ევროპული საქართველო ტელეკომპანია იმედს საარჩევნო ვიდეოს გაშვებაზე უარის თქმის გამო უჩივის
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპული საქართველო ტელეკომპანია იმედს საარჩევნო ვიდეოს გაშვებაზე უარის თქმის გამო უჩივის. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ნონიაშვილმა განაცხადა, რომ მათი ვიდეო არ ეწინააღმდეგება არანაირ კანონს.
"ჩვენი ვიდეორგოლი არ ეწინააღმდეგება მაუწყებლის შესახებ კანონს და არც რაიმე კანონს, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების შესახებ ნორმებს, ის ფარგლებში ჯდება სრულიად. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ტელეკომპანია იმედს ვუჩივლოთ და საჩივარი შევიტანოთ ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში და ამასთან დაკავშირებით ვიდავოთ", — განაცხადა ნონიაშვილმა.
ამასთანავე, ევროპული საქართველო მზადაა ტელეკომპანიას შესთავაზოს განსხვავებული ტონისა და შინაარსის ვიდეო, რომელიც შექმნილი იქნება ქართული ოცნების რიტორიკის მიხედვით.
"რადგან პრობლემა აქვთ ასეთი ტიპის და ტონალობის კლიპთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ აქვთ ვალდებულება კლიპის შინაარსში შევიდნენ, ჩვენ ვთავაზობთ განსხვავებულ ტონს ვიდეორგოლისა, რომელიც ბევრად უფრო რბილი და ბევრად უფრო ფუმფულაა და მოიცავს მთლიანად ქართული ოცნების ძირითად მესიჯბოქსს, როგორ დუღს ეკონომიკა, როგორ ვართ მოწინავე ადგილზე კოვიდთან ბრძოლაში და ასე შემდეგ. გვაინტერესებს გაუშვებს თუ არა ტელეკომპანია იმედი ასეთ კლიპს, რომელიც ქართული ოცნების რიტორიკის მიხედვითაა შექმნილი", — ამბობს ნონიაშვილი.
ტელეკომპანია იმედმა 25 აგვისტოს გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ევროპული საქართველოს წინასაარჩევნო პოლიტიკურ რეკლამას ეთერში არ გაუშვებენ, ამის მიზეზად კი სიძულვილის ენა დაასახელეს. განცხადების მიხედვით, ევროპული საქართველო პირველი პარტიაა, რომელსაც იმედი ეთერს არ დაუთმობს.
გიგა ბოკერია იმედის გადაწყვეტილებას "კანონის უხეშ დარღვევას" უწოდებს და ამბობს, რომ კანონი ყველა ტელევიზიას პოლიტიკური რეკლამის ეთერში გაშვებას პოლიტიკური ცენზურის გარეშე ავალდებულებს.
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ტელეკომპანია იმედის მიერ ევროპული საქართველოს წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე უარის თქმას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ეს "ძალიან კარგია".
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები