ალცჰაიმერის ინოვაციურმა მკურნალობის მეთოდმა თაგვებში დაკარგული მეხსიერება აღადგინა
მკვლევართა ჯგუფი ალცჰაიმერის დაავადების ინოვაციური მკურნალობის მეთოდს ამუშავებს, რომელიც, შესაძლოა, ვაქცინაციის სახითაც გამოვიყენოთ.
ლესტერის უნივერსიტეტის პრესრელიზში ნათქვამია, რომ მეცნიერებმა დიდი ბრიტანეთიდან და გერმანიიდან ალცჰაიმერის მკურნალობასთან დაკავშირებული პერსპექტიული აღმოჩენები გააკეთეს. კვლევა თაგვებზე მიმდინარეობდა. თავად მკურნალობა ტვინში ბეტა ამილოიდ ცილასთან არის დაკავშირებული, რომელიც ნეიროდეგენერაციული დაავადების განვითარებისას დეფორმირდება. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მკვლევრების თქმით, მათ მიერ შემუშავებულმა მკურნალობის მეთოდმა შესაძლოა დაკარგული მეხსიერების აღდგენა შეძლოს.
"ჩვენ გამოვავლინეთ თაგვებში ანტისხეული, რომელიც ამილოიდის ბეტას დაზიანებისგან იცავს", — თქვა თომას ბაიერმა, გიოტინგენის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მკვლევარმა, რომელიც კვლევის თანაავტორია.
ამასთან, გუნდმა მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, როდესაც ამუშავებდნენ პოტენციურ ვაქცინას — ანტისხეულების ვერსიას, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი მარტივად მიიღებს.
მკვლევრებმა გამოსცადეს ანტისხეულები, იგივე პოტენციური ვაქცინა თაგვებზე და აღმოაჩინეს, რომ ეს ხელს უწყობდა დაკარგული მეხსიერების აღდგენას. საუბარია ნეირონების ფუნქციის აღდგენაზე და ტვინში ბეტა ამილოიდის შემცირების პრევენციაზე. ეს ნამდვილად ბევრს ნიშნავს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს ექსპერიმენტი ჯერ კიდევ განვითარების ძალიან ადრეულ ეტაპზეა. მეტი დაფინანსება და რესურსებია საჭირო კლინიკური კვლევების გასაგრძელებლად. ამასთან, მკურნალობის მეთოდი ჯერ კიდევ არის გამოსაცდელი ადამიანზე. მიუხედავად ამისა, ეს სიახლე წარმოუდგენლად იმედისმომცემი და პერსპექტიულია.
მეცნიერების თქმით, ახლა სურთ იგივე შედეგები ადამიანების შემთხვევაშიც მიიღონ. მათ მიაჩნიათ, რომ ეს არა მხოლოდ ალცჰაიმერის მკურნალობაში დაგვეხმარება, არამედ დაავადების განვითარების პრევენციასაც მოახდენს.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები