დღეს სახელმწიფო სრულად აკონტროლებს ვითარებას, ბავშვთა უფლებები საფრთხეში არაა — ხუნდაძე პანსიონზე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ქართული ოცნების დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, დღეს ნინოწმინდის პანსიონში სახელმწიფო სრულად აკონტროლებს ვითარებას და ბავშვთა უფლებები საფრთხის ქვეშ არ არის.
"რაც შეეხება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს, რაც ვფიქრობ, რომ არ იყო უსაფუძვლო, ვითარების შესწავლას, იქ დაძაბულობის განმუხტვას და დარეგულირებას, რაც მთავარია ბავშვების უფლებების დაცვას, შეძლებენ მხოლოდ ის ადამიანები, ვინც ეს საქმე კარგად იცის და ევალებათ კიდეც ყურადღების მიქცევა. ნებისმიერი სხვათა მონაწილეობა პიარ კამპანიისთვის, პოლიტიკური თუ სხვა სარგებლის მისაღებად, დააზიანებს ბავშვთა საუკეთესო ინტერესებს. დღეს სახელმწიფო იქ სრულად აკონტროლებს ვითარებას და ბავშვთა უფლებები საფრთხის ქვეშ ნამდვილად არ არის", — აცხადებს ხუნდაძე.
რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში
15 აპრილს სახალხო დამცველის წარმომადგენელი საპატრიარქოს ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს. ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ ამის მიზეზად, დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა. განმარტება გააკეთა თავად სპირიდონმაც და ჰომოფობიური მიზეზი დაასახელა — მისი თქმით, პანსიონში ომბუდსმენის წარმომადგენლებს იმიტომ არ უშვებს, რომ "ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვენ და ასეთებს თავის ბავშვებს საჯიჯგნად ვერ მისცემს".
ამის შემდეგ ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და მთავრობისგან ნინოწმინდის პანსიონში ყველა შესაბამისი უწყების მიერ მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა მოითხოვა. სასამართლოს ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა დააკმაყოფილა გაერომ და შესაბამისად, მთავრობა ვალდებულია, უზრუნველყოს მონიტორინგი.
მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველს პანსიონში შესვლის საშუალება ამ დრომდე არ ეძლევა. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში კი 4 ივნისს განაცხადეს, რომ მას შემდეგ, რაც ბავშვთა ზრუნვის სამსახურს შესაძლებლობა მიეცა შესულიყო პანსიონში და თავისი საქმიანობა განეხორციელებინა, 6-მა ბავშვმა დაწესებულება დატოვა, ხოლო ათთან მუშაობა მიმდინარეობს. ამას მოჰყვა პანსიონის დირექტორის, მეუფე სპირიდონის ფსიქოლოგიური ძალადობა იმ ბავშვებზე, რომლებმაც წასვლის სურვილი გამოთქვეს. სასულიერო პირმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბავშვებს ეკითხება, ნამდვილად უნდათ თუ არა წასვლა პანსიონიდან და პარალელურად, ესაუბრება მათ მშობლებს. ვიდეოში ჩანს ბავშვის ტირილი, რამდენიმე მოზარდის სახე, ასევე, სპირიდონი ამბობს მათ სახელებს. ამ ყველაფერს ესწრებიან, სავარაუდოდ, სოციალური მუშაკები, რომლებსაც, ვიდეოს მიხედვით, ფაქტზე რეაგირება არ აქვთ.
პანსიონში არ უშვებენ მედიასაც, თუმცა გამონაკლისი აღმოჩნდა პრორუსული Alt-info და TV ობიექტივი, რომელთა სიუჟეტები ეკლესიის დადებითად წარმოჩენას ისახავს მიზნად და ჟურნალისტი პანსიონში "იდეალური პირობების" არსებობას ამტკიცებს.
ნინოწმინდის პანსიონში არსებულ პრობლემებზე სახალხო დამცველი წლებია საუბრობს, მათ შორის, ძალადობაზე და დასჯის შემთხვევებზე. ის, რომ სავარაუდო ძალადობაზე საპატრიარქოს და შესაბამის უწყებებს ინფორმაცია ჰქონდათ, შსს-ს განცხადებითაც დასტურდება. კერძოდ, უწყება ამბობს, რომ 2016 წლიდან დღემდე პანსიონში განვითარებულ მოვლენებზე 5 საქმე აღიძრა — 4 ძალადობაზე და 1 სავარაუდო გაუპატიურებაზე.
1 საქმე მედიაში ბენეფიციარის მიერ ძალადობაზე ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ აღიძრა, თუმცა მანამდე მიმდინარე 4 გამოძიების შედეგი ჯერ დამდგარი არ არის. შსს მიზეზად მტკიცებულებების ნაკლებობას ასახელებს.
- იმის დასამტკიცებლად, რომ ბავშვებს პანსიონიდან წასვლა არ სურთ, სპირიდონი მათზე ფსიქოლოგიურად ძალადობს
- რას ჰყვება ბიჭი, რომელიც ნინოწმინდის პანსიონში ცხოვრობდა
- პანსიონის ყოფილი ბენეფიციარის თქმით, საპატრიარქოს ძალადობაზე ინფორმაცია მიაწოდა, პასუხად კი "ღვთის მოგმე" უწოდეს
- წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭო ნინოწმინდის პანსიონზე ხელისუფლებას მიმართავს
-
კოვიდის ვაქცინები გულის პრობლემების რისკს ამცირებს — კვლევა კოვიდის ვაქცინები გულის პრობლემების რისკს ამცირებს — კვლევა
გადახედვა
-
რატომ კბენენ კოღოები ზოგიერთ ადამიანს უფრო ხშირად, ვიდრე სხვებს რატომ კბენენ კოღოები ზოგიერთ ადამიანს უფრო ხშირად, ვიდრე სხვებს
გადახედვა
-
ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედს" უჩივის ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედს" უჩივის
გადახედვა
-
ტვინის იმპლანტანტმა პარალიზებულ კაცს კვლავ საკუთარი ხმით ლაპარაკის საშუალება მისცა ტვინის იმპლანტანტმა პარალიზებულ კაცს კვლავ საკუთარი ხმით ლაპარაკის საშუალება მისცა
გადახედვა
-
თეატრი ყუმურში, საკუთარ სახლში — ქეთევან ადეიშვილის ამბავი თეატრი ყუმურში, საკუთარ სახლში — ქეთევან ადეიშვილის ამბავი
-
შეიძლება იუპიტერის თანამგზავრზე დედამიწიდან სიცოცხლე მოხვედრილიყო — ზაზა ოსმანოვის კვლევა შეიძლება იუპიტერის თანამგზავრზე დედამიწიდან სიცოცხლე მოხვედრილიყო — ზაზა ოსმანოვის კვლევა
გადახედვა
-
ვოლოდიმირ ზელენსკი: "თუ უკრაინა დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება" ვოლოდიმირ ზელენსკი: "თუ უკრაინა დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება"
გადახედვა
-
გაფრთხილება მოსალოდნელ წყალუხვობასთან დაკავშირებით გაფრთხილება მოსალოდნელ წყალუხვობასთან დაკავშირებით
-
გიორგი ხიშტოვანი: ხელფასების რეალური ზრდა საქართველოში სამ წელიწადში დაახლოებით სამჯერ შემცირდა გიორგი ხიშტოვანი: ხელფასების რეალური ზრდა საქართველოში სამ წელიწადში დაახლოებით სამჯერ შემცირდა
გადახედვა
-
გიორგი სოსიაშვილი: ადამიანი ძალით იწევდა ციხეში, წამებულის გვირგვინი რომ დაედგა და გამხდარიყო “ელენე წამებული” გიორგი სოსიაშვილი: ადამიანი ძალით იწევდა ციხეში, წამებულის გვირგვინი რომ დაედგა და გამხდარიყო “ელენე წამებული”
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი მცენარე ფოთლით ქვიზი: გამოიცანი მცენარე ფოთლით
-
დონალდ ტუსკი: რუსი მხატვრის, სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს პასპორტით სარგებლობდა დონალდ ტუსკი: რუსი მხატვრის, სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს პასპორტით სარგებლობდა
გადახედვა
-
On.ge-ის 12 ქვიზი წყალზე, საიდანაც მშრალი ნამდვილად ვერ ამოხვალ On.ge-ის 12 ქვიზი წყალზე, საიდანაც მშრალი ნამდვილად ვერ ამოხვალ
გადახედვა
-
თენგიზ შარმანაშვილი: ელენე ხოშტარიას ჩვენზე დიდი გულშემატკივარი ახლა არა ჰყავს თენგიზ შარმანაშვილი: ელენე ხოშტარიას ჩვენზე დიდი გულშემატკივარი ახლა არა ჰყავს
გადახედვა
-
დუმაში აცხადებენ, რომ დროა სერიოზული ომი დაიწყონ უკრაინასთან დუმაში აცხადებენ, რომ დროა სერიოზული ომი დაიწყონ უკრაინასთან
გადახედვა
-
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია! სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
-
საქართველოს რკინიგზის ყოფილ გენერალურ დირექტორს და კიდევ 7 პირს ბრალდება წარედგინათ — ვინ არიან ბრალდებულები? საქართველოს რკინიგზის ყოფილ გენერალურ დირექტორს და კიდევ 7 პირს ბრალდება წარედგინათ — ვინ არიან ბრალდებულები?
გადახედვა
-
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურის მიერ ტელეკომპანია “ფორმულას” წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მედიის დაშინების მცდელობად აფასებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურის მიერ ტელეკომპანია “ფორმულას” წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მედიის დაშინების მცდელობად აფასებს
გადახედვა
-
უკრაინული დრონებით თავდასხმის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტი დაიხურა უკრაინული დრონებით თავდასხმის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტი დაიხურა
გადახედვა
-
ალდაგი სეტყვისგან დაზარალებულ ფერმერებს 3 მილიონ ლარზე მეტ ზარალს აუნაზღაურებს ალდაგი სეტყვისგან დაზარალებულ ფერმერებს 3 მილიონ ლარზე მეტ ზარალს აუნაზღაურებს
-
გოგა ხაინდრავას საჩივრის შემდეგ, პროკურატურამ ტელეკომპანია "ფორმულას" წინააღმდეგ, ცრუ დასმენის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო გოგა ხაინდრავას საჩივრის შემდეგ, პროკურატურამ ტელეკომპანია "ფორმულას" წინააღმდეგ, ცრუ დასმენის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო
გადახედვა
კომენტარები