ბრეგაძე: შიმშილობის გამორიცხვა გვაძლევს საფუძველს, შემდეგ პროცესზე სააკაშვილი წარმოდგენილი იყოს სასამართლოში
ფოტო: იუსტიციის მინისტრი
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ვინაიდან ექსპრეზიდენტმა შიმშილობა შეწყვიტა, გამოირიცხა ერთი ფაქტორი, რომლის გამოც ის სასამართლოში არ მიჰყავდათ. მისივე თქმით, ექიმების შესაბამისი დასკვნის შემთხვევაში, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი შემდგომ სასამართლო პროცესზე დარბაზში მიიყვანონ.
"როგორც უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტა შიმშილობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდებით ექიმების დასკვნას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და უკვე ამ ერთი ფაქტორის გამორიცხვა გვაძლევს ჩვენ იმის საფუძველს, რომ მიხეილ სააკაშვილი შემდგომ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყოს სასამართლო დარბაზში", — განაცხადა მან იმედის ეთერში.
ბრეგაძის მტკიცებით, სხდომაზე არ მიყვანას 2 მთავარი ფაქტორი ჰქონდა: უსაფრთხოება და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების რისკი. ის ვრცლად საუბრობს მეორეზე, თუმცა დეტალურად არ განიხილავს პირველს — უსაფრთხოებას.
"ვინაიდან ის იყო მოშიმშილე პატიმარი და ამ ორი ფაქტორის ერთობლიობამ გამოიწვია ის შედეგი, რომ ის ვერ იყო გადაყვანილი სასამართლო დარბაზში. თუმცა, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მას გაუკეთდა შეთავაზება, რომ სასამართლო პროცესი წარმართულიყო დისტანციურ რეჟიმში და დაცვის მხარის სურვილი არ იყო გამოხატული ამასთან დაკავშირებით და ბუნებრივია, მეორე მხარე ვერაფერს გააკეთებდა იმისათვის, რომ სასამართლო პროცესზე ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილი წარმოდგენილი დისტანციური ფორმით", — განაცხადა მან.
ბრეგაძე იმეორებს, რომ როცა სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების რისკებზე საუბრობდნენ, საფრთხე რეალური იყო, რადგან ექსპრეზიდენტმა მაშინ გონება დაკარგა. დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ ექიმების რეკომენდაცია იქნება, რომ სააკაშვილს შეუძლია სხდომებზე დასწრება, იმსჯელებს თუ არა უწყება მის სასამართლოში მიყვანაზე უსაფრთხოების რისკის მიუხედავად, ბრეგაძე ასე პასუხობს:
"დიახ, როგორც მოგახსენეთ აქ იყო ორი მთავარი ფაქტორი, უსაფრთხოება და ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჯანმრთელობის მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის მთავარი ამოსავალი პრინციპი და ბუნებრივია, ეს არის საფუძველთა საფუძველი, ვგულისხმობ ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს და აქ ჩვენ თეორიული რისკის არსებობასაც ვერ დავუშვებდით. შესაბამისად, როდესაც ეს რისკი იქნება გამორიცხული, როგორც უკვე მოგახსენებთ, სპეციალური პენიტენციალური სამსახური შეძლებს მის გადაყვანას სასამართლო დარბაზში".
მიხეილ სააკაშვილს დაპატიმრების შემდეგ, უკვე სამჯერ არ მიეცა სასამართლოს წინაშე წარდგომის შესაძლებლობა. სამივე შემთხვევაში მიყვანაზე უარი სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა.
ჯერ კიდევ 5 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მათი რეკომენდაცია იყო სასამართლო სხდომა ციხეში ჩატარებულიყო, რასაც ადვოკატები და თავად სააკაშვილი არ ეთანხმებოდნენ. 9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ მოსთხოვა პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილი სხდომაზე მიეყვანათ, თუმცა უშედეგოდ — 10 ნოემბერს სააკაშვილის პროცესი მის გარეშე გაიმართა. უარის მიზეზი უწყებამ იმით განმარტა, რომ ესკორტირებისას, შესაძლოა, მოხდეს "დესტრუქციული ხასიათის ქმედება". მათივე მტკიცებით, ვინაიდან სააკაშვილს შეწყვეტილი ჰქონდა მკურნალობის არსებითი ნაწილი, პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენდა დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის. მომდევნო სხდომაზე, 15 ნოემბერს სააკაშვილი ისევ არ მიიყვანეს და მიზეზებიც იგივე დაასახელეს. 16 ნოემბერს ომბუდსმენმა მოითხოვა, რომ სააკაშვილს სხდომაზე დასწრების უფლება მისცენ, თუმცა ესეც უშედეგო აღმოჩნდა და ექსპრეზიდენტი არც იმ დღეს გამართულ სხდომაზე მიუყვანიათ.
- კატეგორიულად მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს სააკაშვილის დასწრება სასამართლო პროცესებზე — პრაისი
- DRI-ის განცხადებით, სასამართლო სხდომებზე სააკაშვილის არდაშვება უკანონოა და უწყების პოლიტიზებაზე მეტყველებს
- IDFI-ის შეფასებით, სააკაშვილის საქმეების განხილვა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით მიმდინარეობს
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები