თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე, ერთი ადამიანი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკლელობას გულისხმობს. უწყებაში ამ ეტაპზე დამატებით კომენტარს არ აკეთებენ.