5 სიტუაცია, რომლის დროსაც დანებება მენტალური სიძლიერის ნიშანია
ფოტო: Alison Czinkota / Verywell
ძალიან ხშირად გვესმის ფრაზები, რომელთა მიხედვითაც, სუსტი ადამიანები ნებდებიან, ძლიერები კი მიზნის მისაღწევად ბოლომდე იბრძვიან. ამის გამო, საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ დანებება ნებისმიერ სიტუაციაში მიუღებელია, როცა, სინამდვილეში, კონკრეტულ შემთხვევებში დანებება უფრო მეტ ძალასა და სიმამაცეს შეიძლება მოითხოვდეს, ვიდრე გზის გაგრძელება.
გთავაზობთ 5 სიტუაციას, რომლის დროსაც დანებება არა სისუსტის, არამედ მენტალური სიძლიერის ნიშანია:
1. შედეგის მისაღწევად კონკრეტულ რისკზე წასვლა არ გიღირს
თუ მარათონში მონაწილეობის მიღებას გეგმავ, თუმცა იგებ, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო სირბილი და ინტენსიური ვარჯიში გეკრძალება, სავარაუდოდ, გადაწყვეტ, რომ შენი ჯანმრთელობა შედეგზე მნიშვნელოვანია და მარათონში მონაწილეობაზეც უარს იტყვი. ეს სისუსტის ნიშანი კი არა — გონივრული გადაწყვეტილებაა.
ცხოვრებაში ნებისმიერ გადაწყვეტილებას თან ახლავს რისკი, თუმცა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაანალიზო, ღირს თუ არა შედეგი ამად. თუ აღმოაჩენ, რომ მიზნის მისაღწევად სულიერი სიმშვიდის, ოჯახისა და მეგობრების, ურთიერთობებისა თუ ჯანმრთელობის უგულებელყოფა მოგიწევს, შეიძლება მიზნისთვის ბრძოლას დანებება სჯობდეს.
2. კონკრეტული შედეგის მისაღწევად ძალისხმევის დახარჯვა არ გიღირს
სრულიად ბუნებრივია გინდოდეს, რომ მიღწეული წარმატება გაწეული ძალისხმევის პროპორციული იყოს. ხანდახან შედეგი იმდენად მომხიბვლელი სულაც არაა, რომ მის მისაღწევად დროისა და ენერგიის დახარჯვა ღირდეს. შეიძლება ისიც აღმოაჩინო, რომ თუ სხვა გზას დაადგები ან მიზანს შეიცვლი, უფრო ბედნიერი იქნები. ასეთ დროს თავდაპირველ გეგმაზე უარის თქმა არა სისუსტე, არამედ ლოგიკური და გონივრული გადაწყვეტილებაა.
3. მიზნები შეგეცვალა
ყოველი დღე ახალი გამოწვევებით, ურთიერთობებითა და სიტუაციებითაა სავსე, რომლებიც ჩვენს პიროვნებასა და პრიორიტეტებზე ახდენს გავლენას. პრიორიტეტების ცვლილება ჩვენს გეგმებსაც ცვლის, რაც ბუნებრივი და ხშირად პიროვნული ზრდისთვის აუცილებელიც კია. შეიძლება, დღეს შენი მთავარი მიზანი სამსახურში დაწინაურებაა, ერთ წელიწადში კი საკუთარი ბიზნესის დაწყება გინდოდეს. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გადაწყვიტო, რა არის შენთვის უკეთესი და არჩეული გზიდან გადახვევის გამო სინდისის ქენჯნამ არ უნდა შეგაწუხოს.
4. არჩეული გზა შენს ღირებულებებს ეწინააღმდეგება
შესაძლოა, ახალი მანქანისთვის ფულის შეგროვება მშვენიერი აზრი იყოს, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად ერთდროულად სამ სამსახურში მუშაობა და ოჯახისა თუ მეგობრების უგულებელყოფა შენს ღირებულებებს ეწინააღმდეგებოდეს. იმის დასამტკიცებლად, რომ მიზნის მიღწევა შეგიძლია, შენს ფასუელობებზე უარის თქმა საჭირო არაა. მიზნის მიღწევაზე უარის თქმა იმის გამო, რომ არჩეული გზა შენს ღირებულებებს ეწინააღმდეგება რთული, მაგრამ ხშირად სწორი გადაწყვეტილებაა.
5. უამრავი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ თვლი, რომ მიზნის მისაღწევად ბრძოლა არ ღირს
წარმატებისკენ მიმავალი გზა სირთულეებითა და მარცხითაა სავსე. რა თქმა უნდა, პირველივე შეცდომის შემდეგ ხელის ჩაქნევა კარგი გადაწყვეტილება შეიძლება საერთოდ არ იყოს, თუმცა არც მუდმივ წარუმატებლობასთან შეგუებაა ცალსახად გამართლებული. მაგალითად, თუ კონკრეტული პროექტი, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდი, ობიექტური მიზეზების გამო დაიხურა და ვერაფერს გააწყობ, მცდელობებს, რომლებიც აუცილებლად წარუმატებლობისთვისაა განწირული, ხშირად დანებება და ახალი მიზნების დასახვა სჯობს. მხოლოდ ის ფაქტი, რომ გარკვეული მიზნისთვის უამრავი დრო და ენერგია დახარჯე, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვალდებული ხარ, ეს გზა ბოლომდე მიიყვანო. უმჯობესია, კონკრეტულ შემთხვევაში პრიორიტეტები შეაფასო და თუ საჭიროა, წარუმატებლობისთვის განწირული გეგმები მიატოვო.
დანებება ყოველთვის არასწორი გადაწყვეტილება არაა. ხანდახან საკუთარი მდგომარეობის სწორად შეფასება, გეგმების ხელახლა გაანალიზება და ძველი გზების მიტოვება გაზრდისა და მენტალური სიძლიერის ნიშანია.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა


კომენტარები