ერთმა ფუტკარმა მილიონობით საკუთარი კლონი შექმნა — კვლევა
მეცნიერებმა დაადგინეს ფუტკრის ქვესახეობა, რომელსაც საკუთარი თავის კლონირება შეუძლია. აღმოჩნდა, რომ სამხრეთ აფრიკის კონცხის მდედრი ფუტკარი არ ახდენს დნმ-ის შეცვლას კვერცხის დადების დროს.
ეს საშუალებას აძლევს მას შექმნას საკუთარი თავის სრულყოფილი კლონები ყოველ ჯერზე, როდესაც ის მრავლდება. ეს მას რაღაც გაგებით "უკვდავს" ხდის. მეცნიერებმა ამ ქვესახეობაში ერთი კონკრეტული ფუტკარიც კი აღმოაჩინეს, რომელმაც მილიონობით კლონი გამოიმუშავა და ეს მხოლოდ ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში.
"ეს გასაოცარია და ამავდროულად უფუნქციოა", — თქვა ბენჟამინ ოლდროიდმა, კვლევის წამყვანმა ავტორმა, სიდნეის უნივერსიტეტის ქცევითი გენეტიკის პროფესორმა.
ასექსუალური რეპროდუქცია
ეს მართლაც გასაოცარია. ასექსუალური გამრავლება არ არის უჩვეულო, როდესაც საქმე ეხება მწერებს. ასეთ დროს მშობლის დნმ ჩვეულებრივ ერევა პროცესში. ამას ეწოდება "რეკომბინაცია". მიუხედავად იმისა, რომ შთამომავლებს მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავთ, მათი გენეტიკური შემადგენლობა განსხვავებულია.
ეს ასე არ არის სამხრეთ აფრიკის კონცხის თაფლის ფუტკრის შემთხვევაში, რომელიც, როგორც ჩანს, ქმნის დნმ-ის სრულყოფილ ასლს ყოველ ჯერზე, როდესაც იგი მრავლდება.
კლონების შემოტევა
მსგავსი ფუტკრები გარკვეულ პრობლემას უქმნიან საკუთარ კოლონიასა და კონკურენტ ფუტკრებსაც. ეს იმიტომ რომ, ტიპიურ კოლონიაში მხოლოდ დედოფალს შეუძლია გამრავლება. თუ მშრომელ ფუტკარს შთამომავლობის შექმნა შეეძლება, ყველაფერი ირევა და კოლონია უფუნქციო ხდება.
"ასეთ დროს მუშა ფუტკრები დებენ კვერცხებს და სამუშაოს აღარავინ ასრულებს. ასე კოლონია ნადგურდება, ხოლო კლონირებული ფუტკრები ახალ კოლონიებს უერთდებიან", — ამბობს ოლდრიდი.
ოლდროდის თანახმად, ეს ფენომენი ყოველწლიურად ანადგურებს სამხრეთ აფრიკის ფუტკრის კოლონიების დაახლოებით 10 პროცენტს და ჰგავს გადამდებ სოციალურ კიბოს.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები