სამსახურისა და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც განაცხადა, რომ ქვეყანაში "ანტიტერორისტული" ოპერაცია მიმდინარეობს, რომელიც გაგრძელდება "ბოევიკების სრულ განადგურებამდე". გარდა ამისა, მან თქვა, რომ სამართალდამცავებსა და არმიას მისცა ბრძანება, გახსნან ცეცხლი გაფრთხილების გარეშე.
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
კომენტარები