ნახეთ ლაივი — საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ახალ მოდულს დაუმატებენ
დღეს ჩვენ ისეთი ფაქტის ნახვას შევძლებთ, რაც 10 წელზე მეტია აღარ მომხდარა. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს (ISS) ახალ მოდულს დაუყენებენ, ეს კი 2011 წლის შემდეგ არ მომხდარა. ახალ მოდულს Nauka ჰქვია, რაც რუსულად მეცნიერებას ნიშნავს. ის 21 ივლისს European Robotic Arm-თან ერთად გაუშვეს, ეს უკანასკნელი ჭკვიანი მოწყობილობაა, რომელსაც საერთაშორისო კოსმოსური სადგურის სხვადასხვა რუსულ მოდულებამდე გადაადგილება შეუძლია.
13 მეტრიანი და 23 ტონიანი მოდულის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მიმაგრების ლაივს NASA-ს YouTube არხის მეშვეობით ნახავთ, რომელსაც სტატიაშიც შეხვდებით. ლაივი ჩვენი დროით 16:30-ზე დაიწყება.
ნაუკა იქნება ახალი სამეცნიერო ცენტრი, ასევე ის შეასრულებს ახალი დერეფნის როლს ღია კოსმოსში გასასვლელად.
Nauka-ს ჩასვლამდე ISS-დან Pirs-ის სადგური და Progress ხომალდი უნდა მოხსნან.
Pirs 20 წლის განმავლობაში მუშაობდა და ის საერთაშორისო კოსმოსური სადგურის პირველი მოდული გახდება, რომელსაც ჩამოწერენ.
Progress როსკოსმოსის მიერ აგებული, ერთ-ერთი ყველაზე ძველი მოდული იყო, ის სადგურს წარმატებით მოაშორეს და მისი განადგურება დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლით მოხდა.
საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე კიდევ რამდენიმე მოდულის გაგზავნაა დაგეგმილი. Prichal -ის გაშვება 24 ნოემბერსაა გაწერილი. ასევე, სავარაუდოდ წელს გაუშვებენ ორ ახალ ძალოვან მოდულს, NEM 1-სა და NEM 2-ს.
საერთაშორისო კოსმოსური სადგური მინიმუმ 2024 წლის დეკემბრამდე იმუშავებს, ამის შემდეგ კი რამდენიმე ქვეყანა მისი მომავლის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს. რუსეთმა უკვე დააანონსა, რომ ისინი საკუთარ კოსმოსურ სადგურს აშენებენ და მას 2030 წლისთვის ორბიტაზე გაუშვებენ. ეს კი შეიძლება იმის მანიშნებელი იყოს, რომ 2025 წლისთვის რუსეთი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს დატოვებს. იგივე სურვილი აქვს ჩინეთსაც, მათ უკვე აქვთ საკუთარი კოსმოსური სადგური.
კომენტარები