ხელისუფლება მიზანმიმართულად აგრძელებს წინა ხელისუფლების ჰომოფობიურ პოლიტიკას — ლგბტქი ორგანიზაციები
ფოტო: Paul Brown
ქვიარ თემის წევრები და ლგბტქი სათემო ორგანიზაციები პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად აგრძელებს წინა ხელისუფლების ჰომოფობიურ პოლიტიკას, მცდარ ინტერპრეტაციებს აძლევს ქვიარ ადამიანების საჭიროებებსა და წუხილებს და "ნერგავს სიძულვილს, რათა ჩაახშოს სოციალური წინააღმდეგობები". მათი თქმით, ღარიბაშვილის განცხადება ემსახურება მათ პარტიულ მონიშვნას, ინსტრუმენტალიზაციას და გამოყენებას ძალაუფლების შესანარჩუნებლად.
"მცდარია მისი სპეკულაციური მტკიცება, რომ ქვიარ თემი არის კულტურულად და პოლიტიკურად ერთგვაროვანი ჯგუფი, რომლის უკან დგას ოპოზიციური პარტიები. ქვიარ ადამიანები ვართ საზოგადოების წევრები, სხვადახვა პოლიტიკური შეხედულების მქონენი, და ვინმეს პოლიტიკური არჩევანი არავის აძლევს ძალადობის ლეგიტიმაციის უფლებას", — აცხადებენ ორგანიზაციები.
მათივე თქმით, ღარიბაშვილმა 5 ივლისს მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აირიდა. ორგანიზაციები მიუთითებენ იმასაც, რომ პრემიერმინისტრის მხრიდან უმრავლესობის ნებაზე აპელირება ტოტალიტარიზმის ლეგიტიმაციაა.
"[ეს] არამხოლოდ საფრთხეს გვიქმნის ქვიარ ადამიანებს, რომლებიც უკვე გავხდით მოძალადე ჯგუფების დევნის ობიექტი, არამედ, წარმოადგენს უმცირესობათა ხმების ჩახშობისკენ აშკარა და პირდაპირ მოწოდებას, ხელს უწყობს სამოქალაქო დაპირისპირების გაღრმავებას, პირდაპირ ახდენს ძალადობის ლეგიტიმაციას, არის საშიში ამ ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის და ძირგამომთხრელი კონსტიტუციური და დემოკრატიული წესრიგისა და სამოქალაქო მშვიდობისათვის", — აღნიშნულია განცხადებაში.
სათემო ორგანიზაციები ამბობენ, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მათი საქმიანობის მსგავს ინტერპრეტაციას. მათივე თქმით, ქვიარ თემით მანიპულაციას წლების განმავლობაში ებრძვიან.
"კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ დღეს ყველა პოლიტიკური ძალა, ისევე როგორც საქართველოს საპატრიარქო, სწორედ ამ სპეკულაციაზე დაყრდნობით ცდილობს განიმტკიცოს ძალაუფლება, შეინარჩუნოს საზოგადოების პოლარიზების დღის წესრიგი და წაგვართვას აგენტობა სოციალურ პროცესში".
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ 5 ივლისს და შემდგომ დღეებში განხორციელებული ძალადობათა ციკლი ჟურნალისტებისა და ქვიარ ადამიანების მიმართ, იყო დაშვებული და ხელშეწყობილი საქართველოს მთავრობის მიერ.
"ამ სასტიკი ძალადობის არ აღკვეთა და სამოქალაქო დაპირისპირების ხელშეწყობა პირდაპირ წარმოადგენს მთავრობის პასუხისმგებლობას", — აცხადებენ ორგანიზაციები.
განცხადებას ხელს აწერებ:
- თანასწორობის მოძრაობა;
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი;
- იდენტობა იუს;
- თემიდა.
