დარწმუნებული ვარ, ღარიბაშვილმა პირადად გასცა ბრძანება გაეტაცებინათ გარდაცვლილი ბიჭი ოჯახიდან — წერეთელი
ფოტო: ანა მსხალაძე / On.ge
TV პირველის დირექტორი, ვატო წერეთელი ამბობს, რომ დარწმუნებულია, ლექსო ლაშქარავას ცხედრის გატაცების ბრძანება პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშილმა გასცა.
"დარწმუნებული ვარ, მან პირადად გასცა ბრძანება გაეტაცებინათ გარდაცვლილი ახალგაზრდა ბიჭი ოჯახიდან. დარწმუნებული ვარ, მან გასცა ეს ბრძანება და მან მოიფიქრა ეს სიგიჟე, რომ ახალგაზრდა გარდაცვლილი ბიჭი გაეტაცებინათ და მოეპარათ ოჯახიდან. დარწმუნებული ვარ ამაში, რომ მერე აეგორებინათ მის ტროლებს ის სიბინძურე, რისი აგორებაც უნდათ ახლა, მაგრამ მთელი მსოფლიო მედია ეხმაურება ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას, მთელი მსოფლიო მედია", — თქვა წერეთელმა.
მისივე თქმით, დღეს რუსთაველის გამზირზე უფრო მეტი ადამიანი შეიკრიბება და ეტყვიან ღრიბაშვილს, რომ წავიდეს, სადაც მისი ადგილია.
"გუშინ ჩვენ აქ შევიკრიბეთ რამდენიმე ათასი ადამიანი, თუმცა ემოციურ ფონზე ვიყავით ყველა, ზოგი მიცვალებულს ვეძებდით, ზოგი შოკიდან ვერ გამოვდიოდით. დღეს 18:00 საათზე უფრო მეტი ადამიანი შევიკრიბებით და ერთად ვეტყვით ირაკლი ღარიბაშვილს, რომ მის მინისტრებთან ერთად წავიდეს, სადაც მისი ადგილია", — ამბობს ტელეკომპანიის დირექტორი.
გუშინ 11 ივლისს მედიის წარმომადგენლებმა ერთობლივი აქცია გამართეს. მათ გააპროტესტეს ჟურნალისტებზე ძალადობა და 5 ივლისს ნაცემი TV პირველის ოპერატორის გარდაცვალების გამო მთავრობას პასუხისმგებლობის აღება მოსთხოვეს. აქციის მთავარი მოთხოვნები იყო პრემიერმინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა და დამნაშავეების დასჯა.
- არ გავაშუქებ არაფერს, ლექსოს სიკვდილის გარდა, ჩვენ მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე — გრიგოლია
- მიშველაძე: სამღვდელოებავ, ვინც მოუწოდებდით ძალადობისკენ, გაიკრიჭეთ წვერი და წადით!
- ვითხოვთ მყისიერ რეაგირებას — მედია დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს
აქცია რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართა, ქართული ოცნების ოფისთან, პარლამენტთან, კანცელარიასთან. აქტივისტებმა პერფორმანსის სახით წითელი საღებავი შეასხეს კანცელარიისა და საპატრიარქოს კედლებს. ორივე დაწესებულებაში მალევე სცადეს პროტესტის ნიშნად შესხმული საღებავის წაშლა. ყველგან მობილიზებული იყვნენ დიდი ოდენობით სამართალდამცავები.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნას იზიარებდა არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციაც, რომლებმაც განცხადებები გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ პრემიერი უნდა გადადგეს.
- პრემიერმა თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს — 19 არასამთავრობო
- კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის: პრემიერმინისტრმა და შს მინისტრმა დაუყოვნებლივ დატოვონ თანამდებობა
- ორგანიზებული, წახალისებული, მიზანმიმართული ძალადობის მსხვერპლი — ლომჯარია გარდაცვლილ ოპერატორზე
კონკრეტულად პრემიერის არა, თუმცა დამნაშავეების დასჯის აუცილებლობაზე ისაუბრა პრეზიდენტმაც. ის პირველი იყო სახელისუფლებო რგოლიდან, ვინც ოპერატორის გარდაცვალების ამბავს გამოეხმაურა.
აქციის მონაწილეებმა ულტიმატუმი წამოუყენეს ხელისუფლებას და მოთხოვნების შესასრულებლად ვადა დღემდე, 12 ივლისამდე მისცეს. ჯერ კიდევ გუშინ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ღარიბაშვილი გადადგომას არ აპირებდა, რაც დღეს პრემიერმაც დაადასტურა.
რაც შეეხება ოპერატორის გარდაცვალების საქმეს, დაწყებულია გამოძიება. გუშინ შსს-მ ორი საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა და ორივეთი მიანიშნა, რომ გარდაცვლილი შესაძლოა არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყო. ეს ვერსია აქტიურად ვითარდებოდა სოციალურ ქსელში პროსახელისუფლებო ტროლგვერდებზეც, რომლებიც მედიისა და გარდაცვლილის დისკრედიტაციას ეწეოდნენ.
პროტესტის მიზეზი გახდა ისიც, რომ ცხედარი ექსპერტიზაზე ოჯახის ნების საწინააღდეგოდ გადაიტანეს. როგორც დედა ამბობს, ცხედარს იყო გადაფარებული, თუმცა ხელიდან გამოგლიჯეს. პოლიციელებმა პარკში გახვეული ცხედარი სწრაფი ტემპით ჯერ ლიფტში შეიტანეს, ტექნიკური ხარვეზის გამო კი ცხედრით კიბეებზე ჩამოირბინეს. სუბარის ვარაუდით, ცხედარი ექსპერტიზაზე სწრაფად იმიტომ წაიღეს, რომ წინააღმდეგობა აერიდებინათ. საიას ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ბევრ კითხვას ბადებს, რა გააკეთეს ან არ გააკეთეს საგამოძიებო ორგანოებმა ექსპერტიზაზე ადვოკატის მისვლამდე.
ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს დედამ სახლში გარდაცვლილი იპოვა. იგი ერთ-ერთია იმ ათობით მედიის წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცემის შედეგად მას ჰქონდა სახის ძვლების მოტეხილობა თვალის გარშემო, ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები. იგი რამდენიმე დღე საავადმყოფოში იმყოფებოდა და 10 ივლისს სახლში გაეწერა.
ალექსანდრე ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები თავს მოძრაობა სირცხვილიას ოფისში შეჭრის მცდელობისას დაესხნენ. ლაშქარავა ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფებოდა, როცა On.ge-ს შემთხვევის დეტალები მოუყვა.
"უბრალოდ კიბეზე შეგვეფეთნენ, ჟურნალისტზე გაიწიეს ჯერ და შემდეგ ჩამქოლეს. არ ვიცი, 50 კაცი მირტყამდა, მთელი კიბის საფეხური, ზედა ნაწილი, ქვედა ნაწილი. რაღაც ნაწილი ავიდა ზევით, დავიწყე გაყოლა. რამდენიმე სართულზე იყვნენ ესენი, რამდენიმე სართულმა მცემა. ჩამაგდეს, ქვევით გადამაგდეს და ისე მცემეს, ტექნიკა დააქუცმაცეს, არ ვიცი, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ უნდოდათ მედია გამოეყვანათ მწყობრიდან [...]
ახლა მე მეძახიან ამოცნობაზე მოდიო, მაგრამ ორი დღე კიდევ აქ უნდა ვიყო, ვერ გავდივარ და იდენტიფიცირება წარმოუდგენელია მოვახდინო, იმიტომ, რომ 50-60 ადამიანი იყო", — ყვებოდა ლაშქარავა 6 ივლისს, თავდასხმიდან მეორე დღეს.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე დაკავებულები არ არიან ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები.
-
ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ის კვლევით, "ქართულ ოცნებას" 36% აქვს, ოპოზიციას ჯამში 2-ჯერ ნაკლები ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ის კვლევით, "ქართულ ოცნებას" 36% აქვს, ოპოზიციას ჯამში 2-ჯერ ნაკლები
გადახედვა
-
მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია
-
"ელჩი არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს ისტორიის მისებური ინტერპრეტაციით" — ირანის ელჩის განცხადებაზე "ელჩი არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს ისტორიის მისებური ინტერპრეტაციით" — ირანის ელჩის განცხადებაზე
გადახედვა
-
NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA
გადახედვა
-
შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა
გადახედვა
-
დავით ლომიძე საბავშვო ევროვიზიის ფინალში მე-15 ნომრად გამოვა — ნახეთ მონაწილეების რიგითობა დავით ლომიძე საბავშვო ევროვიზიის ფინალში მე-15 ნომრად გამოვა — ნახეთ მონაწილეების რიგითობა
გადახედვა
-
ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა
გადახედვა
-
ირანის ელჩი: ქეთევან დედოფლის ისტორია ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევის საფუძველი უნდა გახდეს ირანის ელჩი: ქეთევან დედოფლის ისტორია ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევის საფუძველი უნდა გახდეს
გადახედვა
-
"დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო
გადახედვა
-
რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს
გადახედვა
-
საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა
გადახედვა
-
ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა
გადახედვა
-
გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
კომენტარები