FDA-მ Pfizer-ის კორონავირუსის ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა — რას ნიშნავს ეს
სულ ცოტა ხნის წინ, აშშ-მ სრულად დაამტკიცა Pfizer-ის COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინა. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც კორონავირუსის ვაქცინების მიმართ საზოგადოების ნდობას კიდევ უფრო გაზრდის.
Pfizer-ისა და მისი პარტნიორის BioNTech-ის მიერ დამზადებული ვაქცინა ახლა FDA-ის (სურსათისა და წამლების ადმინისტრაცია) მიერ სრულადაა დამტკიცებული. ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ კორონავირუსის ვაქცინა ნამდვილად უსაფრთხოა.
აღსანიშნავია, რომ 200 მილიონზე მეტი Pfizer-ის დოზა უკვე მიღებულია აშშ-ში და ასობით მილიონზე მეტი მსოფლიოში. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც "გადაუდებელი გამოყენება" დაიწყო დეკემბერში. აქამდე Pfizer-ს, სხვა ვაქცინების მსგავსად, გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენების ნებართვა ჰქონდა.
მნიშვნელოვანია, რომ FDA-მ, ევროპასა და მსოფლიოს მარეგულირებლების მსგავსად, თავდაპირველად დაუშვა Pfizer-ის ვაქცინის "გადაუდებელი გამოყენება" კვლევის საფუძველზე, რომელმაც 44 000 ვაქცინირებული ადამიანი ორი თვის განმავლობაში შეისწავლა — ეს ის პერიოდია, როდესაც ჩვეულებრივ ვლინდება სერიოზული გვერდითი მოვლენები. თავის მხრივ, ეს ნიშნავს, რომ "გადაუდებელი გამოყენების" ნებართვაც ვაქცინების სანდოობაზე და უსაფრთხოებაზე მეტყველებს.
თუმცა, ის უფრო მოკლეა ვიდრე ექვსთვიანი უსაფრთხოების მონაცემები, რომლებიც ჩვეულებრივ საჭიროა სრული დამტკიცებისთვის. შესაბამისად, FDA-მ ასევე შეისწავლა უსაფრთხოების რეალური მტკიცებულებები, როდესაც გადაწყვიტა სრულად ლიცენზირებულიყო ვაქცინა 16 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის.
ამით შეერთებული შტატები ხდება პირველი ქვეყანა, რომელმაც სრულად დაამტკიცა კვაქცინა. ექსპერტების თქმით, ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ვაქცინისადმი ნდობის ამაღლებას, რადგანაც ვაქცინაცია რჩება საუკეთესო იარაღად, რომელითაც უნდა დავიცვათ სიცოცხლე.
"საზოგადოებას შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ეს ვაქცინა აკმაყოფილებს უსაფრთხოების, ეფექტურობისა და წარმოების ხარისხის მაღალ სტანდარტებს. დღევანდელი გადაწყვეტილება მორიგი დასტურია იმის, რომ ვაქცინები ნამდვილად უსაფრთხოა“, — თქვა FDA-ს კომისარმა ჯანეტ ვუდკოკმა.
"პროცესები გაცილებით ადვილი ხდება, როდესაც სრული ნებართვა გაქვთ. ეს ბევრს კიდევ უფრო წაახალისებს“, — აღნიშნა დოქტორმა კარლოს დენ რიომ, ომორის უნივერსიტეტიდან.
რაც შეეხება ეფექტიანობას, Pfizer-ის კვლევის ექვს თვიანმა პროცესმა აჩვენა, რომ ვაქცინა 97%-ით იცავს ვირუსის მძიმე ფორმების გამოვლენისგან. ეს კონკრეტული მონაცემები დელტა შტამის გამოჩენამდე იყო, თუმცა, ბოლო კვლევები კვლავ ადასტურებს, რომ ვაქცინა ამ ახალი "მუტანტისგანაც" თავისუფლად გვიცავს.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები