GITA-ს 650 000 ლარის საგრანტო პროგრამაში სტარტაპმა Payze-იმ გაიმარჯვა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 650 000 ლარის საგრანტო პროგრამაში სტარტაპმა Payze-იმ გაიმარჯვა. საგრანტო ხელშეკრულება ტექნოპარკში გაფორმდა.
Payze უნივერსალური საგადასახდო სერვისების პროვაიდერი კომპანიაა, რომელიც ელექტრონულ კომერციაში ჩართულ ნებისმიერი ტიპის პლატფორმას ონლაინ გადახდების წარმოებაში ეხმარება. კომპანიამ დღემდე საკმაოდ გრძელი გზა განვლო, მოახერხა რა რამდენიმე მნიშვნელოვან კონკურსში გამარჯვება და აქსელერაციის პროგრამებში მონაწილეობა.
Payze 500 Startups-ის პროგრამის გამარჯვებული და პირველი სტარტაპია რეგიონიდან (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი), რომელიც შეირჩა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული Ycombinator-ის (YC) აქსელერაციის პროგრამის მიერ.
სტარტაპმა ოპერირება 2021 წლის იანვარში დაიწყო და 9 თვეში 250 000 ონლაინ გადახდა გაატარა. ის საქართველოს ელექტრონული კომერციის გადახდების ბაზრის 5%-ს მოიცავს და სწრაფი ტემპით იზრდება.
რაც შეეხება კონკრეტულ ხელშეკრულებას. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 650 000-ლარიანი საგრანტო პროგრამა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის 22 მაისს დაიწყო. პროგრამის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი — ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან.
შემდეგი პოდკასტი: როგორ გავიმარტივოთ ონლაინ გადახდები — Payze
კომენტარები