გინესის რეკორდი — იუთუბერმა მსოფლიოში ყველაზე კაშკაშა ფარანი შექმნა
კანადელმა იუთუბერმა ჯეიმს ჰობსონმა, იგივე "ჰექსმითი", მოხსნა თავისივე გინესის რეკორდი მსოფიოში ყველაზე დიდი ფარანის შექმნით, ვკითხულობთ მსოფლიოს გინესის რეკორდების განცხადებაში.
პირველადგილოსანმა, რომელმაც შექმნა პირველი კეცვადი ლაითსეიბერი, ასევე შექმნა "Nitebrite 300"-იც, გიგანტური ელექტრო ფარანი 300 LED ნათურით.
ჰობსონი და მისი გუნდი გინესის რეკორდების სიაში მას შემდეგ შევიდა, რაც მასიური ფარნის სიკაშკაშე 501 031 ლუმენის სიმძლავრით შეფასდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე ძლიერი ფარანი, რომლის შეძენაც შეგიძლიათ, არის Imalent MS 18, რომელიც შეიცავს 18 LED-ს და ანათებს 100 000 ლუმენის სიმძლავრით. ჩვენ ასევე ვნახეთ იუთუბერ სემ შეპარდის მიერ შექმნილი წყლის მაგრილებლის მქონე მეგა LED ფარანი, რომელიც 72 000 ლუმენის სიმძლავრით შეფასდა.
ფეხბურთის სტადიონის პროჟექტორების სინათლის სიმძლავრე ხშირად 100-დან 250 000 ლუმენს აღწევს, ეს ნიშნავს, რომ თუ Nitebrite 300-ს სტადიონის თავზე დავაყენებთ ფოკუსირებული სხივით, მისი სინათლე დამაბრმავებელი იქნება ფეხბურთელებისთვის.
Crookes რადიომეტრი — გამანადგურებელი სიკაშკაშე
ყველა უკონტროლო ნათების მოწყობილობა, რომელიც ჰექსმითის ჯგუფმა გამოუშვა ფოკუსირებული უნდა ყოფილიყო სხივში, რათა ისე გაენათებინა, როგორც ფარანს. ამისთვის, ჰობსონმა და მისმა გუნდა გამოიყენა ფრენელის საკითხავი გამადიდებელი შუშა, რათა ნათების ცენტრი მიემართათ კონკრეტული მიმართულებისკენ.
თავდაპირველად, მათ შექმნეს 50 დაფა რომელიც უზრუნველყოფილი იყო 6 LED-ით. თითოეული დაფა მექანიზირებული იყო ერთი ელემენტით
Nitebrite 300-ს აქვს 3 განსხვავებული რეჟიმი, რომლებიც გიგანტური ზომის ღილაკის მეშვეობით შეგიძლია გადართო: დაბალზე, მაღალზე და ტურბოზე.
ფარანი, პრაქტიკულად, ნაგვის ურნისგანაა დამზადებული, რომელიც გადაღებეს შავი საღებავით, კლასიკური იერისთვის.
ნათების სიკაშკაშის გასაზომად ჰექსმიტის ჯგუფმა გამოიყენა Crookes რადიომეტრი ვინტილატორით, ჰერმეტული მინის ბუშტის შიგნით, რომელიც ინტენსიური, ძლიერი სინათლის სხივების ზემქმედებისას უფრო ჩქარა მოძრაობს.
Nitebrite 300-დან იმდენად მძლავრი და ინტენსიური სინათლე მოდიოდა, Crookes რადიომეტრი გასკდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები