იაპონელ ოლიმპიელს ოქროს მედალს შეუცვლიან, რადგან ქალაქის მერმა ის კბილით გასინჯა
ფოტო: CNN
ოლიმპიური მედლისთვის "კბილით გასინჯვის" ტრადიცია რომ ვაჭრების ჩვეულებას უკავშირდება, ეს ალბათ უკვე იცით. ადრე ასე სინჯავდნენ ნამდვილ ოქროს — მონეტაზე კბილის ანაბეჭდი არ უნდა დარჩენილიყო.
ეს განზრახვა ალბათ საერთოდ არ ჰქონია იაპონიის ქალაქ ნაგოიის მერს, ტაკაში კავამურას, როცა სოფტბოლის მოთამაშე მიუ გოტოს გამარჯვება სპორტსმენის ოქროს მედლის "ყბად მოგდებით" იზეიმა. მომენტი, როცა კავამურამ პრიზის კბილით გასინჯვა გადაწყვიტა, პირდაპირი ეთერით გადაიცა და საზოგადოების მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. მოქალაქეების თქმით, კოვიდინფიცირების შემთხვევების მატების დროს ასეთი საქციელი არაჰიგიენურია და უპატივცემულობაა.
ნაგოიის ქალაქის მერიის განცხადებით, მათ 8 ათასზე მეტი საჩივარი მიიღეს კავამურას საქციელთან დაკავშირებით. ზოგიერთი მათგანი თანამდებობიდან მის გადაყენებასაც კი ითხოვს.
თუმცა, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ორგანიზატორებმა რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ ისინი გოტოს მედალს შეცვლიან და ამის ხარჯებსაც თავად აანაზღაურებენ.
კავამურამ კი პრესკონფერენციაზე ბოდიში მოიხადა, ცვლილების საფასურის ანაზღაურების მზადყოფნაც გამოთქვა და განაცხადა, რომ გოტოს და იაპონიის სოფტბოლის ასოციაციას წერილობით მოუბოდიშა.
მერის საქციელი კი სხვა იაპონელი ოლიმპიელების ყურადღების ცენტრშიც მოექცა.
"ჩემს მედალს ძალიან ნაზად ვეპყრობი", — აღნიშნა ძიუდოისტმა ნაოჰისა ტაკატომ, — "გოტო, რომელსაც ბრაზი არც კი დასტყობია, დიდსულოვანი ადამიანია. მე ნაღდად ვიტირებდი".
უფრო კრიტიკულად შეაფასა მედლის კბილით გასინჯვა ვერცხლისმედალოსანმა მოფარიკავემ, იუკი ოტამ.
"არათუ სპორტსმენის პატივისცემა არ აქვს, ინფიცირების სიტუაციასაც კი არაფრად აგდებს. ჩვენც კი ძირს დავაწყვეთ მედლები დაჯილდოებისას, რათა ვირუსის გავრცელების რისკი არ ყოფილიყო".
ამბავს გამოეხმაურა იაპონიაში მანქანების უდიდესი მწარმოებელი კომპანია, Toyota Motor Corporation, რომელმაც კავამურას საქციელს "შეუფერებელი" უწოდა.
ოლიმპიური თამაშების შემდეგ ტოკიოში ეპიდსიტუაცია გაუარესდა. ოლიმპიადის დაწყების დღეს, 23 ივლისს, ინფიცირების შემთხვევები 1 128-ს შეადგენდა, 4 აგვისტოს კი მონაცემი 5 042-ს გაუტოლდა.
დედაქალაქში ამჟამად საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, თუმცა, ზოგიერთი ექსპერტი მთავრობას მოუწოდებს, ეს პირობა მთელ ქვეყანაზე გავრცელდეს.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
კომენტარები