მეგობრობის 10 საუკეთესო მაგალითი Pixar-ის ანიმაციებიდან
ფოტო: Pixar
ცოტა ხნის წინ პიქსარის ახალი ანიმაცია Luca (ლუკა) გამოვიდა, რომლის ნახვაც პირველი ივლისიდან საქართველოს კინოთეატრებშიც შეგიძლიათ: იტალიის ზღვისპირა ქალაქში განვითარებულ ამ ჯადოსნურ ზღაპარს დიდ ეკრანზე თუ ნახავთ, მის ერთ-ერთ პერსონაჟად იგრძნობთ თავს.
ამ ახალმა მულტფილმა უკვე დაიმსახურა როგორც მაყურებლების, ისე კრიტიკოსების დადებითი შეფასებები, განსაკუთრებული შთაბეჭდილება კი ამბის მთავარი გმირების — ლუკას და ალბერტოს მეგობრობის ისტორიამ მოახდინა.
პიქსარის ანიმაციები მთელ მსოფლიოში კარგად ცნობილია და ლუკამ ბევრს ამ სტუდიის მიერ მოთხრობილი მეგობრობის სხვა დაუვიწყარი ისტორიებიც გაახსენა.
10. რემი და ალფრედო ანიმაციიდან რატატუი (Ratatouille)
ფოტო: Pixar
თავიდან ისინი პროფესიული პარტნიორების შთაბეჭდილებას უფრო ტოვებენ, ვიდრე — მეგობრებისას და ერთმანეთისგანაც ძალიან განსხვავდებიან, მაგრამ მალევე ისინი კარგი მეგობრები ხდებიან და საერთო საქმესაც ერთად უკეთ ართმევენ თავს.
9. კარლი და რასელი ანიმაციიდან მაღლა (Up)
ფოტო: Pixar
ამ ორი პერსონაჟის ურთიერთობა იმის საუკეთესო მაგალითია, რომ მეგობრობაში ასაკობრივი სხვაობა მეორეხარისხოვანია.
8. სუპერ მამა და ყინულის კაცი ანიმაციიდან სუპერ ოჯახი (The Incredibles)
ფოტო: Pixar
მართალია, ეს მულტფილმი ძირითადად ოჯახზეა კონცენტრირებული, მაგრამ სიუჟეტში საკმაოდ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ამ ორი პერსონაჟის მეგობრობაც: მათ ყოველთვის აქვთ ერთმანეთის იმედი.
7. მაკქუინი და მეტერი ანიმაციიდან მანქანები (Cars)
ფოტო: Pixar
მათი მეგობრობა საოცარი იუმორით, თავგადასავლებითა და შესაშური ერთგულებითაა სავსე.
6. სიხარული და სევდა ანიმაციიდან თავდაყირა (Inside Out)
ფოტო: Pixar
რადიკალურად განსხვავებული ეს პერსონაჟები ახერხებენ, რომ ერთმანეთისგან ბევრი რამ ისწავლონ და უკეთ დააფასონ თავიანთი უნიკალურობა.
5. უოლი და ჰალი ანიმაციიდან უოლი (Wall-E)
ფოტო: Pixar
ეს მეგობრობის ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი ისტორიაა.
4. მარლინი და დორი ანიმაციიდან ნემოს ძიებაში (Finding Nemo)
ფოტო: Pixar
მარლინისა და დორის მეგობრობა კომიკური სიტუაციებითაა სავსე, თუმცა რთული გზის ერთად გავლით მოახერხეს, რომ ერთმანეთის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების თანამონაწილეები გამხდარიყვნენ.
3. ლუკა და ალბერტო ანიმაციიდან ლუკა (Luca)
ფოტო: Pixar
მართალია, ეს ჯერ სულ ახალი მულტფილმია, მაგრამ მთავარი გმირების უნიკალურმა ისტორიამ უკვე მოახერხა, რომ ყველას გული მოეგო.
2. ვუდი და ბაზი ანიმაციიდან სათამაშოების ისტორია (Toy Story)
ფოტო: Pixar
მათი ურთიერთობა უბრალოდ კლასიკად იქცა.
1. მაიკი და სალი ანიმაციიდან მონსტრების კორპორაცია (Monsters, Inc.)
ფოტო: Pixar
ვინ იფიქრებდა, რომ ერთი შეხედვით საზარელი მონსტრები ყველაზე მხიარული მეგობრები აღმოჩნდებოდნენ?! თუმცა მაიკისა და სალის მეგობრობა იმასაც კარგად გვაჩვენებს, რომ საუკეთესო მეგობარი მხოლოდ ის კი არ არის, ვისთანაც ყველაზე მხიარულ დროს ატარებ, არამედ ის, ვისი იმედიც ყველაზე საჭირო დროს გაქვს.
-
საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები