წელი სრულდება და Google-მა შემოგვთავაზა საინტერესო ფუნქცია სახელწოდებით "ძიების წელი", სადაც შეგიძლიათ ნახოთ პოპულარული ტენდენციები სხვადასხვა კატეგორიებში, როგორიცაა სპორტი, ფილმები, სიმღერები, თამაშები, ხალხი, შოუები და მრავალი სხვა.

ამის ფონზე, Google არ ასახელებს პოპულარულ ვებსაიტებს, რადგან ასეთ შემთხვევაში, წელს მას საკუთარ სიაში მეორე ადგილის დაკავება მოუწევდა. Cloudflare-ის მონაცემებით, TikTok-მა გადაუსწრო Google-ს და ახლა ის 2021 წლის ყველაზე პოპულარული დომეინია. ეს მოიცავს Google-ის აპლიკაციების კომპლექტს, როგორიცაა რუკები, თარგმანი, ფრენების დაჯავშნა, სიახლეები, ფოტოები და მრავალი სხვა.

ცნობისთვის, TikTok სოციალური მედიის პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს განათავსონ ვიდეოები სამ წუთამდე ხანგრძლივობით. ის ჩინური კომპანიის ByteDance-ის საკუთრებაშია, რომელიც ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა. 2018 წელს TikTok გაერთიანდა კიდევ ერთ ჩინურ სოციალურ მედია პლატფორმასთან, Music.ly-სთან.

მიუხედავად იმისა, რომ სოციალურმა ქსელმა თავიდან ახალგაზრდა აუდიტორიის ყურადღება მიიპყრო, ახლა ის ყველა ასაკში პოპულარულია, იტყობინება Gizmodo.

Cloudflare-ის თანახმად, TikTok გლობალური ტრაფიკის რეიტინგში სათავეში იყო მიმდინარე წლის თებერვალში, შემდეგ კი მარტსა და ივნისში ჰქონდა როგორც აღმასვლა, ასევე ვარდნა. თუმცა, აგვისტოს ბოლოდან პლატფორმას ჰქონდა მაქსიმალური ტრაფიკი და მას შემდეგ პირველი ადგილი უკავია.

New York Times-ის ანგარიშში TikTok როგორც მარკეტინგის წმინდა გრაალი ისეა მოხსენიებული. ხოლო W3-ის თანახმად, პლატფორმაზე კონტენტის შემქმნელებს შეუძლიათ $150,000-მდე გამოიმუშაონ.

Gizmodo-მ ასევე აღნიშნა, რომ TikTok არის ერთადერთი არაამერიკული პლატფორმა ტოპ ათეულში, რაც ნიშანია იმისა, თუ როგორ იცვლება ყველაფერი დროსთან ერთად.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.