iPhone 13-ს სატელიტური ქსელის მიმღები ექნება
Apple-ის ანალიტიკოსის, მინგ-ჩი კუოს თქმით, iPhone 13 სატელიტური ქსელის მიმღები ექნება, რაც სპეციალურად დამზადებული ქსელის ჩიპის დახმარებით მოხდება.
AppleInsider-ის მიერ მოპოვებულ ტექსტში, რომელიც ინვესტორების მიმართ იყო დაწერილი, მინგ-ჩი კუო ამბობს, რომ Apple iPhone 13-ში, სავარაუდოდ Qualcomm X60 ჩიპს გამოიყენებს, რომელსაც დაბალ ორბიტაზე მყოფ სატელიტებთან მუშაობა შეუძლია. თავისმხრივ, Qualcomm ამის მისაღწევად Globalstar-თან თანამშრომლობს.
"Apple-ს Globalstar-თან თანამშრომლობისათვის ბევრი გზის არჩევა შეუძლია. ყველაზე მარტივ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის ოპერატორი უკვე თანამშრომლობს Globalstar-თან, მაშინ ისინი პირდაპირ შეძლებენ გლობალსტარის სატელიტების საკომუნიკაციო სერვისის iPhone 13-ით გამოყენებას" — წერს მინგ-ჩი კუო.
თუ ეს ამბავი გამართლდება, iPhone 13 არ იქნება პირველი სმარტფონი, რომელიც სატელიტურ საკომუნიკაციო არხებს გამოიყენებს, თუმცა ის აუცილებლად გახდება პირველი მეინსტრიმ სმარტფონი ასეთი შესაძლებლობით. კუო ამბობს, რომ თუ იგივე ფუნქციის გამოყენება სხვა მწარმოებლებსაც მოუნდებათ, მათ მოცდა 2022 წლამდე, Qualcomm X65 ჩიპის გამოსვლამდე მოუწევთ, რადგან X60 კონკრეტულად ეფლისთვის იქმნება.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე
კომენტარები