სინოფარმმა გამოქვეყნა კვლევა, რომელსაც მსოფლიო დიდი ხანი ელოდა
ამას დიდხანს ველოდით — სულ ცოტა ხნის წინ, ჩინური ვაქცინის მწარმოებელმა სინოფარმმა ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
კვლევამ აჩვენა, რომ Sinopharm-ის ვაქცინაციის განყოფილების China National Biotec Group Co-ს მიერ შემუშავებული ვაქცინა 72,8%-ით და 78,1%-ით იცავს სიმპტომური ვირუსის გამოვლინებიდან. დასკვნები ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში, 26 მაისს გამოქვეყნდა.
ჩინურ ვაქცინებთან დაკავშირებით არსებობდა შეკითხვები და მათ სეიშელის კუნძულების და ჩილეს შემთხვევების შემდეგ კიდევ უფრო იმატეს. ამ სახელმწიფოების შემთხვევაში მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ ჩინური ვაქცინებით იყო აცრილი.
სინოფარმი იცავს
ახალი კვლევა, რომელიც JAMA-ში გამოქვეყნდა, მოიცავს 40 832 მოხალისეს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ბაჰრეინიდან, ეგვიპტიდან და იორდანიიდან. ისინი თანაბრად დაიყვნენ სამ ჯგუფად, რის შემდეგაც ნაწილმა ვაქცინა მიიღო, ხოლო დანარჩენმა პლაცებო. სრულად ვაქცინირებულების შემთხვევაში საშუალოდ ყოველი ათასი ადამიანიდან პირველ ჯგუფში 26 ადამიანს გამოუვლინდა სიმპტომური ვირუსი, ხოლო 21-ს მეორე ჯგუფიდან. აღსანიშნავია, რომ ფაქტობრივად არცერთ მოხალისეს, რომელსაც ვაქცინის ორივე დოზა ჰქონდა მიღებული, არ განუვითარდა მძიმე დაავადება.
აღსანიშნავია, რომ კვლევაში მხოლოდ ჯანმრთელი ადამიანები მონაწილეობდნენ, მათგან 85% კაცი იყო, ხოლო სულ რაღაც 2% იყო 60 წელს გადაცილებული. ეს ნიშნავს, რომ კვლევის ფარგლებში ქალებზე და მოხუცებზე შედარებით ნაკლები მონაცემები გვაქვს.
მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ამ თვის დასაწყისში სინოფარმს მწვანე აუნთო, რაც მის გავრცელებას კოვაქსის პლატფორმის ფარგლებშიც შეუწყობს ხელს.
კომენტარები