10 რამ, რაც პურ-ფუნთუშეულის საწარმო ბრედფილდის შესახებ უნდა იცოდე
ფოტო: ბრედფილდი
29 ივნისს მაკდონალდსის ინვესტიციით საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტების პურ-ფუნთუშეულის საწარმო — ბრედფილდი გაიხსნა. საწარმოს ოფიციალურ გახსნაში მონაწილეობა მიიღეს მაკდონალდს საქართველოს პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა, მაკდონალდს საქართველოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ კაპანაძემ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა.
ფოტო: ბრედფილდი
ამ სტატიაში მოგიყვებით ათ ფაქტზე, რომელიც უახლესი საწარმოს შესახებ უნდა იცოდეთ.
1. ბრედფილდი ულტრათანამედროვე დანადგარებითაა აღჭურვილი
ფოტო: ბრედფილდი
საწარმოში, რომლის ინვესტიციის მოცულობა 26 მილიონ ლარს შეადგენს, პროდუქციის წარმოება საერთაშორისო და მაკდონალდსის სტანდარტებით მიმდინარეობს, ამასთან საწარმოს ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებსა და დანადგარებს რეგიონში ანალოგი არ გააჩნია.
2. ბრედფილდი მომხმარებლებს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს
ფოტო: ბრედფილდი
ბრედფილდის საწარმოში ბურგერების პურის გარდა სხვადასხვა სახის პურ-ფუნთუშეულიც მომზადდება. გამორჩეული გემოსა და არომატის მქონე პროდუქტებით ბრედფილდი ქართულ ბაზარზე პურის ცხობის ახალ, საერთაშორისო სტანდარტებს დაამკვიდრებს და მომხმარებლებს გამორჩეულ, მუდმივად ახალ პურ-ფუნთუშეულს შესთავაზებს.
3. ბრედფილდის პროდუქცია საცალო მარკეტებშიც გაიყიდება
ფოტო: ბრედფილდი
ბრედფილდი პურით მოამარაგებს საქართველოში მაკდონალდსის ქსელის 18 რესტორანს, ძალიან მალე კი მისი მრავალფეროვანი პროდუქცია საცალო მარკეტებშიც გაიყიდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გემრიელი, ნამდვილი ბურგერების მომზადება და ნაცნობი გემოს მიღება მომხმარებლებს უკვე სახლშიც შეეძლებათ.
4. ბრედფილდი მაკდონალდსის რესტორნების რეგიონულ ჰაბს შექმნის
ფოტო: ბრედფილდი
ბრედფილდი მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის, მრავალფეროვანი ასორტიმენტის პროდუქტს როგორც საქართველოში, ისე მეზობელ ქვეყნებში შესთავაზებს. ბრედფილდი ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბაზრის ზრდას და იმპორტს ექსპორტით ჩაანაცვლებს. 2022 წლიდან საწარმოში დამზადებული პროდუქცია მეზობელ ქვეყნებშიც გავა და მაკდონალდსის ქსელის რესტორნებისთვის ერთგვარ რეგიონულ ჰაბს შექმნის.
5. ბრედფილდში 100 ადამიანი დასაქმდება
ფოტო: ბრედფილდი
საწარმოში საწყის ეტაპზე — 30, წარმოების გაფართოებასთან ერთად კი 100 ადამიანი დასაქმდება. დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებაზე ბრედფილდმა ავსტრიელ ექსპერტებთან დაიწყო თანამშრომლობა. ისინი საწარმოს თანამშრომლებს თეორიულ თუ პრაქტიკულ ცოდნას ადგილზე უზიარებენ.
6. ბრედფილდი მიზნად ისახავს პურის კულტურის განვითარებას
ფოტო: ბრედფილდი
კომპანიის ერთ-ერთი მიზანი დარგის მუდმივი განვითარებაა. ბრედფილდში იციან, რომ საქართველო ღვინოსთან ერთად ხორბლის სამშობლოცაა, ამიტომაც ისინი ხორბლის ენდემური ჯიშების გაცოცხლებასა და პოპულარიზაციას გეგმავენ. გარდა ამისა ბრედფილდის მიზანი დარგში თანამედროვე სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობაა, რისთვისაც ის საერთაშორისო კონფერენციებსაც უმასპინძლებს.
7. ბრედფილდი გარემოზე ზრუნავს
ფოტო: ბრედფილდი
ბრედფილდისთვის წარმოების მაღალი სტანდარტები ამოსავალი წერტილია, ხოლო გარემოზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტი. აღსანიშნავია, რომ საწარმო უზრუნველყოფილია გარემოსდაცვითი აღჭურვილობით, რისი მეშვეობითაც მას გარემოზე ზემოქმედების ნული ეფექტი აქვს. ღუმელებზე დამონტაჟებულია დანადგარები, რომელთა მეშვეობით გამონაბოლქვი გარემოში არ გაიფრქვევა — ის გადამუშავდება და საწარმოში სითბოს მისაღებად გამოიყენება.
8. ბრედფილდი საგანმანათლებლო მიმართულებით იმუშავებს
ფოტო: ბრედფილდი
საწარმო არა მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქციის შექმნაზე იქნება ორიენტირებული, არამედ საგანმანათლებლო მიმართულებითაც აქტიურად იმუშავებს. ბრედფილდში იგეგმება საგანმანათლებლო ლაბორატორიის შექმნა, სადაც სკოლის მოსწავლეებისთვის და სხვა დაინტერესებული ადამიანებისთვის სპეციალური ტურები ჩატარდება. ისინი შეძლებენ ქარხნის დათვალიერებას, პურის გამოცხობას, რაც სამომავლოდ დარგის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ლაბორატორია, ამასთან, საგანმანათლებლო პროგრამითა და სტაჟირებით, შესაბამისი სპეციალობის მქონე სტუდენტებს კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარება.
9. ბრედფილდი მხარს დაუჭერს მცირე ბიზნესებს
ფოტო: ბრედფილდი
მაკდონალდსის ქსელის მომარაგების გარდა ბრედფილდი მცირე მეწარმეებზეც იზრუნებს. ის ბურგერ ბარებს, რესტორნებს და ზოგადად სტუმარ-მასპინძლობის სექტორს მათზე მორგებულ პროდუქციასაც შესთავაზებს.
10. ბრედფილდისთვის ცხობა მეცნიერებაა
ფოტო: ბრედფილდი
ბრედფილდი პურ-ფუნთუშეულის კატეგორიაში ახალი სტანდარტების დანერგვისკენ მიისწრაფვის. ის, როგორც უკვე ვახსენეთ, საქართველოში პურის კულტურის განვითარებას შეუწყობს ხელს.
“ჩვენ გვსურს, ცხობის და პურ-ფუნთუშეულის მიმართულებით ახალი სამომხმარებლო კულტურის ჩამოყალიბებას შევუწყოთ ხელი. მსოფლიოში ახალი ტენდენციაა ბურგერების სახლში მომზადება — ჩვენ მომხმარებლებს საქმის ნახევარს ვუმარტივებთ. ჩვენ ვისწრაფვით, რომ დავნერგოთ სტანდარტი კატეგორიაში და ხელი შევუწყოთ პურის კულტურის განვითარებას საქართველოში. ჩვენთვის ცხობა მეცნიერებაა, რაც საქმისადმი განსაკუთრებულ სიყვარულს, დარგის სიღრმისეულ ცოდნას, სიახლეების მუდმივ ძიებას და მიზანსწრაფულობას გულისხმობს”, — აცხადებენ ბრედფილდში.
-
ირაკლი კობახიძე: ბურჭულაძემ დაგვიანონსა საკუთარი ბრალის აღიარება ირაკლი კობახიძე: ბურჭულაძემ დაგვიანონსა საკუთარი ბრალის აღიარება
გადახედვა
-
ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის — ე.წ. კუკუშკის ამოქმედება დეკემბრიდან იგეგმება ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის — ე.წ. კუკუშკის ამოქმედება დეკემბრიდან იგეგმება
გადახედვა
-
რას ველოდებით Apple-ის ახალი ღონისძიებიდან, რომელზეც კომპანია ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს წარადგენს რას ველოდებით Apple-ის ახალი ღონისძიებიდან, რომელზეც კომპანია ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს წარადგენს
გადახედვა
-
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
-
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე — თეგეტამ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე — თეგეტამ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
-
"რეპრესია", "უკანონო პატიმრობა" — რა სიტყვებსა და ფრაზებს უკრძალავს კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს? "რეპრესია", "უკანონო პატიმრობა" — რა სიტყვებსა და ფრაზებს უკრძალავს კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა 10-11 ოქტომბერს თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა 10-11 ოქტომბერს თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
Miraculous-ის ისტორიაზე სერიალს გადაიღებენ Miraculous-ის ისტორიაზე სერიალს გადაიღებენ
გადახედვა
-
გასულ წელს საშუალო ხელფასი 2 165.2 ლარამდე გაიზარდა, მედიანური კი 1 531 ლარამდე — რა სხვაობაა? გასულ წელს საშუალო ხელფასი 2 165.2 ლარამდე გაიზარდა, მედიანური კი 1 531 ლარამდე — რა სხვაობაა?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: სანქციები არაფერს ნიშნავს არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც ჩვენთვის ირაკლი კობახიძე: სანქციები არაფერს ნიშნავს არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც ჩვენთვის
გადახედვა
-
უკრაინის დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა უკრაინის დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებულთა ხელფასი 20%-ით გაიზრდება ირაკლი კობახიძე: 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებულთა ხელფასი 20%-ით გაიზრდება
გადახედვა
-
აშშ-მა სანქციების სიიდან 125 პირი და სუბიექტი ამოიღო — ივანიშვილი სიაში რჩება აშშ-მა სანქციების სიიდან 125 პირი და სუბიექტი ამოიღო — ივანიშვილი სიაში რჩება
გადახედვა
-
ფუტკრებს ყვავილების სუნის აღქმა უჭირთ — ეს ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება ფუტკრებს ყვავილების სუნის აღქმა უჭირთ — ეს ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება
გადახედვა
-
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის — ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის — ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
სახდეპის ანგარიში: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ზომებით საქართველო I კალათაშია, თუმცა შემცირებულიამსხვერპლთა გამოვლენა და სს-ის დევნა სახდეპის ანგარიში: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ზომებით საქართველო I კალათაშია, თუმცა შემცირებულიამსხვერპლთა გამოვლენა და სს-ის დევნა
გადახედვა
-
მიგრაციის სამსახურმა 64 არალეგალი უცხოელი დააკავა — "მიმდინარეობს ქვეყნიდან გაძევების პროცედურები" მიგრაციის სამსახურმა 64 არალეგალი უცხოელი დააკავა — "მიმდინარეობს ქვეყნიდან გაძევების პროცედურები"
გადახედვა
-
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
-
ბებიას, რომელსაც მარნეულში შვილიშვილის იძულებით გათხოვება ბრალდება, 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება ბებიას, რომელსაც მარნეულში შვილიშვილის იძულებით გათხოვება ბრალდება, 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია
გადახედვა
-
უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა
გადახედვა
კომენტარები