იტალიელმა კონდიტერმა ჰობიტის ცხოვრების დასაწყებად მთელი დანაზოგი დახარჯა
ფოტო: Nicolas Gentile
სხვა დროს თუ არა, ალბათ ბოლო პერიოდში მაინც გიოცნებია, ცოტა ხნით გამქრალიყავი ამ სამყაროდან და შუახმელეთში, ნარნიაში ანდაც სულაც სხვა პლანეტაზე აღმოჩენილიყავი. თუმცა, თუკი ამ სამყაროებში მოგზაურობას ვერ ახერხებ, მისი შექმნა თავად შეგიძლია. როგორც ეს 37 წლის იტალიელმა კონდიტერმა, ნიკოლა ჯენტილემ, გააკეთა.
ჯენტილემ ტოლკინისეული ისტორიის ეკრანიზაციის მიხედვით ქალაქ ბუკიანიკოს მახლობლად მაზრის საკუთარი ვერსია შექმნა, ჰობიტის სოროთი და სხვა ყველა აუცილებელი ატრიბუტებით.
სწორედ ასე დაიწყო კონდიტერმა ჰობიტის ცხოვრება. იგი საკუთარ თავს მაზრის მმართველად მიიჩნევს და თავის გამომწერებს ინსტაგრამზე ყოველდღიურობას უზიარებს.
"ყოველთვის მიყვარდა ფენტეზის ჟანრის ლიტერატურა, ფილმები და ვიდეოთამაშები. თუმცა, ცხოვრების რაღაც ეტაპზე გავიაზრე, რომ სხვისი თავგადასავლებით ვცხოვრობდი და არა — ჩემით. მერე კი გადავწყვიტე, რომ თავადაც შემეძლო ჩემი საყვარელი ფილმებისა და წიგნების პერსონაჟებივით ცხოვრება".
ჯენტილე კონდიტერად მუშაობდა იტალიის რეგიონ აბრუცოში, როცა გაიაზრა, რომ თავის გარშემო გორები, ტყეები, მდინარეები და ძველი სოფლები ძალიან ჰგავდა მაზრას — მხოლოდ ჰობიტის სახლები თუ აკლდა. 2018 წელს მან მიწის ნაკვეთი შეიძინა და თავისი ოჯახისათვის გორაკში, ტყეების მახლობლად, სახლი "გამოთხარა". ჯენტილეს თქმით, ეს ყველაფერი თითქმის მთელი ცხოვრების დანაზოგი დაუჯდა.
კონდიტერის ყველაზე დიდი მიღწევა მაინც მთა ვეზუვის დალაშქვრაა. თუმცა, კვლავაც ტოლკინისეულ სტილში — რამდენიმე მეგობრისგან შემდგარმა ჯგუფმა 290-კილომეტრიანი მოგზაურობა გიმლის, ლეგოლასის, გენდალფისა და არაგორნის კოსტიუმებში გამოწყობილმა დაიწყო. მოგზაურობის მიზანი კი მხოლოდ ერთი იყო — ლეგენდარული "ერთი ბეჭდის" სცენის გაცოცხლება ვეზუვის ვულკანურ კრატერთან.
ამჟამად ჯენტილე ჰობიტების დასახლების გაფართოებაზე მუშაობს, რათა დიდი მიწისქვეშა სახლი და კიდევ ოთხი პატარა სახლი შექმნას სხვა ოჯახებისათვის. თუმცა, აღნიშნავს, რომ ადგილის ტურისტული მარშრუტის დანიშნულებად ქცევას არ აპირებს.
"ეს პროექტი მისგან სარგებლის მიღებას არ ისახავს მიზნად. მხოლოდ ის მინდა, ჩემნაირ ადამიანებს შევხვდე, ვისაც თვალებში მაგია უღვივის და ცხოვრებაში მარტივი რაღაცები მოსწონს. ვისაც მეგობრებთან ვახშმობა და ტყეებში ხეტიალი უყვარს".
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები