ქვეყნებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებს აღიარებენ, აშშ არ დაეხმარება — სამინისტრო
ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის აპროპრიაციის კომიტეტმა 2022 ფისკალური წლისთვის დაამტკიცა სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების (SFOPs) შესახებ კანონპროექტი.
უწყების ცნობით, 2022 ფისკალური წლის კანონპროექტი საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით, მნიშვნელოვან ჩანაწერს კვლავ შეიცავს.
"ისევე როგორც შენარჩუნებულია ჩვენი ქვეყნისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებების უმაღლესი ნიშნული. კანონპროექტის ვერსიის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა ვერ ისარგებლებს, თუ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ან მათთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა", — აცხადებს საგარეო უწყება.
მათივე თქმით, აგრეთვე, ხსენებული კანონით გამოყოფილი რაიმე დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად.
"სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების კანონპროექტი მოუწოდებს აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტს შესაბამისი ინსტრუქცია მისცეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აშშ-ს აღმასრულებელ დირექტორებს, რათა მათ მხარი არ დაუჭირონ ნებისმიერი იმ პროგრამის დაფინანსებას (სესხის, კრედიტისა და გარანტიის ჩათვლით), რომელიც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს", — ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ამას გარდა, კანონპროექტი ითვალისწინებს "რუსეთის ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდი"-დან 290 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოსთვის, სამართალდამცავი და უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობების განვითარებისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-სა და NATO-სთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით.
კანონპროექტის თანახმად, დაფინანსების ნაწილი უნდა მოხმარდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირებისა და სავაჭრო შეთანხმებების შესრულებას, ისევე როგორც საგარეო ეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის შემცირებას.
"2022 წლის კანონპროექტის თანახმად, საქართველოსთვის განკუთვნილი თანხა ჯამურად უნდა შეადგენდეს არანაკლებ 132 025 000 მლნ აშშ დოლარისა. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს თან ერთვის განმარტებითი ანგარიში, რომლის თანახმად კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით კომიტეტი მხარს უჭერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თხოვნას ფინანსურ დახმარებაზე, რათა რეგიონული ჩართულობა უზრუნველყოფილი იყოს", — ვკითხულობთ განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აგრეთვე, მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოში უსაფრთხოების პროგრამების დაფინანსების საკითხზე განმარტებით ანგარიშში აშშ-სთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან მოკავშირეებთან ერთად საქართველოც არის მოხსენიებული.
"კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ კომიტეტი მოკავშირეების და პარტნიორების უსაფრთხოების ერთგული რჩება და აგრძელებს ისეთი პროგრამების მხარდაჭერაზე ფოკუსირებას, რომლებიც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის გადამწყვეტია. შესაბამისად, კომიტეტი რეკომენდაციას უწევს განგრძობად მხარდაჭერას ისეთი მოკავშირეების მიმართ როგორებიც არიან: ისრაელი, იორდანია, მექსიკა, კოლუმბია და ინდოეთი, ისევე როგორც რუსეთის განახლებული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის ფრონტის წინა ხაზზე მყოფი, უკრაინა, საქართველო და ბალტიისპირელი მოკავშირეები", — ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, საგარეო უწყების თანახმად, კომიტეტი აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და აშშ-ის განვითარების სააგენტოს დახმარების პროგრამების პრიორიტეტების შესაბამისად გადალაგებას მოუწოდებს, იმისათვის, რომ დაფინანსებამ საქართველოში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების გზით გამჭვირვალობისა და კარგი მმართველობის წახალისება უზრუნველყოს.
"ასევე, აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მომდინარე საფრთხეები ხაზს უსვამს აშშ-ის საგარეო დახმარების გაგრძელების მნიშვნელობას ყოფილი საბჭოთა ქვეყნების, მათ შორის საქართველოსთვის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით ამ ქვეყნების მიერ განგრძობადი ძალისხმევის ფონზე", — აცხადებს სამინისტრო.
მათივე თქმით, ანგარიშში, ასევე, აღნიშნულია, რომ აქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 90 დღისა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა წარმომადგენელთა პალატის აპროპრიაციის კომიტეტს 2021 ფისკალური წლის განმარტებითი ბარათით გათვალისწინებული განახლებული ანგარიში უნდა წარუდგინოს.
-
გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევისას სამარხი იპოვეს, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევისას სამარხი იპოვეს, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა შვილის საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს 2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა შვილის საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს
გადახედვა
-
წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
-
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება
-
ქეით ჰადსონის პროდიუსერობით, How to Lose a Guy in 10 Days-ს გაგრძელებაზე მუშაობა დაიწყო ქეით ჰადსონის პროდიუსერობით, How to Lose a Guy in 10 Days-ს გაგრძელებაზე მუშაობა დაიწყო
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: "რომანის სათაური მის შინაარსთან დაკავშირებით ბუნდოვანებას ქმნის" პენიტენციური სამსახური: "რომანის სათაური მის შინაარსთან დაკავშირებით ბუნდოვანებას ქმნის"
გადახედვა
-
ჩვენი გალაქტიკა კოსმოსური კანიბალია — უადრესი "მსხვერპლის" კვალი მის შუაგულშია ჩვენი გალაქტიკა კოსმოსური კანიბალია — უადრესი "მსხვერპლის" კვალი მის შუაგულშია
გადახედვა
-
"მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის" — გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს "მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის" — გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი EU-ის წევრობაზე ოფიციალურ განაცხადს მალე შეიტანს ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი EU-ის წევრობაზე ოფიციალურ განაცხადს მალე შეიტანს
გადახედვა
-
გრძელი გზა, რომელსაც განგებ ირჩევ სახლში დასაბრუნებლად გრძელი გზა, რომელსაც განგებ ირჩევ სახლში დასაბრუნებლად
-
დასვრილი ჭურჭელი, რომელსაც ღამით ნიჟარაში დატოვე, სიზარმაცეს არ ნიშნავს — აი, რატომ დასვრილი ჭურჭელი, რომელსაც ღამით ნიჟარაში დატოვე, სიზარმაცეს არ ნიშნავს — აი, რატომ
-
ტესტი: გამოიცანი კომპანია პროდუქტის მიხედვით ტესტი: გამოიცანი კომპანია პროდუქტის მიხედვით
-
თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი წყალში დაიხრჩო თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი წყალში დაიხრჩო
გადახედვა
-
ჰარი პოტერში გილდეროი ლოკჰარტის როლს ნიკოლას ჰოლტის ნაცვლად, კიტ ჰარინგტონი შეასრულებს ჰარი პოტერში გილდეროი ლოკჰარტის როლს ნიკოლას ჰოლტის ნაცვლად, კიტ ჰარინგტონი შეასრულებს
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად ლაშა მარგიშვილი დაინიშნა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად ლაშა მარგიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
რატომ არ უნდა შეგვაშინოს ბაზრის ვარდნამ და როგორ გამოვიყენოთ ის ჩვენს სასარგებლოდ რატომ არ უნდა შეგვაშინოს ბაზრის ვარდნამ და როგორ გამოვიყენოთ ის ჩვენს სასარგებლოდ
-
34 150 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა — naec.ge აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს 34 150 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა — naec.ge აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის
-
ლევან ხაბეიშვილი: წასაშლელია პარტიული ხაზები! "ერთ პარტიად" გამოვაცხადოთ სამშობლო — საქართველო და მის გარშემო გავერთიანდეთ ლევან ხაბეიშვილი: წასაშლელია პარტიული ხაზები! "ერთ პარტიად" გამოვაცხადოთ სამშობლო — საქართველო და მის გარშემო გავერთიანდეთ
გადახედვა
-
8 წლის მაქსიმე კახიძის ვიდეომიმართვის შემდეგ, ნიუ იორკის მერმა ბრუკლინში სათამაშო მოედანი გახსნა | ვიდეო 8 წლის მაქსიმე კახიძის ვიდეომიმართვის შემდეგ, ნიუ იორკის მერმა ბრუკლინში სათამაშო მოედანი გახსნა | ვიდეო
გადახედვა
კომენტარები