ქართულ კრიპტობირჟა Cyptal-ს ახალი კრიპტოვალუტები: DAI და MATIC დაემატა
ქართულ კრიპტობირჟა Сryptal-ზე ახალი კრიპტოვალუტები, MakerDAO-ს სტაბილური ქოინი Dai (DAI) და Polygon MATIC გახდა ხელმისაწვდომი. ამიერიდან, DAI და MATIC შეგიძლიათ ივაჭროთ ლარის, დოლარისა და ბიტკოინის გამოყენებით.
Dai დეცენტრალიზებული სტაბილური კრიპტოვალუტაა, მისი ღირებულება ჭკვიანი სმარტ კონტრაქტების გამოყენებით მიბმულია აშშ დოლართან და უმეტეს შემთხვევაში, 1$-იან ღირებულებას ინარჩუნებს. მოცემული კოინის არსებობა მნიშვნელოვნად ამარტივებს კრიპტოვალუტებით ვაჭრობას და საკუთარი სავაჭრო პოზიციების კონტროლს.
Polygon (აქამდე ცნობილი როგორც Matic Network) დაარსდა 2017 წელს. Polygon არის ეთერიუმის ქსელზე აღმოცენებული ე.წ sidechain, რომელიც საშუალებას აძლევს ყველას თავი აარიდოს ეთერიუმის ქსელის გადატვირთვით გამოწვეულ ტრანზაქციის საკომისიოებს და სისტემას უფრო ეფექტურს ხდის. Matic-ის ტოკენი კი გამოიყენება პოლიგონის ქსელში ანგარიშწორებისთვის.
"დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტების (DeFi) ბაზრის ზრდამ წელს გასაოცარ სიმაღლეებს მიაღწია, რამაც, თავის მხრივ, გაზარდა მოთხოვნა ნამდვილ დეცენტრალიზებულ სტაბილურ ქოინზე. Dai-მ, როგორც სრულად დეცენტრალიზებულმა სტაბილურმა კრიპტოვალუტამ დიდი მოწონება დაიმსახურა ინდუსტრიაში და ძლიერ კონკურენტად იქცა ისეთი ტრადიციული, სტაბილური ქოინებისათვის, როგორებიცაა: USDT და USDC. ასევე, აღსანიშნავია ეთერიუმის გარშემო წარმოქნილი მაშტაბურობის პრობლემები. ამ ქსელის გაზრდილმა დატვირთვამ მნიშნველოვნად გაზარდა ტრანზაქციების განხორციელების ღირებულებაც, რამაც, თავის მხრივ, მოთხოვნა გააჩინა ისეთ პროდუქტზე, როგორიც არის პოლოგონი, რომელიც მომხმარებლებს აძლევს საშუალებას ეთერიუმის ქსელში ტრანზაქციები უფრო ეფექტურად და ბევრად იაფად განახორციელოს", — აღნიშნავს Cryptal-ის გენერალური დირექტორი, ხვიჩა კოპინაძე.
კრიპტალი არის CryptX ჯგუფის შვილობილი კომპანია. CryptX ჯგუფი 2017 წლიდან აქტიურად ქმნის საერთაშორისო დონის ბლოკჩეინ და ფინტეკ პროდუქტებს.
კომენტარები