ნარკოტიკებით ზედოზირების ბრალდებას ავტოკრატიული მთავრობები იყენებენ — აშშ-ის ყოფილი ელჩები
TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ამერიკის ყოფილი ელჩები საქართველოში, კენეტ იალოვიცი და უილიამ კორტნი აცხადებენ, რომ ნარკოტიკებით ზედოზირების ბრალდებას ავტოკრატიული მთავრობები იყენებენ. დიპლომატები თბილისში 5-6 ივლისს მიმდინარე მოვლენებზე ამერიკის ხმასთან საუბრობენ.
იალოვიცი და კორტნი თვლიან, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, მთავრობის პასუხი არ იყო რეალობასთან შესაბამისი. უილიამ კორტნი, რომელიც ახლა "რანდის კორპორაციის" მკვლევარია, ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ნარკოტიკების ზედოზირების დასახელება ყალბ ბრალდებას უფრო ჰგავს. ამერიკელი დიპლომატისთვის, რომელიც წლების განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობდა, თბილისში მიმდინარე მოვლენები მოსკოვში განვითარებულ პროცესებს აგონებს. ის შიშობს, რომ საქართველოს მთავრობა ავტოკრატიული მთავრობების მსგავსად იქცევა.
"ავტოკრატიულ საზოგადოებებში, ხშირად იყენებენ ხოლმე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ყალბ ბრალდებას მათთან ოპოზიციაში მყოფი ადამიანების წინააღმდეგ. ერთი მაგალითი მოსკოვიდან მახსენდება, სადაც გამომძიებელ ჟურნალისტს, ივან გოლუნოვს ნარკოტიკების მოხმარების ბრალი წაუყენეს. მაშინ რამდენიმე გაზეთმა ჟურნალისტი დაიცვა და ის გაათავისუფლეს. ეს არ არის ქმედება, რომელსაც ჩვენ საქართველოსგან ველოდებით. დასავლეთი საქართველოს უყურებს, როგორც მზარდ დემოკრატიას, ასეთი საქციელი კი ავტოკრატიულ მთავრობებს ახასიათებთ", — ამბობს კორტნი.
ზედოზირების გარდაცვალების მიზეზად დასახელება, არასერიოზულად მიაჩნია კენეტ იალოვიცსაც. ყოფილი ელჩისთვის ნათელია, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება 5 ივლისს, მის სასტიკად ცემასთანაა დაკავშირებული და არ უკვირს, რომ ადამიანს, ვისაც თავის მძიმე დაზიანება ჰქონდა მიღებული, შესაძლოა, სასიკვდილო ტრავმა ექიმთან ვიზიტის შემდეგ გაუჩნდა და შემოწმების მომენტში ის სულაც არ იყო შესამჩნევი.
"მე ექიმი არ ვარ, მაგრამ როდესაც ამ ბატონის ფოტოები ვნახე, ნათელი იყო, რომ ის ძალიან მძიმედ იყო ნაცემი. როდესაც ვინმე ისეა ნაცემი თავში, როგორც ეს ბატონი იყო, ყოველთვის არის შანსი, რომ ტვინში გაჩნდეს სისხლდენა, ან რაიმე ტიპის ტვინის დაზიანება, რომელიც გასინჯვის დროს არ გამოჩნდა. როდესაც წამლის ზედოზირებაზე ვსაუბრობთ, თეორიულად შეიძლება ვთქვათ, რომ ეს შესაძლებელია, მაგრამ რა წამლების? ის საავადმყოფოში იყო, ექიმების გარდა სხვა ვინ მისცემდა მას წამალს?"
ყოფილი ელჩები ამბობენ, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება, 53 ჟურნალისტზე თავდასხმა და ის ქმედებები, რაც ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს მთავრობისგან ვიხილეთ, საქართველოს იმიჯს ძალიან აზიანებს.
იალოვიცის თქმით დემოკრატიული მონაპოვარი, რომელიც საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში ჰქონდა, ნელ-ნელა ქრება და ამის მიზეზი არა მხოლოდ 5-6 ივლისის მოვლენები, არამედ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისია.
"ეს არ არის მხოლოდ ერთი ნაბიჯი, ეს არის მთელი სერია მოვლენებისა, სადაც დემოკრატია ნელ-ნელა სუსტდება, ნაწილ-ნაწილ. ძალიან შეშფოთებული ვარ იმით, რომ ყველა ის წარმატება, რომელსაც ვხედავდით ბოლო დროს საქართველოში, ასევე მცირდება ნელ-ნელა", — ამბობს იალოვიცი.
მომხდარზე გარკვეულწილ პასუხისმგებლობას უილიამ კორტნი საქართველოს ეკლესიასაც აკისრებს: "დასავლეთში, რა თქმა უნდა, ძალიან გაწბილებული იყვნენ იმით, რომ ისე ჩანდა, თითქოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ასევე, არატოლერანტული იყო ლგბტქ მშვიდობიანი აქტივობებისა".
5 ივლისის მოვლენების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ საქართველოს მოსახლეობის 95% წინააღმდეგია ლგბტქ პრაიდისა, ამიტომ მან ორგანიზატორებს სხვა ადგილი შესთავაზა და სთხოვა, თბილისის ცენტრალურ მოედანზე არ შეკრებილიყვნენ.
უფლებამდამცველები ამბობენ, რომ პრემიერის განცხადება ჰომოფობიური იყო და ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლების, შეკრებისა და გამოხატვის უფლებას არღვევს. იგივეს ფიქრობენ ამერიკელი დიპლომატებიც. კენეტ იალოვიცი ამბობს, რომ ესმის, საქართველო მეტწილად კონსერვატიული, მართლმადიდებლური ქვეყანაა, სადაც ლგბტქ თემების წამოწევა ბევრს არ მოსწონს, ან არ ესმის, "თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ იმათ, ვინც ამ [ლგბტქ] უფლებებისთვის იბრძვიან თავს უნდა დაესხან, ცემონ, ან მოკლან".
ამერიკელი დიპლომატები შიშობენ, რომ საქართველოს პრო-დასვალური გზა ისეთი ნათელი აღარ არის, როგორც ადრე და დროა საქართველოს მთავრობამ ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე საუბრის ნაცვლად, საქართველოს პარტნიორებს თავისი მკაფიო არჩევანი ქმედებებით აჩვენოს.
"ეს ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს საქართველოს მისწრაფებაზე დასავლეთისა და NATO-სკენ. ნათელია, რომ ახლანდელი მთავრობა არალიბერალურ ამბიციებს ავლენს ზოგიერთ მნიშვნელოვან საკითხზე. ჩანს, რომ [საქართველოს მთავრობა] გარკვეულწილად, შორდება დასავლურ ორიენტაციას, თუმცა, რამდენადაა ის დაშორებული ამ გზას ჯერ უცნობია", — ამბობს უილიამ კორტნი.
TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 13 ივლისს დაკრძალეს. 5 ივლისს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სასტიკად ნაცემი ოპერატორი ოპერაციიდან 5 დღის შემდეგ გარდაიცვალა, მას 20-მდე ადამიანი გაუსწორდა. 13 ივლისსვე, ლექსოზე ძალადობაში ერთ-ერთი ბრალდებულს, დავით კუტალაძეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობა მიესაჯა.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები