რა კავშირშია მეტყველება აზროვნებასთან?
ამ საკითხზე ინტენსიური დავა მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეში დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს. პირველი ვინც ეცადა შედარებით ვრცლად აეხსნა თუ რა კავშირშია ადამიანის ცნობიერება და აზროვნების უნარი, მის მშობლიურ ენასთან, იყო ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსი, ვილჰემ ვონ ჰუმბოლდტი.
ჰუმბოლდტის აზრით, ადამიანის აზროვნების „დახვეწილობა“ განპირობებულია მისი მშობლიური ენით. ის ამტკიცებდა, რომ გერმანული, ინგლისური და სხვა მორფოლოგიურად მსგავსი ინდო-ევროპული წარმომავლობის ენები იყო ყველაზე მეტად „სრულყოფილი“, რამაც განაპირობა ევროპული კულტურის „დომინანტობა“ ფილოსოფიაში, მეცნიერებაში, ა.შ... მეცხრამეტე საუკუნეში ძირითადად ეს მოსაზრება ბატონობდა, რამაც განაპირობა ევროპული „ეთნო-ცენტრიზმი“, რაც მარტივად ნიშნავს იმას, რომ ევროპული ქვეყნები და კულტურა „უკეთესია“ ვიდრე აღმოსავლური ან აფრიკული. სხვა კულტურებისადმი მსგავსმა დამოკიდებულებამ 1830 წლიდან, ინტენსიურად იჩინა თავი მკვლევარ ანთროპოლოგებშიც. რომლებიც აფრიკულ აბორიგენულ კულტურებს, როგორც ველურ ცხოველებს ისე უყურებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ 1865 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მონობა გაუქმდა, შავკანიანებისადმი დამოკიდებულება დიდი ხნის განმავლობაში არ შეცვლილა ევროპის გარკვეულ რეგიონებში და იქამდე სანამ არ გატარდა გარკვეული კანონები, კერძო ზოო-პარკის მეპატრონეები პირველ მსოფლიო ომამდე აწყობდნენ აფრიკული ტომების და კულტურების წარმომადგენლების „ჩვენებებს“, სადაც თეთრკანიანებს შეეძლოთ გამოეკვებათ და მოფერებოდნენ აფრიკიდან ჩამოყვანილ „საგამოფენო ექსპონატებს.“
ცხადია ჰუმბოლდტს არ უგულისხმია, რომ სხვა კულტურის წარმომადგენლებს როგორც ცხოველებს ისე უნდა მოპყრობოდნენ. ეს ძალიან ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება არასწორმა ინტერპრეტაციამ, ან ფილოსოფიური მოსაზრების პოლიტიკური მიზნით გამოყენებამ, გამოიწვიოს დიდი ტრაგედია.
მეოცე საუკუნის დასაწყისში, ჰუმბოლდტის ჰიპოთეზამ რეფორმა განიცადა. ამოღებულ იქნა „დომინანტობის“ და „უკეთესობის“ ცნებები. ყოველ შემთხვევაში დამოკიდებულება, რომ ევროპული ენები „ჯობს“ სხვა ენებს ერთიანად გაქრა. ხოლო ის იდეა, რომ ადამიანის ენა განაპირობებს მის აზროვნებას, აქტუალური რჩებოდა. ის კი არა ამ ვარაუდის „მტკიცებულებებიც“ კი მოიძებნა.
ჰუმბოლდტის შეხედულებების რეფორმა ორ სახელს უკავშირდება; ედუარდ საპირს და ბენჟამინ ლი ვორფს.
ედვარდ საპირი გამოჩენილი ენათმეცნიერი და ანთროპოლოგი იყო. ის სასტიკად ებრძვოდა იდეას, რომ ევროპული და ევროპული წარმომავლობის კულტურების გარდა, სხვა საზოგადოებები ველურები და „პრიმიტიულები“ იყვნენ. მისი დაკვირვებით, ყველაზე პრიმიტიულ სოციუმებსაც კი აქვთ გასაოცარი ემპათიის უნარი და რაც მთავარია, მეტყველების უნიკალურ, დახვეწილ ფორმებსაც კი გამოავლენენ. საპირი გაოცებული იყო აბორიგენი ამერიკული ტომების უცნაური მეტყველებით. თავისი ცხოვრება მან ა.შ.შ-ს გარშემო მოგზაურობას და აბორიგენული ენების შესწავლას დაუთმო. ბენჟამინ ლი ვორფი კი მეხანძრე ინჟინერი გახლდათ, რომელიც თავს „მოყვარულ“ ლინგვისტად მოიაზრებდა. მიუხედავად იმისა, რომ მას არ ჰქონდა მიღებული ფორმალური განათლება, ის მუდმივად ესწრებოდა ედვარდ საპირის კურსს იელის უნივერსიტეტში, სადაც საკმაოდ დიდი ცოდნა დააგროვა. მომდევნო წლებში, მან გაამყარა საპირის მოსაზრებები, რომ მეტყველება მნიშვნელოვნად განაპირობებს აზროვნებას. ჰუმბოლდტის სახეცვლილი ჰიპოთეზას მოგვიანებით საპირ-ვორფის ჰიპოთეზა ეწოდა, თუმცა თავის დროზე ის ლინგვისტური დეტერმინიზმის სახელით იყო ცნობილი.
ვორფმა არაერთი სტატია გამოაქვეყნა, რამაც უამრავი ლინგვისტის და ფსიქოლოგის ყურადღება მიიქცია. ვორფი ამტკიცებდა, რომ რამოდენიმე აბორიგენულ ამერიკულ ტომი, დროს ჩვენგან რადიკალურად განსხვავებულად აღიქვამდა. მაგალითად მას მოჰყავს „ჰოპის“ ტომის ენა, სადაც ვორფის მტკიცებით დროის „წერტილოვანი“ გაგება არ არსებობს. ანუ როდესაც ჰოპის ტომის წარმომადგენელი აღწერს რაიმე ქმედებას ან მოვლენას, ის ამ ყოველივეს ახსენებს დროისგან დამოუკიდებლად. ჯერ კიდევ მაშინ, ეს ძალიან რადიკალური განცხადება იყო. როგორ წარმოგიდგენიათ ზმნა, მოქმედება ან ზოგადად მეტყველება, რომელიც არ არის განსაზღვრული დროით? მეტიც, ვორფის მტკიცებით ჰოპის ტომს არ ჰქონია კალენდრული დათარიღების სისტემა. ანუ მათ ენაში, წესით არ არსებობდა დღე-ღამის, კვირის, თვის, წლის განმსაზღვრელი ტერმინი.
ვორფის კვლევამ ასევე „გამოავლინა“ რაოდენ უცნაურია აბორიგენი ამერიკული ტომების სინტაქსი. აი მაგალითად ავიღოთ წინადადება;
„ნავი გაჩერებულია სანაპიროზე“, ვორგი ამტკიცებს, რომ აპაჩების ენაზე ეს მარტივი წინადადება გადაითარგმნებოდა როგორც „ის არის ნაპირზე, ნავი რომელიც წერტილოვნად არის, როგორც კანოეს მოძრაობა.“
მიუხედავად იმისა, რომ ვორფის შეხედულებები ბევრმა ფსიქოლოგმა და ენათმეცნიერმა გაიზიარა, მოგვიანებით მისი ჰიპოთეზის დამამტკიცებელი საბუთები არაერთმა მეცნიერმა გადაამოწმა. ერთ-ერთი ასეთი მეცნიერი იყო, ანთროპოლოგი სახელად ეკეჰარტ მალოტკი (Ekkehart Malotki) . ადამიანი, რომელსაც საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა გატარებული ჰოპის და აპაჩის ტომებთან გატარებული. მან განაცხადა, რომ ვორფის ჰიპოთეზის მტკიცებულებები რეალურად მცდარი იყო. სინამდვილეში ჰოპის ტომს საკმაოდ რთული კალენდრული დათარიღების სისტემები ჰქონდათ. მათ მეტყველებაში კი შეინიშნებოდა ზმნის ბრუნვა დროის შესაბამისად. ანუ ჰოპის ტომს ჰქონდა წარსულის, აწმყოს და მომავლის განმსაზღვრელი სუფიქსები.
გასაოცარია, რატომ მივიდა ვორფი ასეთ რადიკალურ დასკვნებამდე. რატომ გადაწყვიტა, რომ რომელიმე საზოგადოებას შეიძლება არ ჰქონდეს დროის აღნიშვნები საკუთარ ენაში? სტივენ პინკერის აზრით, ვორფმმა მისტიური პოეტურობა მეცნიერულ მეთოდიკაზე მაღლა დააყენა. რამაც შედეგად გამოიღო ასეთი რადიკალური დასკვნები. რომ დაუკვირდეთ, ვორფის მტკიცებულებები ლოგიკურადაც კი შეუძლებელია.
დროის აღქმა ყველა მაკრო-ორგანიზმს აქვს. დედამიწის მკვიდრი ცხოველებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია მოვლენების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების განსაზღვრა. ამაზეა დამოკიდებული მათი სიცოცხლის უნარიანობა. რაც არ უნდა ყოფილიყო ადამიანებში სინტაქსური მეტყველების გაჩენის მიზეზი, ერთი რამ ცხადია: ყველა არსებული ენა დედამიწაზე უნდა იზიარებდეს რამოდენიმე „უნივერსალს“.
ერთ-ერთი ასეთი უნივერსალის მაგალითია, „ზმნა“. შეიძლება თუ არა განვითარებულიყო ენა, რომელიც რამენაირად მაინც არ აღწერს მოქმედებას? ევოლუციური კუთხით რომ შევხედოთ, ეს ძალიან არა-მომგებიანი იქნებოდა. ადრეულ ადამიანები ძალიან ხშირად ეყრებოდნენ მოზრდილ მტაცებლებს და სიცოცხლისთვის საშიშ სიტუაციებს, შესაბამისად მინიმუმ რაიმე „შეძახილი“ აუცილებელი იქნებოდა საფრთხის არსებობის სამცნობად. მსგავსი შეძახილები შეინიშნება შიმპანზეებში, გორილებში და სხვა პრიმატებშიც.
მიუხედავად ყოველივე ზემოთ თქმულისა, ვორფის ჰიპოთეზის პირდაპირი გამტყუნება ვერ მოვახერხეთ. შეიძლება მისი არგუმენტების სიყალბე დავამტკიცე, მაგრამ იქნებ მეტყველება მაინც განაპირობებს აზროვნებას?
ამ დებულების გასამტყუნებლად, შემიძლია მოვიყვანო უტყუარი, ემპირიული დასაბუთება; ადამიანებში საკმაოდ ცნობილი დაავადება; „ბროკას აფაზია.“
განვმარტავ მათთვის ვინც შეიძლება ეს არ იცოდეს;
„ბროკას რეგიონი“ ეწოდება თავის ტვინის უბანს, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი მონაწილეა მეტყველების კონტროლში. მისი დაზიანება, ფიზიოლოგიური თუ ფიზიკური ხშირად იწვევს გამართული მეტყველების უნარის შეზღუდვას. მიუხედავად ამისა, ბროკას აფაზიის მქონე ადამიანებს არ უჭირთ ლოგიკური და მათემატიკური ამოცანების შესრულება. ძალიან საინტერესოა, მაინც როგორ ლაპარაკობენ ასეთი ადამიანები და რისი თქმა უჭირთ ყველაზე მეტად?
- ისინი ხშირად შესაფერის სიტყვებს ვერ პოულობენ.
ანუ შეიძლება ბროკას აფაზიის მქონე პაციენტს უნდოდეს წარმოთქვას „წყალი მომაწოდე“, მაგრამ ამის მაგივრად თქვას; „კომუნიზმი გაიმარჯვებს“. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ პაციენტები აცნობიერებენ თავიანთ შეცდომებს და ცდილობენ სხვა სიტყვები შეარჩიონ სათქმელის გადმოსაცემად. - მათ მეტყველბას ყველაზე ხშირად, ახასიათებს სინტაქსური და გრამატიკული გაუმართაობა.
მაგალითად, ჯანმრთელი ადამიანი თუ იტყოდა:
„პატარა რომ ვიყავი, ზაფხულობით აგარაკზე ავდიოდით მთელი ოჯახით“. ბროკას აფაზიის მქონე ადამიანმა ეს წინადადება შეიძლება შემდეგნაირად თქვას;
„პატარა რომ ვარ, აგარაკზე ოჯახი მთელი ავალ ზაფხულში.“ აქ ჩვენ ვხედავთ საკმაოდ საინტერესო მოვლენას. გარდა იმისა, რომ პაციენტს ეშლება გრამატიკული ელემენტების წყობა, მას არ აქვს უნარი ზმნებს მოუძებნოს სწორი სუფიქსები. ამას გარდა, მათ არ შეუძლიათ უპასხუონ შეკითხვებს, რომლებიც გარკვეულ გრამატიკულ ანალიზს საჭიროებს. მაგალითად; „ტარიელმა მოკლა ვეფხვი, რომელია ამათგან მკვდარი“?, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ ლოგიკური დასკვნის გამოტანა არ შეუძლიათ. როგორც უკვე აღვნიშნე, ბროკას აფაზიის მქონე პაციენტებს არ უჭირთ მათემატიკური და ლოგიკური ამოცანების ამოხსნა. მაშასადამე, ისინი ვერ ხვდებიან წინადადებაში რას აღნიშნავს გარკვეული გრამატიკული ელემენტი, მაგალითისთვის შეიძლება ვერ ხვდებოდნენ რომელია წინადადების სუბიექტი და პრედიკატი. რომელ მათგანთან არის მიკავშირებული ზმნა და ა.შ
ყოველივე ამიდან რაც განვიხილე, რამოდენიმე დასკვნის გამოტანა შეიძლება:
- გრამატიკის და სინტაქსის აღქმა/წარმოება ტვინში, დამოუკიდებელია სემანტიკისგან.
- მეტყველების უნარი თითქმის არანაირ კავშირში არ არის აზროვნებასთან.
- მეტყველება არ განაპირობებს აზროვნებას და ცნობიერებას.
- ჰუმბოლდტის და ვორფის ჰიპოთეზები მცდარია და არამეცნიერულია.
ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ არასწორ ინტერპრეტაციებს და ფსევდომეცნიერებას უზარმაზარი ზარალის მოტანა შეუძლია კაცობრიობისთვის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არამეცნიერული დებულებები ავტორიტეტული ინტელექტუალებისგან მოდის. ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ფაქტები და ავტორიტეტული ფიგურებისგან დამოუკიდებლად გამოვიტანოთ ჩვენივე დასკვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ინტელექტუალები“ მარტივად ჩაგვაყლაპებენ ბოდვებს, როგორიცაა: „ადამიანი ტვინის 5 პროცენტს იყენებს“, „ესკიმოსებს თეთრი ფერის 100-ზე მეტი შესატყვისი აქვთ“ და ბოლოს, „მეტყველება განაპირობებს აზროვნებას.“
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000 მამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000
-
გადახედვანინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს… ნინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს…
-
გადახედვაჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია ჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია
-
გადახედვათეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია თეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას სალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს სალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს
-
გადახედვამარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს მარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა
-
გადახედვათამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს თამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო! სალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!
-
გადახედვამაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს მაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს
-
გადახედვათურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი
-
გადახედვა"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება "ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს კობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს
-
გადახედვაკობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
-
გადახედვასაგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა საგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
კომენტარები