12 ივლისს, მთავრობის სხდომაზე, ირაკლი ღარიბაშვილმა ღირსების მარშისა და თბილისი პრაიდის შესახებ მორიგი განცხადება გააკეთა. მან პრაიდი კვლავ მიხეილ სააკაშვილს დაუკავშირა. პრემიერმინისტრმა თქვა ისიც, რომ ღირსების მარშის რუსთაველის "პროსპექტზე" ჩატარებაა პრობლემა, თორემ სხვა ადგილებში პოლიცია მშვიდობიან ადამიანებს დაიცავდა.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილი იტყუება, როცა ღირსების მარშს აღლუმს უწოდებს და ცდილობს მის დისკრედიტაციას, იმეორებს რა ძალადობრივი ჯგუფების მესიჯს, რომ აღლუმი მხოლოდ ჯარისაა. პრემიერმინისტრი აქვე ხაზს უსვამს, რომ "ე.წ. აღლუმის" წინააღმდეგი იყო. ლოგიკურია, რომ ქვეყნის პირველი პირისგან ეს განცხადება, ძალადობის წახალისებად აღიქმებოდეს. წინა განცხადებას, რომელიც ასევე წახალისებად მიიჩნევა, მოჰყვა კიდეც ძალადობა ქალაქის მთავარ გამზირზე და არამარტო.
"ჯერ ერთი, აღლუმი რა სახელია. მე ვიცი ერთი აღლუმი, ეს არის ჯარის აღლუმი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება. სხვა ღონისძიებები, რომლებიც შესაძლოა ჩატარდეს განსხვავებული აზრის გამოსახატავად, ამისთვის არსებობს ნებისმიერი სხვა ლოკაცია, რომელიც პოლიციამ შესთავაზა ლგბტ თემს".
გარდა ამისა, მან გაიმეორა ჰომოფობიური ჯგუფების გზავნილი პროპაგანდის შესახებ. უცნობია, ღარიბაშვილმა არ იცის, რომ ადამიანი ჰომოსექსუალი "პროპაგანდით" ვერ გახდება თუ მიზანმიმართულად ავრცელებს ამ აზრს. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როცა არცოდნა "არცოდვა" ვერ იქნება.
"როდესაც 95% ჩვენი მოსახლეობის არის წინააღმდეგი დემონსტრაციულად პროპაგანდისტული, მარშისტული აღლუმის ჩატარების, ამას, მეგობრებო, ყველანი უნდა დავემორჩილოთ. ეს არის ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრი. ჩვენ, როგორც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, იძულებული ვართ, რომ ამას ანგარიში გავუწიოთ, ამას ყოველთვის გავუწევთ ანგარიშს. ისე აღარ იქნება, როცა უმცირესობა წყვეტდა ყოველთვის უმრავლესობის ბედს, როცა მათი ძალადობრივი ხელწერით ნებისმიერ გადაწყვეტილებას ღებულობდნენ საქართველოში".
გარდა ამისა, ღარიბაშვილმა შეგვახსენა, რომ თბილისი პრაიდის მიერ ღირსების მარშამდე დაგეგმილი ორი ღონისძიება შედგა, შეფერხება არ ყოფილა და პოლიციამ პრევენცია მოახდინა. მას არ დაუკონკრეტებია, რატომ არ მოახდინა პრევენცია პოლიციამ 5 ივლისს და უკავშირდება თუ არა ეს პრემიერმინისტრის ჰომოფობიურ აზრებს და იმას, რომ მარშის წინააღმდეგი იყო.
ამავდროულად, ღარიბაშვილი გვიმტკიცებს, რომ ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა გამოხატვის თავისუფლებისთვის. მან ისაუბრა კონსტიტუციაზე და ტრადიციულად, თავი იმართლა ანტიდისკრიმინაციული კანონით. მისი თქმით, "ჩვენს მოქალაქეებს არავითარი პრობლემა არ აქვთ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების მიმართ ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებაში".
ერთ წამში კი, ღარიბაშვილი ამბობს:
"მაგრამ როდესაც ხდება პროვოკაციული, პოლიტიკური მიზნით ამ ყველაფრის ორგანიზება, რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი და ამას ჩვენ შევეწინააღმდეგებით, ვინაიდან, ვიცით, თუ რა დგას ამ მიზნის უკან — პოლიტიკური მიზანი, სხვა არაფერი".
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები