ზაზა თევზაძე

22 Aug. 2021, 17:01

მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ დღევანდელ, პანდემიის გამძვინვარების სიტუაციაში აცრას, ვაქცინაციას ალტერნატივა არ გააჩნია. ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც თითოეულმა ადამიანმა დღეს თითოეულმა ადამიანმა უნდა მიიღოს თავის, თავისი მოყვასისა და ქვეყნის სასარგებლოდ, ეს არის დროული ვაქცინაცია. ეს გადასინჯვას არ ექვემდებარება. ამდენად, სასულიერო პირი იქნება, რელიგიური მოღვაწე თუ საზოგადოების სხვა წევრი, ღრმად და შინაარსობრივად უნდა გაიაზროს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ვაქცინაციას და იმუნიზაციის პროცესს.

ეს არის ძალიან სერიოზული დაავადება [კორონავირუსი]. პანდემია, რომელმაც მსოფლიო მასშტაბები შეიძინა და რატომღაც, გამომდინარე იქედან, რომ აპოკალიპტურ ხედვებს დაუკავშირეს რელიგიურად განწყობილმა ადამიანებმა, გარკვეულ მასშტაბებს, არნახულ მასშტაბებს მიაღწია ირაციონალურმა შიშებმა და დაიწყო მიზანმიმართული — შეგნებული თუ შეუგნებელი, ნებით თუ უნებლიეთ — დემონიზაცია აი ამ მნიშვნელოვანი პროცესის. თითქოს ყველაფერ ამის უკან იდგეს რაღაც ზოგადი შეთქმულება ღმერთისა და კაცობრიობის წინაშე, რაც სიმართლეს ოდნავ არ ეხმიანება. ეს არის, ფაქტობრივად, ისეთი მითი, რომელიც რელიგიურად განსწავლულ და ჩახედულ ადამიანებში ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  2. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  3. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
  4. გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
  5. ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) კიდევ ერთხელ ეხმიანება სებ-ის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის მიერ სამეწარმეო…