ნორვეგიაში ინფლუენსერებს დამუშავებული ფოტოების გამოქვეყნება შეეზღუდებათ
ფოტო: Shutterstock
ნორვეგიაში მიიღეს ახალი კანონი, რომლის თანახმადაც, ინფლუენსერებსა (სოციალურ მედიაში პოპულარულ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა მასალის განთავსებით შოულობენ ფულს) და სარეკლამო სფეროში ჩართულ ადამიანებს მოუწევთ, რომ დამუშავებულ ფოტოებს ინტერნეტში გამოქვეყნებისას შესაბამისი მითითება გაუკეთონ.
შეზღუდვას მხარი 72 კანონმდებელმა დაუჭირა 15-ის წინააღმდეგ. ნორვეგიის მეფე მოგვიანებით გამოაცხადებს, თუ როდიდან ამოქმედდება კანონი ქვეყანაში.
ამ ახალი წესის თანახმად, სარეკლამო ფოტოებს, რომლებშიც სხეულის ფორმა, ზომა ან სხვა დეტალები დამუშავებული იქნება (მათ შორის, ფილტრით), ბავშვებისა და ოჯახური საკითხების სამინისტროს მიერ შემუშავებული სტანდარტული მინიშნება უნდა გაუკეთდეს, რომ კონკრეტულ ფოტოზე სხეული არარეალისტურადაა წარმოჩენილი. მაგალითებში განხილულია დავიწროებული წელი, გადიდებული ტუჩები და გაზრდილი კუნთები, თუმცა ჯერ დაზუსტებული არ არის, შეზღუდვა იმოქმედებს თუ არა ფერებისა და განათების ცვლილებაზეც.
კანონი ასევე გავრცელდება ყველა იმ ცნობილ სახეზე, რომლებიც "ნებისმიერ ფინანსურ მოგებას ან სხვა სარგებელს" იღებენ ისეთ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტებით, როგორებიც Facebook, Instagram, Snapchat, TikTok და Twitter-ია. დარღვევის გამოვლენისას დაწესდება ფინანსური ჯარიმა, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში კი პატიმრობაც განიხილება.
ნორვეგიის სახელმწიფომ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც ბოლო წლებში აქტიურად დაიწყო საზოგადოებრივი განხილვები სოციალურ ფენომენზე, რომელსაც ნორვეგიაში kroppspress-ს ("სხეულზე ზეწოლა") უწოდებენ. ჩატარებული კვლევებით აღმოჩნდა, რომ სილამაზის სტანდარტები თვითშეფასებას აზიანებს და ტრავმულ შედეგებს ტოვებს განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანებში.
"სხეულზე ზეწოლას ვგრძნობთ სამსახურებში, სამუშაო სივრცეში, შინ, მედიასა და სხვაგან. ეს ზეწოლა ყოველთვის იგრძნობა, მაგრამ ხშირად შეუმჩნეველია, რაც მასთან ბრძოლას ართულებს", — წერია ბავშვებისა და ოჯახის სამინისტროს განცხადებაში, რომლითაც პარლამენტს კანონის მიღების მოთხოვნით მიმართეს.
აღსანიშნავია, რომ ამ თემაზე ბოლო პერიოდში მთელ მსოფლიოში მწვავე განხილვები მიმდინარეობს. ამის შედეგად, საფრანგეთში 2017 წელს მიიღეს კანონი, რომელიც მოდის ჟურნალებს ავალდებულებს, რომ დამუშავებულ ფოტოებს შესაბამისი მითითება წაუმძღვარონ. ასევე ვიზუალური მედიის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა კომპანიამ Getty Images თავისი ბაზიდან ამოიღო მოდელების დამუშავებული ფოტოები.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
კომენტარები