მიყვარს და მხარს ვუჭერ — ტარანტინოს დედამისი გამოეხმაურა
ფოტო: AP
რამდენიმე დღის წინ გიამბეთ ერთ-ერთ პოდკასტში კვენტინ ტარანტინოს სტუმრობის შესახებ, სადაც თანამედროვეობის ამ ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა კინოხელოვანმა განაცხადა, რომ წლების წინ საკუთარ თავს პირობა მისცა, თუ წარმატებული გახდებოდა, დედამისისთვის "პენიც" კი არ მიეცა.
და, მისი თქმით, ბავშვობაში დედამისის მხრიდან გამოვლენილი სიმკაცრის გამო ეს პირობა შეასრულა კიდეც.
ამ განცხადებას ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებები და დიდი განხილვები მოჰყვა, რასაც თავად რეჟისორის დედა, კონიც გამოეხმაურა.
"მხარს ვუჭერ, ვამაყობ მისით და მიყვარს ჩემი ვაჟი, კვენტინი და მისი ოჯახი. უდიდესი სიხარული მომანიჭა მის ქორწილში ცეკვამ და ჩემი შვილიშვილის, ლეოს, დაბადების ამბავმა", — განაცხადა მან.
USA Today-ის ცნობით, ტარანტინოს დედამ ისიც აღნიშნა, რომ მისი შვილის განცხადებები "კონტექსტის გარეშე აიტაცეს" და მას არ სურს, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ "ვულგარულ მედია აჟიოტაჟში".
ახალგაზრდა ტარანტინო დედასთან ერთად.
პოდკასტში საუბრისას კვენტინ ტარანტინომ გაიხსენა, რომ როცა სკოლაში სცენარების წერას ცდილობდა, მას დედამისი მხარს არ უჭერდა, კიცხავდა და მის გატაცებას სარკასტულად უყურებდა:
"მან მისაყვედურა და თავისი პატარა ტირადისას მითხრა: 'და ეს შენი ვითომ "მწერლის კარიერა", რის მიღწევასაც ცდილობ, უნდა დასრულდეს'. თან ამას შესაბამისი ირონიული ჟესტიკულაციით მეუბნებოდა. იმას გულისხმობდა, რომ სკოლაში სხვა რამე არ უნდა მეკეთებინა, გარდა სასწავლო პროცესში ჩართულობისა".
ამის გამო მომავალმა რეჟისორმა პირობა დადო, რომ წარმატებას როცა მიაღწევდა, დედისთვის ფინანსური სარგებელი არ გაეზიარებინა:
"როცა მან ეს ყველაფერი ასე სარკასტულად მითხრა, გავიფიქრე: 'კარგი, ქალბატონო, როცა წარმატებული მწერალი გავხდები, ერთ პენსაც ვერ მიიღებ ჩემი წარმატებული კარიერიდან. არ გიყიდი სახლს. არ გაგიშვებ დასასვენებლად. არ გაჩუქებ კადილაკს, დედიკო. ვერაფერს მიიღებ, რადგან ეგ სიტყვები მითხარი".
-
სანამ საქართველოს მთავრობა წინ არ წავა ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ — რა განცხადებები გაკეთდა ლუქსემბურგში? სანამ საქართველოს მთავრობა წინ არ წავა ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ — რა განცხადებები გაკეთდა ლუქსემბურგში?
გადახედვა
-
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა
გადახედვა
-
ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა — აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა — აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები
-
მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დელიმიტაციის დაწყებისკენ მოუწოდებს მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დელიმიტაციის დაწყებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე? რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე?
გადახედვა
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ" ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ"
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
კომენტარები