სააკაშვილზე სადეპუტატო კითხვით მინისტრს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიმართა
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სადეპუტატო კითხვით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ მიმართა. მინისტრის მტკიცებით, სწორედ დეპუტატის კითხვის საფუძველზე გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი ფაფებსა და წვენებს იღებს.
სარჯველაძემ მინისტრს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა, მათ შორის, ერთ-ერთი სწორედ სააკაშვილის კვებასა და მედიკამენტების მიღებას ეხებოდა. იქ ვკითხულობთ:
"რამდენად გაზრდილია შიმშილობიდან გამომდინარე ჯანმრთელობის მოსალოდნელი გაუარესებისა და საგანგებო სპეციალური სამედიცინო ჩარევის აუცილებლობა (იმის მხედველობაში მიღებით, რომ გამოითქმის მოსაზრებები შიმშილობის ხანგრძლივობიდან გამომდინარე ვითარების სწრაფად გაუარესების რისკების შესახებ)? აქვე, გთხოვთ მხედველობაში მიიღოთ, რომ გამოითქმის მოსაზრებები შიმშილობის მაქსიმალურად დასაშვები ხანგრძლივობის შესახებ.
ამავე პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ პატიმარმა შეიძინა გარკვეული პროდუქტები, ასევე, რომ მოხდა ექიმების მიერ რეკომენდირებული გარკვეული პრეპარატების მიღება, რაც შეიძლება გავლენას ახდენდეს იმ ვადებზე, რომლის შემდეგაც მოსალოდნელია მოშიმშილის ჯანმრთელობის გაუარესება. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ფლობდეს ამ საკითხების ირგვლივ მაქსიმალურად სრულ ინფორმაციას".
დეპუტატის თქმით, გამომდინარე იქიდან, სააკაშვილთან დაკავშირებით პერმანენტულად ვრცელდება სხვადასხვა სახის ინფორმაცია, ის ითხოვს, რომ ექსპრეზიდენტთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე ინფორმაცია მიაწოდონ, მათ შორის, ეს ეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, საავადმყოფოში გადაყვანის აუცილებლობას, საკვებ პროდუქტებსა და მედიკამენტებს, ციხეში მის უფლებებსა და სხვა.
გუშინ, 5 ნოემბერს რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი გარკვეული დროის შემდეგ ფაფებისა და ნატურალური წვენების მიღებას დათანხმდა. მისივე მტკიცებით, მესამე პრეზიდენტი იღებს ექიმების მიერ გამოწერილ მედიკამენტებსაც. იუსტიციის მინისტრის თქმით, ინფორმაციას მხოლოდ იმიტომ ასაჯაროვებდა, რომ აღნიშნულზე უკვე უპასუხეს ერთ-ერთი დეპუტატის კითხვას და "ეს ინფორმაცია ისეც საჯარო გახდება".
ამის პარალელურად, ექსპრეზიდენტის ადვოკატი, ნიკა გვარამიამ აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმდება და მოსალოდნელია კოლაფსი. მისივე თქმით, ექსპრეზიდენტის ფსიქიკას და აზროვნებას უკვე ეტყობა სერიოზული კვალი.
გუშინ, 5 ნოემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ მნიშვნელოვანია დაცული იყოს მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მისი პერსონალური, განსაკუთრებით კი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები. ინსპექტორის სამსახურმა მოუწოდა ყველას, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ მოშიმშილე პატიმრის მიმართ თითოეული გადაწყვეტილების მიღებას და ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში შეაფასონ ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკები.
პატიმრის უფლებებზე ისაუბრა სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემაც. მან განმარტა, რომ განცხადებები მოშიმშილე პატიმარზე დელიკატური უნდა იყოს, რათა მან შიმშილობის უფრო მკაცრ ფორმებს არ მიმართოს.
სააკაშვილი უკვე 37-ე დღეა შიმშილობს. მისი პირადი ექიმი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტს ექიმების მეთვალყურეობა სჭირდება და საჭიროა კლინიკაში გადაყვანა. პენიტენციური სამსახური სააკაშვილს მხოლოდ ციხის კლინიკაში გადაყვანას სთავაზობს, ის უარზეა.
პროტესტის ნიშნად სააკაშვილმა უარი თქვა ნებისმიერ სამედიცინო დახმარებასა და ტესტების გაკეთებაზე. თუმცა დღეს, 3 ნოემბერს მისმა ექიმმა განაცხადა, რომ ის თავს სუსტად გრძნობს და ანალიზების გაკეთებაზე დაითანხმეს. ამ ეტაპზე სააკაშვილი უარს ამბობს ექიმების კონსილიუმთან თანამშრომლობაზე.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები