ხალხს ვეღარ აგროვებენ და ისეთ ფორმას მიმართავენ, რომელსაც აღარ სჭირდება ხალხის შეგროვება — კობახიძე ოპოზიციაზე
ფოტო: ელენე ზაქაშვილი / On.ge
ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია ხალხს ვეღარ აგროვებს და ახლა ცდილობს ისეთ ფორმას მიმართოს, რომელსაც "ხალხის შეგროვება აღარ სჭირდება". ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"პირველი — არავითარი კრიზისი არ არსებობს, ისევე, როგორც არ არსებობდა თავის დროზე, ყველაფერი იყო ხელოვნური, ახლაც აბსოლუტურად ყველაფერი არის ხელოვნური და ამას ხელოვნურ კრიზისსაც ვერ დავარქმევთ. საზოგადოება ხედავს ყველაფერს, ისინი ხალხს ვეღარ აგროვებენ და ცდილობენ მიმართონ ისეთ ფორმას, რომელსაც აღარ სჭირდება ხალხის შეგროვება. ეს არის პოლიტიკური მხარე", — აცხადებს კობახიძე.
მან, ასევე, ისაუბრა მიხეილ სააკაშვილზე და განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ოპოზიცია მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს, ამის აუცილებლობა არ დამდგარა. ის ამ მოთხოვნას "აბსურდს" უწოდებს .
"რაც შეეხება თვითონ მოთხოვნას, მოთხოვნა არის თავისთავად აბსურდული და უკვე არის სრული აბსურდის თეატრი, რასაც ჩვენ ვხედავთ. რაც შეეხება სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, ისე ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს ჩვენი, ხელისუფლების მხრიდან არის რაღაც ახირება მისი არგადაყვანა, სინამდვილეში ხდება რა — ორ კვირაზე მეტია ისინი ამ მოთხოვნას აყენებენ და ამ ორი კვირის განმავლობაში ამის არავითარი აუცილებლობა არ არსებობდა. რატომ უნდა ყოფილიყო სააკაშვილი ეს ორი კვირა და მეტი სამოქალაქო საავადმყოფოში აბსოლუტურად გაუგებარია, ეს არის აბსურდი", — ამბობს ის.
გარდა ამისა, კობახიძე ამტკიცებს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის რეალური მიზეზი ის არის, რომ ექსპრეზიდენტი "ციხიდან გაიყვანონ". მისი თქმით, "ამ ახირებას, ბუნებრივია", ვერ აჰყვებიან.
"მეორე, წარმოდგინეთ ამ ორი კვირის განმავლობაში რა იქნებოდა სამოქალაქო საავდმყოფოში და სამოქალაქო საავადმყოფოსთან. ერთი, რომ იქნებოდა ადამიანი, რომელიც უნდა იყოს ციხეში, ციხის გარეთ, გაუგებარი მიზეზით და თანასწორობა უნდა იყოს დაცული ყველას მიმართ და მეორე, მუდმივი რისკი, იქ საჭირო იქნებოდა სამართალდამცავი ორგანოების აბსოლუტურად არასაჭირო მობილიზაცია, მაშინ, როდესაც შეიძლება, რომ სხვანაირად განვითარდეს პროცესები, იქ მცდელობები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის ერთადერთი მიზნით გამოცხადებული, მიზანი არის ის, რომ რამენაირად სააკაშვილი გაიყვანონ ციხიდან, ეს არის დღესავით ნათელი და ბუნებრივია, ამ ახირებას ჩვენ ვერ გავყვებით", — აღნიშნა მან.
-
EU-ს ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 7 დღით, 22 სექტემბრამდე გადაავადეს EU-ს ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 7 დღით, 22 სექტემბრამდე გადაავადეს
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: რეალობის ყველაზე პატარა ნაწილაკები — რისგან შედგება სამყარო შემდეგი პოდკასტი: რეალობის ყველაზე პატარა ნაწილაკები — რისგან შედგება სამყარო
-
თიბისი და AD BLACK SEA — 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად თიბისი და AD BLACK SEA — 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
-
ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს უფრთხილდება, რაც კი ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს უფრთხილდება, რაც კი ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული
გადახედვა
-
Global Finance: საქართველოს ბანკი რეგიონში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზების და დაკრედიტების მიმართულებით Global Finance: საქართველოს ბანკი რეგიონში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზების და დაკრედიტების მიმართულებით
-
შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში — მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში — მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
-
აღმოაჩინეს "ცხელი ყინულის" ფორმა, რომელიც შეიძლება ურანისა და ნეპტუნის წიაღში არსებობდეს აღმოაჩინეს "ცხელი ყინულის" ფორმა, რომელიც შეიძლება ურანისა და ნეპტუნის წიაღში არსებობდეს
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: "მზად ვარ თანამშრომლობისთვის ყველასთან, ვინც რეალურად ემსახურება ხალხს და ქვეყანას" თეონა ჭალიძე: "მზად ვარ თანამშრომლობისთვის ყველასთან, ვინც რეალურად ემსახურება ხალხს და ქვეყანას"
გადახედვა
-
შესაძლოა, ახალგაზრდა მზემ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა შთანთქა შესაძლოა, ახალგაზრდა მზემ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა შთანთქა
გადახედვა
-
საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 177 ლარით გაიზარდა — რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი ანაზღაურება? საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 177 ლარით გაიზარდა — რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი ანაზღაურება?
გადახედვა
-
როგორ იქცა NB Dental ორთოდონტიული ცენტრიდან მულტიდისციპლინურ სტომატოლოგიურ კლინიკად? როგორ იქცა NB Dental ორთოდონტიული ცენტრიდან მულტიდისციპლინურ სტომატოლოგიურ კლინიკად?
-
ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე — STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე — STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ
-
ირანისათვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის პროცესში მონაწილეობის გამო აშშ-მა "ვითიბი ბანკი" დაასანქცირა ირანისათვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის პროცესში მონაწილეობის გამო აშშ-მა "ვითიბი ბანკი" დაასანქცირა
გადახედვა
-
ემი 2026-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია — იხილეთ სია ემი 2026-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია — იხილეთ სია
გადახედვა
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
-
"ქართული ოცნება" გახარიას პარტიის გაუქმებასაც ითხოვს "ქართული ოცნება" გახარიას პარტიის გაუქმებასაც ითხოვს
გადახედვა
-
გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წელს ულოცავს გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წელს ულოცავს
გადახედვა
-
გურამიშვილის გამზირზე, ფეიქრების ქუჩაზე, "ნოვას" საწყობში აფეთქება მოხდა გურამიშვილის გამზირზე, ფეიქრების ქუჩაზე, "ნოვას" საწყობში აფეთქება მოხდა
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
კომენტარები