iOS 15-ში იცვლება შეტყობინებების ვიზუალური მხარე და რამდენიმე ახალი ფუნქციაც ემატება.

პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ იზრდება შეტყობინებების ზომა.

ასევე, შეტყობინებებს ემატება ახალი ფუნქცია, Notification Summary, რომელიც ნაკლებად პრიორიტეტულ შეტყბოინებებს შეაგროვებს და ერთიანი, შემაჯამებელი სახით გვანახებს.

ასევე, iOS 15-ში ახალი ფუნქცია, Focus-ი გამოჩნდება, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ავტომატურად მიხვდება თუ რა გარემოში იმყოფებით თქვე და რა შეტყობინებების მიღება გსურთ.