ყველა თავად უნდა ირჩევდეს, რა ჩაიცვას — გერმანელი ტანმოვარჯიშეების პასუხი სპორტში სექსუალიზებას
გერმანიის ქალ ტანმოვარჯიშეთა ნაკრების წევრებმა უარი განაცხადეს ბიკინის ქვედატანის ფორმის კოსტიუმების ჩაცმაზე და ოლიმპიურ თამაშებზე ისეთი კოსტიუმებით გამოჩნდნენ, რომლებიც მათ სხეულს მთლიანად ფარავს. გუნდის წევრებს მსგავსი ფორმები ხუთშაბათს ვარჯიშის დროსაც ეცვათ. გერმანიის ტანვარჯიშის ფედერაცია ქალების გადაწყვეტილებას მხარს უჭერს და ამას სპორტში სექსუალიზების პრობლემის წინააღმდეგ ხმის ამაღლებად მიიჩნევს.
"მთავარია, რომელ ტანსაცმელში გრძნობ თავს კომფორტულად. ჩვენ გვინდა, ვანახოთ ქალებს, ადამიანებს, რომ ყველა თავად უნდა ირჩევდეს, რა ჩაიცვას', — აცხადებს ტანმოვარჯიშე ელიზაბეთ ზაიცი.
გერმანიის ქალ ტანმოვარჯიშეთა გუნდი ახალი კოსტიუმებით პირველად აპრილში, შვეიცარიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე წარსდგა. ელიზაბეთის თქმით, სხვა სპორტსმენებს მათი კოსტიუმები ძალიან მოეწონათ და იმედოვნებს, რომ უფრო მეტი ადამიანი გადაწყვეტს ის ტანსაცმელი ჩაიცვას, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობს.
"უმეტესობა ამ ამბავს პოზიტიურად შეხვდა, თუმცა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ახალი კოსტიუმების შექმნისთვის ცოტა დრო ჰქონდათ. იქნებ, მომავალში მოხერხდეს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ასეც იქნება", — ამბობს ელიზაბეთი.
ქალებმა ოლიმპიადაზე ახალი კოსტიუმების ჩაცმის გადაწყვეტილება ერთად მიიღეს და მათ მხარი მწვრთნელებმაც დაუჭირეს.
"გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა ქალებს გვქონდა. მწვრთნელებმაც დაგვიჭირეს მხარი. მათ გვითხრეს, რომ უნდათ ნებისმიერ სიტუაციაში თავი მაქსიმალურად თავდაჯერებულად და კომფორტულად ვიგრძნოთ", — ამბობს ტანმოვარჯიშე სარა ფოსი.
აღსანიშნავია, რომ ამგვარ კონკურსებზე აქამდე ქალები ფეხებს მხოლოდ რელიგიური მიზეზების გამო იფარავდნენ. ევროპის ჩემპიონატზე გერმანელი სპორტსმენების საქციელმა მოწონება დაიმსახურა სხვა ქვეყნების დელეგაციების მხრიდანაც. ნიდერლანდების ფედერაციის პრესსპიკერის თქმით, ჟიურის ხშირად დაუკლია მონაწილეებისთვის ქულები, როცა ისინი საკუთარი კოსტიუმის "გაკომფორტულებას" ცდილობდნენ.
როგორც ამას ბევრი სპორტსმენი ქალი აღნიშნავს, ტანვარჯიშში სექსუალიზებასთან ერთად ხშირია სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის შემთხვევებიც.
ამერიკელი ტანმოვარჯიშე, სიმონ ბაილსი, რომელიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი თავადაც გახდა სპორტული ექიმის მხრიდან, ამბობს, რომ წლევანდელ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის ერთ-ერთი მიზანი ამ პრობლემაზე ღიად საუბარი და სხვებისთვის ხმის მიწვდენაა.
ამავე თემაზე:
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
-
ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
გადახედვა
-
აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია
-
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
-
საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები
გადახედვა

კომენტარები