ელაიჯა ვუდის თქმით, ბეჭდების მბრძანებლის ორკი ჰარვი ვაინშტაინის მიხედვით შექმნეს
ფოტო: New Line Cinema
ბეჭდების მბრძანებლის ვარსკვლავი ელაიჯა ვუდი ცოტა ხნის წინ მსახიობ დექს შეპარდის პოდკასტში სტუმრად იყო მიწვეული. საუბრისას ელაიჯამ აღნიშნა, რომ ტრილოგიისთვის ერთ-ერთი ორკის კოსტიუმი ჰარვი ვაინშტაინის მიხედვით შექმნეს.
ვუდმა პოდკასტში აღნიშნა, რომ ტრილოგიის რეჟისორი პიტერ ჯექსონი ბეჭდების მბრძანებლის გადასაღებად გეგმებს წლების განმავლობაში აწყობდა. ტოლკინის წიგნებზე საავტორო უფლებები ჰარვი ვაინშტაინის სტუდია Miramax-ს ეკუთვნოდა. ჯექსონსა და ვაინშტაინს შორის მალე უთანხმოება მოხდა: ვაინშტაინი ჯექსონისგან მოითხოვდა, რომ ტოლკინის 3 წიგნისგან 1 ფილმი შეექმნა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მის ჩანაცვლებას კვენტინ ტარანტინოთი გეგმავდა.
ჯექსონმა საბოლოოდ დაარწმუნა ვაინშტაინი, რომ ფილმის გადასაღებად დამატებით სხვა კომპანიაც მოეძებნათ, რისთვისაც ვაინშტაინმა რეჟისორს ძალიან ცოტა დრო — 1 კვირა მისცა. საბოლოოდ ჯექსონმა კომპანიამ New Line Cinema-სთან შეთანხმება და, ვაინშტაინის წინააღმდეგობის მიუხედავად, 3 ფილმის გადაღება შეძლო და მსოფლიო აღიარებაც მოიპოვა.
ილაიჯას თქმით, ამ დაპირისპირების შემდეგ ტრილოგიისთვის ერთ-ერთი ორკის ნიღაბი ჰარვი ვაინშტაინის სახის მიხედვით შეიქმნა.
ჰარვი ვაინშტაინი ჰოლივუდის გავლენიან პროდიუსერად მუშაობდა. მის წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2017 წლის ბოლო ის არაერთმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, რამაც #MeToo მოძრაობას საფუძველი ჩაუყარა. 90-ზე მეტმა ქალმა ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ შევიწროებაში, თავდასხმასა და გაუპატიურებაში დაადანაშაულა. საბოლოოდ, 2020 წლის მარტში ვაინშტაინს 23-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
ივლისში ვაინშტაინი ნიუ-იორკის ციხიდან ლოს-ანჯელესში გადაიყვანეს, რადგან სასამართლოს მის წინააღმდეგ წარდგენილი სექსუალური ძალადობის კიდევ რამდენიმე საქმეზე განაჩენი უნდა გამოეტანა. ამჯერად ვაინშტაინის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის 11 ბრალდება განიხილებოდა, რომლებიც ხუთ სხვადასხვა ქალს უკავშირდებოდა. მათ შორის იყო გაუპატიურების შემთხვევაც. ინციდენტები 2003-2013 წლების შუალედში ლოს-ანჯელესში მოხდა, ამიტომაც განიხილავდა აღნიშნულ შემთხვევებს ამ შტატის სასამართლო. 69 წლის ჰარვი ვაინშტაინი არცერთ ბრალდებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ სექსუალური სახის ყველა კავშირს ურთიერთშეთანხმებით ამყარებდა.
ვაინშტაინის წინააღმდეგ ბრალდებების განხილვა ამით არ დასრულებულა: კიდევ გრძელდება გამოძიება იმ 80-ზე მეტი ქალის მიერ გამოთქმული ბრალდებების ნაწილის შესახებ, რომლებიც მას წლების წინ, სხვადასხვა დროს ჩადენილ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები