თავისუფლების მემორანდუმი — ღია წერილი აშშ-ს პრეზიდენტს საქართველოდან
ფოტო: www.deseret.com
ქართველი პოლიტიკოსები, სამოქალაქო თუ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ხელოვანები და ჟურნალისტები აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ღია წერილით მიმართავენ და სთხოვენ, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ნებას თავისუფლებისთვის ბრძოლის გზაზე. განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ ახლა შეერთებული შტატების მხარდაჭერა ქვეყანას ისე სჭირდება, როგორც არასდროს. გთავაზობთ წერილს სრულად:
"ჩვენ, დოკუმენტზე ხელმომწერები, სხვადასხვა პროფესიული გამოცდილებებით, ერთად ვითხოვთ თქვენს მხარდაჭერას საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის არაძალადობრივ ბრძოლაში. მაშინ, როცა თეთრი სახლი 2021 წლის დემოკრატიის სამიტისთვის ემზადება, თავისუფლება და დემოკრატია საქართველოში, რომლის მიღწევაშიც შეერთებული შტატები მონდომებით გვეხმარებოდა, ბეწვზე ჰკიდია. ჩვენ, ქართველი ხალხი, ვუერთდებით სხვა თავისუფლებისმოყვარე ერების ბრძოლას ავტორიტარული რეჟიმების ჰიბრიდული შეტევების წინააღმდეგ.
სამწუხაროდ, საქართველოს მმართველი პარტია იყენებს ყველა მეთოდსა და საშულებას ძალაუფლების გასახანგრძლივებლად ისე, რომ არ ითვალისწინებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, კონტროლისა და ბალანსის საჭიროებას, შეერთებულ შტატებთან ორმხრივ ურთიერთობებსა თუ ქართველი ხალხის ნებას. ჩვენი, როგორც თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის პასუხისმგებლობაა, ვიმუშაოთ პოზიტიური ცვლილებების მისაღწევად, თუმცა არათანასწორ ბრძოლაში ვართ, რადგან რეჟიმს უზარმაზარი რესურსები აქვს. შეერთებული შტატების ურყევი პოლიტიკური ნების გამოხატვა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ახლა გვჭირდება ისე, როგორც არასდროს.
რა საფრთხეების წინაშე ვართ
2012 წელს ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემამ გზა გაუხსნა ქვეყნის რწმენას დემოკრატიის შესახებ — შესრულდა 2003 წლის ვარდების რევოლუციის დაპირება. თუმცა, თითქმის 10 წლის შემდეგ პირობა დაირღვა და შესაძლებლობა გაიფლანგა. ქართული ოცნების ერთპარტიულმა მმართველობამ, რომელიც არაფორმალურად ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ კონტროლდება, ძირის გამოუთხარა პოლიტიკური პროცესების ლეგიტიმაციას და ხელი შეუწყო სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიის მარგინალიზაციას.
კანონის უზენაესობის სისუსტემ და სასამართლოს პოლიტიზებამ ჩამოშალა საინვესტიციო გარემო. ამერიკული კომპანიები ჩამოაშორეს სტრატეგიულ პროექტებს, მათ შორისაა 2,5 მილიარდის ღირებულების ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი. ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ქვეყანაში არსებულ ვითარებას განმარტავს როგორც ივანიშვილის მიერ "ქვეყნის მიტაცებას", The Economist-ის დემოკრატიის ინდექით კი ქვეყანას აქვს რეგრესი.
ბოლო არჩევნებზე, უფრო ზუსტად, 2018 წლიდან მმართველი პარტია ძალაუფლების გასაფართოებად მიმართავს ამომრჩევლის მოსყიდვას, დაშინებას და ადმინისტრაციული რესურსის მასობრივ გამოყენებას. წინასაარჩევნო პერიოდში ქართული ოცნება იყენებდა ახდენდა სახელმწიფო უწყებების პოლიტიზებას, მათ შორის უსაფრთხოების ძალების, პოლიციის, პროკურატურისა და საგანმანათლებლო სისტემის. საქართველოს მთავრობა ამუშავებს ე.წ. "ტროლების ფაბრიკებს", რომლებსაც, ასევე იყენებს კრემლი საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის, დეზინფორმაციის გავრცელებისა და პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციისთვის. ეუთოს მრავალეროვნული სადამკვირვებლო მისიების შეფასებით, ბოლო არჩევნები (2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის თვითმმართველობის) იყო "კონკურენტუნარიანი, მაგრამ არა თავისუფალი".
საქართველოს დემოკრატიის უკან დახევის ყველაზე ბოლო გამოვლინება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეა. ამერიკელმა სენატორებმა, შაჰინმა, ჯონსონმა, რიშმა და კარდინმა გაავრცელეს განცხადება, სადაც შეშფოთება გამოთქვეს სააკაშვილის დაპატიმრებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. Amnesty International სააკაშვილის პატიმრობას ახასიათებს როგორც დამამცირებელი მოპყრობა და "პოლიტიკური შურისძიება". ევროპარლამენტარებმა უკვე გამოთქვეს მოსაზრება იმ ადამიანებისთვის სანქციების დაწესებაზე, ვინც დაუშვა მიხეილ სააკაშვილის არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა.
საქართველოს წინსვლის ხედვა
ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველო გახდა შეერთებული შტატების სტრატეგიული მოკავშირე და თავისუფლების იმედი ავტორიტარული ძალებით სავსე რეგიონში. სამოქალაქო საზოგადოების გადამწყვეტი ჩართულობით, საქართველო წარუმატებლობის ზღვარზე მყოფი ქვეყნიდან გადაიქცა აქტიურ, ახალგაზრდა დემოკრატიად და საერთაშორისო უსაფრთხოების კონტრიბუტორად ერაყში, ავღანეთში და ა.შ. ამის მიუხედავად, რუსეთის მიერ ტერიტორიების ოკუპაციამ, ჰიბრიდულმა გამოწვევებმა, ინსტიტუციური მმართველობის გამოცდილების სისუსტემ, ოლიგარქიული მმართველობის ეფექტმა შეაფერხა ჩვენი შესაძლებლობები, მიგვეღწია უფრო მეტს.
საქართველოს დემოკრატიული ძალები გაფართოვდა, მიიღო გამოცდილება და გამრავალფეროვნდა. ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ მეტს, მაგრამ, არ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ მარტოებმა რეგიონში, სადაც დომინირებს ავტორიტარული ძალები. ჩვენი, შეიძლება დავშორდით ერთმანეთს პოლიტიკური არჩევანით, მაგრამ კვლავ ვიზიარებთ თავისუფალი, აყვავებული და დაცული საქართველოს იდეას, რომელიც იქნება აშშ-ს, NATO-სა და ევროკავშირის საიმედო მოკავშირე.
რა მოიტანს ცვლილებებს
დარწმუნებულები ვართ, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯები ხელს შეუწყობს ამერიკის ინტერესებს და ტრანსატლანტიკურ პრინციპებს საქართველოს, როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი და გლობალური დემოკრატიული საზოგადოების შექმნისას შეერთებული შტაბების მოკავშირე ქვეყნის გაძლიერებით.
შედეგებზე ორიენტირება, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება
ცხადად აცნობეთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ სახელმწიფოს მიტაცება, დემოკრატიის უკან დახევა და ტოქსიკური პოლარიზაცია ვერ გაგრძელდება. წაახალისეთ პოლიტიკური გადატვირთვა, რისი საუკეთესო გამოხატულებაც იქნება 2022 წლისთვის საპარლამენტო არჩევნები. მიზანი უნდა იყოს ამ ტიპის ბოლო არჩევნების ჩატარება. შემოთავაზებული რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, რომელიც უნდა იყოს აპარტიული, რათა გაქრეს განცდა, რომ მმართველი პარტია აკონტროლებს საქართველოს ცესკოს. არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, წინასაარჩევნო კამპანია და თავად არჩევნები უნდა ჩატარდეს ზეწოლისგან დაცლილი, უფრო გამჭვირვალე და სამართლიანი წესებით. ჩვენ, ასევე, ვითხოვთ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ისეთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების გაფართოებას, როგორებიცაა ეუთო/ოდირი და სახელმწიფო დეპარტამენტი.
ცხადი ამოსავალი წერტილი თეთრი სახლისთვის უნდა იყოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის სიტყვის უფლება დემოკრატიის სამიტზე.
მკაცრად გადააფასეთ დახმარების პირობები
მტკიცედ დადექით საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლიტიკური ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფის ძალისხმევის უკან. დააწესეთ პირობები პოლიციის და უსაფრთხოების აპარატურის ფინანსური მხარდაჭერის კუთხით მმართველი პარტიის ტექნიკისგან მათ ხელშესახებ განცალკევებაზე. ჩაატარეთ პოლიტიკური კონტექსტის ყოვლისმომცველი შეფასება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პარტნიორებთან ერთად, რათა აშშ-ს დახმარება მოერგოს მიმდინარე გამოწვევებს. გადაიტანეთ USAID-ის პროგრამების წონა დამოუკიდებელ ინსტიტუტებსა და სამოქალაქო საზოგადოების სანდო პარტნიორებზე. მართლმსაჯულების სისტემას დაურთეთ მკაფიო პირობა, სანამ არ გადაიდგმება სწრაფი და ხელშესახები ნაბიჯები ადრინდელი ვალდებულებების შესასრულებლად, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნისას.
პასუხისმგებლობა დააკისრეთ კლეპტოკრატიის წყაროებს
დააწესეთ გლობალური მაგნეტსკის აქტი მმართველი პარტიის იმ საკვანძო ფიგურების მიმართ, რომლებმაც აღმოფხვრეს კანონის უზენაესობა, სასამართლო და უსაფრთხოების აპარატი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენეს და მიხეილ სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებები გააუარესეს. ამის გათვალისწინებით, დაჟინებით მოითხოვეთ სააკაშვილის სამართლიანი სასამართლო და ჰუმანური მოპყრობა ყველა შესაძლო სამართლებრივი ჩარჩოში.
ჩვენ მზად ვართ, კოორდინაცია გავუწიოთ ერთობლივ მოქმედებებს და წარვმართოთ ცვლილებები, რაც საქართველოს, როგორც აშშ-ის მოკავშირეს, მსოფლიოს კრიტიკულ რეგიონში წარმატებულად აქვს.
ხელმომწერათა სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
-
ალექსანდრე დარახველიძე: ახალი სამმართველოს მიზანია ისეთი გარემო იყოს, რომელშიც ჯანსაღი კრიტიკის ფარგლებში ხდება საკითხების განხილვა ალექსანდრე დარახველიძე: ახალი სამმართველოს მიზანია ისეთი გარემო იყოს, რომელშიც ჯანსაღი კრიტიკის ფარგლებში ხდება საკითხების განხილვა
გადახედვა
-
GOT-ის გადაღებებისას მჯეროდა, რომ სიკვდილისთვის ვიყავი განწირული — ემილია კლარკი თავის ტვინის სისხლჩაქცევას იხსენებს GOT-ის გადაღებებისას მჯეროდა, რომ სიკვდილისთვის ვიყავი განწირული — ემილია კლარკი თავის ტვინის სისხლჩაქცევას იხსენებს
გადახედვა
-
ზურა სიხარულიძე: წარმოდგენაც მიჭირს, რა რაოდენობის ნარკოტიკი ტრიალებს დღეს ქვეყანაში ზურა სიხარულიძე: წარმოდგენაც მიჭირს, რა რაოდენობის ნარკოტიკი ტრიალებს დღეს ქვეყანაში
გადახედვა
-
მაგიდის მოწესრიგების რიტუალი — როგორ მოაქვს გარემოს მოწესრიგებას სიმშვიდე მაგიდის მოწესრიგების რიტუალი — როგორ მოაქვს გარემოს მოწესრიგებას სიმშვიდე
-
"უკანასკნელი ტიტანი" — ტაილანდში გრძელკისერა დინოზავრის ნამარხი აღმოაჩინეს "უკანასკნელი ტიტანი" — ტაილანდში გრძელკისერა დინოზავრის ნამარხი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
17 მაისს, ვაშინგტონში აშშ-ის 250 წლის იუბილესთან დაკავშირებით ლოცვისა და მადლიერების ეროვნული იუბილე გაიმართა 17 მაისს, ვაშინგტონში აშშ-ის 250 წლის იუბილესთან დაკავშირებით ლოცვისა და მადლიერების ეროვნული იუბილე გაიმართა
გადახედვა
-
ირაკლი ქადაგიშვილი: ციფრულ თუ ჩვეულებრივ სივრცეში რაც ნაკლები იქნება ღვარძლი, დაპირისპირება, გინება, ამით საზოგადოება მოიგებს ირაკლი ქადაგიშვილი: ციფრულ თუ ჩვეულებრივ სივრცეში რაც ნაკლები იქნება ღვარძლი, დაპირისპირება, გინება, ამით საზოგადოება მოიგებს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ავტორიტარული სისტემები ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე დასჯის აპარატს აშენებენ თამთა მიქელაძე: ავტორიტარული სისტემები ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე დასჯის აპარატს აშენებენ
გადახედვა
-
ეს ადამიანები 4 კედელშიც აგრძელებენ ბრძოლას და გაცილებით თავისუფლები არიან, ვიდრე მოქმედი ვაი პოლიტიკოსები — გიორგი სიორიძე სინდისის პატიმრებზე ეს ადამიანები 4 კედელშიც აგრძელებენ ბრძოლას და გაცილებით თავისუფლები არიან, ვიდრე მოქმედი ვაი პოლიტიკოსები — გიორგი სიორიძე სინდისის პატიმრებზე
გადახედვა
-
"ტვ პირველი": ოჯახის მტკიცებით, ბათუმში ექიმებს ჩვილი ხელიდან გაუვარდათ — ახალშობილს თავის არეში დაზიანებები აღენიშნება "ტვ პირველი": ოჯახის მტკიცებით, ბათუმში ექიმებს ჩვილი ხელიდან გაუვარდათ — ახალშობილს თავის არეში დაზიანებები აღენიშნება
გადახედვა
-
ArXiv დასჯის მკვლევრებს, რომლებიც AI-ით გაჯერებულ ნაშრომებს ატვირთავენ ArXiv დასჯის მკვლევრებს, რომლებიც AI-ით გაჯერებულ ნაშრომებს ატვირთავენ
გადახედვა
-
კალაძე: წარმოუდგენელი რამ ხდება სოციალურ ქსელებში, შეურაცხმყოფელი სტატუსები, განცხადებები კალაძე: წარმოუდგენელი რამ ხდება სოციალურ ქსელებში, შეურაცხმყოფელი სტატუსები, განცხადებები
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი : სამი ბრალი მაქვს და უკვე მალე დასახვრეტიც ვიქნები ალეკო ელისაშვილი : სამი ბრალი მაქვს და უკვე მალე დასახვრეტიც ვიქნები
გადახედვა
-
თამარ ონიანი: დაანონსებული მექანიზმი ერთგვარი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან თამარ ონიანი: დაანონსებული მექანიზმი ერთგვარი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
გადახედვა
-
ნეტფლიქსის "დინოზავრები" — რამდენად ზუსტია სერიალის მეცნიერება? ნეტფლიქსის "დინოზავრები" — რამდენად ზუსტია სერიალის მეცნიერება?
გადახედვა
-
ჩაერთეთ საქართველოს ბანკის განვადების აქციაში და გაინახევრეთ განვადების თანხა ჩაერთეთ საქართველოს ბანკის განვადების აქციაში და გაინახევრეთ განვადების თანხა
-
წარმატება უფრო ახლოსაა ვიდრე გგონია — გაეცანით საქართველოს ბანკის განახლებულ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებს წარმატება უფრო ახლოსაა ვიდრე გგონია — გაეცანით საქართველოს ბანკის განახლებულ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: აბორტების კლება შობადობის ზრდაზე არ აისახება თამთა მიქელაძე: აბორტების კლება შობადობის ზრდაზე არ აისახება
გადახედვა
-
extra.ge - ზე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი ონლაინ მაღაზია უფასოდ გახსნას extra.ge - ზე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი ონლაინ მაღაზია უფასოდ გახსნას
-
ნაშირ ორდუხანოვი: საქართველოს პატრიარქისგან ქვეყანაში "სხვა ერების გამრავლებასთან" დაკავშირებით განცხადების მოსმენა არ იყო სასიამოვნო ნაშირ ორდუხანოვი: საქართველოს პატრიარქისგან ქვეყანაში "სხვა ერების გამრავლებასთან" დაკავშირებით განცხადების მოსმენა არ იყო სასიამოვნო
გადახედვა
-
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა
კომენტარები