NASA-მ შავი ხვრელების შესასწავლად კოსმოსში ახალი რენტგენული ტელესკოპი გაუშვა
NASA-მ ხუთშაბათს დილით კოსმოსში ახალი რენტგენული ტელესკოპი გაუშვა, რომელიც სამყაროს ყველაზე მასიური ობიექტების, შავი ხვრელების შესწავლაში დაგვეხმარება. მისიას Imaging X-ray Polarimetry Explorer ან IXPE ჰქვია და მისი მისია შავი ხვრელებისა და ნეიტრონული ვარსკვლავებისგან გამოტყორცნილი რენტგენული სხივების დაფიქსირება იქნება.
სატელიტი ჩვენი დროით დილის 10 საათზე წარმატებით გაეშვა. ის კოსმოსში ფლორიდიდან SpaceX-ის Falcon 9-ის მეშვეობით, NASA-ს კენედის კოსმოსური ცენტრიდან გაუშვეს.
ხომალდი რომელშიც სამი ტელესკოპია მოთავსებული NASA-სა და Italian Space Agency-ს კოლაბორაციით შეიქმნა. IXPE ნასას Chandra X-ray ობსერვატორიის ხელა ნამდვილად არ არის, თუმცა ის ამგვარი პირველი კოსმოსური ობსერვატორია იქნება. სატელიტი შეძლებს დაინახოს ისეთი ტიპის კოსმოსური გამოსხივება, რომელიც სხვა ტელესკოპებისათვის აღქმადი არ არის, მას პოლარიზაციას უწოდებენ.
"IXPE-ს გაშვება რენტგენული ასტრონომიის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. IXPE-ს მეშვეობით ჩვენ გავიგებთ ბევრად მეტს კოსმოსური რენტგენული გამოსხივების წყაროების შესახებ" — ამბობს მარტინ ვეისკოფი, IXPE-ს მთავარი მკვლევარი.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები