მელია: ადვილად პროგნოზირებადია, რას იტყვიან კობახიძე და ღარიბაშვილი — ხაჭაპურით და ფელამუშით ვიკვებებით
ფოტო: გვანცა სეთურიძე / On.ge
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მარტივად პროგნოზირებადია, თუ რას იტყვიან მმართველი გუნდის ლიდერები ენმ-ს მასობრივ შიმშილობაზე. მისი თქმით, ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი იმაზე დაიწყებენ ლაპარაკს, რომ მოშიმშილეები ხაჭაპურს და ფელამუშს ჭამენ.
"კობახიძე და ღარიბაშვილი ადვილად პროგნოზირებადია, რას გააკეთებენ — ხაჭაპური და ფელამუშით ვიკვებებით, ეს ერთი. მეორე, იტყვიან, რომ დახოცილან 500-600 ნაცმოძრაობის [წევრი], რაც მეტი დაიხოცება, მით უკეთესი იქნება. დაახლოებით, ამ სულისკვეთების გამოხმაურება იქნება. უბედურება არის ის, რო ბატონი კობახიძის და ბატონი მდინარაძის და მათი განცხადებები არანაირი წონის მატარებელი არ არის. ძალა არის ქართველ ხალხში", — განაცხადა მან მთავარი არხის ეთერში.
მისი თქმით, ქართველი ხალხი იჩაგრება მხოლოდ იმიტომ, რომ მმართველ გუნდს ჰყავს სპეცრაზმი და ქართულ ოცნებას ჰქონდა სურვილი, ერთ კონკრეტულ დღეს საზოგადოებასა და სპეცრაზმს შორის "ორთაბრძოლა" ყოფილიყო.
დღეს, 21 დეკემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მელიამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით უვადო, მასობრივი შიმშილობა დააანონსა. მელია ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში განიხილავდა და ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა არ იცოდა. მისივე თქმით, შიმშილობაში რამდენიმე ასეული ადამიანი მიიღებს მონაწილეობას და ამ დროისთვის, 300-ზე მეტი მსურველია.
"მე მეგობრებთან ერთად, ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვიქნებით იმაზე მეტი, ვიდრე მავანს წარმოუდგენია, მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლებისთვის ვიწყებთ ახალ საეტაპო ბრძოლას და დღეიდან ჩვენ ვაცხადებთ მასობრივ საპროტესტო შიმშილობის აქციას. ეს მძიმე გადაწყვეტილებაა, ეს კონსტიტუციური უფლებაა, ეს არაძალადობრივი მეთოდია პროტესტის გამოთქმისა, მაგრამ მძიმე", — განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, მასობრივი საპროტესტო შიმშილობა დაიწყება კახეთის გზატკეცილზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე.
-
მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით შემცირდა — ირაკლი კობახიძე მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით შემცირდა — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
"მცხეთობა" წელს 355 000 ლარი დაჯდება — ვინ რამდენად იმღერებს? "მცხეთობა" წელს 355 000 ლარი დაჯდება — ვინ რამდენად იმღერებს?
გადახედვა
-
გაბრაზებული წიწილა და გაპრანჭული ნიანგი — ნახეთ ცხოველების 12 ყველაზე სასაცილო ფოტო 2026 წლის ფოტოკონკურსიდან გაბრაზებული წიწილა და გაპრანჭული ნიანგი — ნახეთ ცხოველების 12 ყველაზე სასაცილო ფოტო 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
"მაკულატურა იყო" — შალვა პაპუაშვილი აქციებზე ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ წარდგენილ კვლევაზე "მაკულატურა იყო" — შალვა პაპუაშვილი აქციებზე ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ წარდგენილ კვლევაზე
გადახედვა
-
ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს
გადახედვა
-
Cadillac-ის რეგიონული გაფართოება გრძელდება — ლეგენდარული ბრენდი მალე საქართველოში შემოვა Cadillac-ის რეგიონული გაფართოება გრძელდება — ლეგენდარული ბრენდი მალე საქართველოში შემოვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა
-
მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
-
შალვა პაპუაშვილი: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო შალვა პაპუაშვილი: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო
გადახედვა
-
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
ივანე ჩხაიძე: ოქტომბერში 200 ათასი დოზა უფასო გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება ივანე ჩხაიძე: ოქტომბერში 200 ათასი დოზა უფასო გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება
გადახედვა
-
მშენებლობა წლიურად გაძვირდა — მიზეზები მშენებლობა წლიურად გაძვირდა — მიზეზები
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს თეგეტა ჰოლდინგმა და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
-
თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა
გადახედვა
-
"საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე "საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
-
სუს-მა "ურანის" გაყიდვის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა სუს-მა "ურანის" გაყიდვის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა
გადახედვა
-
ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ
გადახედვა
-
რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ
გადახედვა
-
დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება
გადახედვა
-
რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება
გადახედვა
კომენტარები