საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტეხი კერამიკა მზის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს. ამჯერად ბანკთან თანამშრომლობით კერამიკული ბლოკისა და აგურის საწარმო, მეტეხი კერამიკა ენერგოხარჯების შემცირების მიზნით მზის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს.
ბანკთან თანამშრომლობით კომპანია წლიურად 1,5 მეგავატის გამომუშავებას შეძლებს. მზის ელექტროსადგურის მშენებლობის შემდეგ, კომპანია წელიწადში 500 000 ლარამდე დაზოგავს, რაც კვლავ საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოხმარდება. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 2,6 მილიონი ლარია, ბანკის თანამონაწილეობა კი 2,1 მილიონ ლარს შეადგენს.
"მოხარული ვართ, რომ ჩვენს საიმედო პარტნიორთან, საქართველოს ბანკთან ერთად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. ენერგოკრედიტის გამოყენებით ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, თავად გამოვიმუშაოთ ელექტროენერგია, რაც გაზრდილი ტარიფის ფონზე იქნება მნიშვნელოვანი შეღავათი და ფინანსური რესურსი, რომ დაზოგილი თანხა კვლავ კომპანიის განვითარებას მოვახმაროთ. თუმცა, ჩვენ ამით არ ვჩერდებით და წარმოების კიდევ უფრო გაზრდის მიზნით საწარმოს გადაიარაღებასაც ვგეგმავთ.
2021 წელს ჩვენ უკვე გავაფართოვეთ პროდუქციის ასორტიმენტი და 2022 წელს გადაიარაღების შემდგომ შევძლებთ კიდევ უფრო გავზარდოთ ხარისხი. ასევე, ვაპირებთ აღვადგინოთ და დავიწყოთ ქართული აგურის ძველი ქართული ტრადიციით დამზადება და მომხმარებელს აგურების ფერთა მრავალფეროვნება შევთავაზოთ. აგურების გამოყენება მოხდება ინტერიერში, ექსტერიერში და ყველა სარესტავრაციო სამუშაოში. მადლობა საქართველოს ბანკს გვერდში დგომისთვის", — აცხადებს კომპანიის დირექტორი, დავით კაკაბაძე.
"კომპანია მეტეხი კერამიკასთან ერთად კიდევ ერთ წარმატებულ პროექტს ვგეგმავთ, რაც მას მისცემს შესაძლებლობას, ერთდროულად იზრუნოს გარემოსა და კომპანიის სამომავლო განვითარებაზე. უკვე არსებული პარტნიორობის ფარგლებში ბანკმა 3 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიცია გამოყო, რაც ახალი დანადგარების შეძენას და საწარმოს გადაიარაღებას მოხმარდა. შედეგად კომპანიამ წარმადობა 41%-ით გაზარდა. გადაიარაღების შედეგად გაფართოვდა წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტიც. საწარმომ გამოუშვა 25 სახეობის პროდუქცია, რომლის ხარისხიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან. ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ კომპანიას და მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარდაჭერა გავუწიოთ მას", — განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის ხელმძღვანელმა, გიორგი წეროძემ.
ინფორმაციისთვის, 1986 წელს დაფუძნებული კომპანია 2022 წელს 15 მლნ აგურის გამოშვებას აპირებს. წარმოებული პროდუქცია როგორც ინდივიდუალური ბინების, ასევე მრავალსართულიანი კორპუსების, დეკორატიული ღობეების, ბუხრების თუ მარნების მოსაპირკეთებლად გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ მეტეხი კერამიკა დღესდღეობით ერთადერთი, ეკოლოგიურად სუფთა აგურის მწარმოებელია ქვეყნის მასშტაბით. მის პროდუქციას მაღალი სიმტკიცე, თბოიზოლაცია და გეომეტრიული ზომების სიზუსტე გამოარჩევს. პროდუქციის ყინვაგამძლეობიდან გამომდინარე, საწარმოში დამზადებული პროდუქცია შესაძლებელია გამოყენებული იქნას სხვადასხვა ინტერიერის თუ ექსტერიერის ფასადებში. არქიტექტურული თვალსაზრისით კი ყველაზე კარგ მოსაპირკეთებელ საშუალებად შეიძლება ჩაითვალოს. კომპანიის საქმიანობაში ამ ეტაპზე 300 ადამიანია ჩართული.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები