ის დამსახურება არ აქვთ ულტიმატუმით ილაპარაკონ — მაჭარაშვილი ნამახვაჰესის მოწინააღმდეგეებზე
ფოტო: ანა მსხალაძე/On.ge
ქართული ოცნების დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, მას არ ჰგონია ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს ისეთი გამოცდილება ან დამსახურება ჰქონდეთ, რომ ულტიმატუმით ილაპარაკონ. მისივე თქმით, "თუ ვინმეს არ აწყობს ენერგოდამოუკიდებლობა, ეს არის რუსეთის ფედერაცია".
"ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენ ისტორიულად ყოველთვის გვიწევდა რეგიონში და მსოფლიოში არსებული პოლიტიკური პროცესების გათვალისწინება და ისე მიღება ნებისმიერი ტიპის გადაეყვეტილებისა. გამომდინარე აქედან, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი წინაპრების მიერ 100 წლის წინ გამოცხადებული და ჩვენ მიერ აღდგენილი დამოუკიდებლობის გამყარებაზე, ერთ-ერთი ასეთი გახლავთ ენერგოდამოუკიდებლობა", — აღნიშნა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, გამომდინარე აქედან, თუ ჩვენ რაიმე ტიპის ისეთი პრობლემა გვაქვს, რომელიც გადაწონის ქვეყნის დამოუკიდებლობის გამყარების პროცესს და ხარისხს, მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს საუბარი ისეთი ტიპის პროცესებზე, როგორიც არის დაანონსებული.
"გამომდინარე აქედან, არ მგონია, რომ ორგანიზატორების ამ ნაწილს ჰქონდეთ ის რესურსი ან გამოცდილება ან დამსახურება — ამასაც არ მოვერიდები რომ ვთქვა, ქვეყნის წინაშე — რომ ასეთი ტიპის ულტიმატუმებით ილაპარაკონ და საზოგადოებას მოუწოდონ, რომ დამოუკიდებლობის დღესთან მიძღვნილ ღონისძიების ნაცვლად, მივიდნენ მათ აქციაზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო აქაც იქნება ადეკვატური. იცით, რომ ამ საკითხში ჩართულობა გვაქვს ძალიან მაღალ დონეზე", — განაცხადა მაჭარაშვილმა.
მესამე დღეა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია იმართება. 23 მაისს აქციის მონაწილეებმა ადგილზე კარვებიც გაშალეს. ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე პროტესტის ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე მოთხოვნები გააჟღერა და მათ შესასრულებად ხელისუფლებას 24 მაისის 12:00 საათამდე მისცა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მან დედაქალის პარალიზება დააანონსა.
მოთხოვნები, რომლებიც ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე გააჟღერა შემდეგია:
- დატოვოს რიონის ხეობა კომპანიამ ენკამ;
- გაწყდეს ენკასა და სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულება და გაუქმდეს ყველა ის დოკუმენტი, რომელიც 2015 წლიდან დღემდეა გაცემული;
- გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
- გადადგეს ეკონომიკის მინისტრი და დადგეს არამხოლოდ ნათია თურნავას, არამედ ჰესის დოკუმენტაციის მომზადებაში ჩართული ადამიანებიც პასუხისმგებლობის საკითხი.
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებსა და ხელისუფლებას შორის უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ პროტესტის დედაქალაქში გადმოტანის გადაწყვეტილება მიიღეს. მთავრობამ მათ ჰესის მშენებლობაზე ერთი წლის განმავლობაში მორატორიუმი შესთავაზა, თუმცა აქციის მონაწილეების თქმით, მოსამზადებელ სამუშაოები არ გაჩერებულა.
პროტესტის თავდაპირველი ადგილი სოფელი ნამოხვანია, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში ისინი ნამახვანჰესის მშენებლობას უწყვეტად აპროტესტებენ. მათ ადგილზე კარვები ჰქონდათ გაშლილი.
ისინი ამბობენ, რომ ეკოლოგიური საფრთხის გარდა, მთავრობამ მშენებელ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.
რიონის ხეობის აქტივისტებისგან განსხვავებით, ნამახვანჰესის კასკადის აუცილებლობასა და წარმატებაზე საუბრობს ხელისუფლება. ეკონომიკის სამინისტროს არაერთხელ განუცხადებია, რომ ეს პროექტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ და უსაფრთხოებისკენ ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯია.
რიონის ხეობაში ჰესს კომპანია ენკა აშენებს. ENKA აცხადებს, რომ ნამახვანჰესის პროექტი დეტალურადაა შესწავლილი და რაიმე საფრთხეს მოსახლეობისთვის ან ხეობისთვის არ წარმოადგენს.
გაიგე მეტი:
- აღვუთქვი, რომ რამდენიმე დღეში მიიღებენ პასუხს — ბარნაბიშვილი აქტივისტების პირობებზე
- რეპრესიულ მეთოდებს იყენებენ, მაგრამ, ეს მუშაობს ჩვენ სასარგებლოდ — გოლეთიანი
- მოიხსნა ის აპრიორი პირობა, რომ ჰესი ყველა შემთხვევაში აშენდება — მუსელიანი ნამახვანის თემაზე შეხვედრის შემდეგ
- შევთანხმდით, რომ წითელი ხაზების გარეშე ვლაპარაკობთ — სუბარი აქტივისტებთან დიალოგის დასრულების შემდეგ
-
სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილებას გადახედავენ საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილებას გადახედავენ
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
-
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
-
ნახეთ ჯონი დეპი დიკენსის ახალ ეკრანიზაციაში — მსახიობს ამ როლში ვერც კი იცნობთ (ტრეილერი) ნახეთ ჯონი დეპი დიკენსის ახალ ეკრანიზაციაში — მსახიობს ამ როლში ვერც კი იცნობთ (ტრეილერი)
-
მულტიმილიონერი ბრაიან ჯონსონი ამბობს, რომ საკუთარი "ჩვილი კლონი" შექმნა მულტიმილიონერი ბრაიან ჯონსონი ამბობს, რომ საკუთარი "ჩვილი კლონი" შექმნა
გადახედვა
-
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
-
ეს მოწყობილობა ორგანიზმში ცხიმის წვას სუნთქვის ანალიზით ამოწმებს ეს მოწყობილობა ორგანიზმში ცხიმის წვას სუნთქვის ანალიზით ამოწმებს
გადახედვა
-
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
-
იმედი L ავტოდაზღვევის საზაფხულო აქციას იწყებს იმედი L ავტოდაზღვევის საზაფხულო აქციას იწყებს
-
რუსეთმა სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტიც აკრძალა რუსეთმა სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტიც აკრძალა
გადახედვა
-
"პაციენტები თავად კარგად გრძნობენ, გადაიყვანეს პალატაში" — "ჰელსიკორეს" აღმასრულებელი დირექტორი ვერაზე დაჭრილ ბიჭებზე "პაციენტები თავად კარგად გრძნობენ, გადაიყვანეს პალატაში" — "ჰელსიკორეს" აღმასრულებელი დირექტორი ვერაზე დაჭრილ ბიჭებზე
გადახედვა
-
"საქართველო თანდათან მნიშვნელოვან ბიზნესჰაბად ყალიბდება, აუცილებლად დავბრუნდები" — პაველ დუროვი საქართველოზე "საქართველო თანდათან მნიშვნელოვან ბიზნესჰაბად ყალიბდება, აუცილებლად დავბრუნდები" — პაველ დუროვი საქართველოზე
გადახედვა
-
EU-მა სანქციების 21-ე პაკეტი მიიღო — ყულევის ნავთობქარხანას ტრანზაქციები 6 თვეში აეკრძალება, თუ EU-ს პირობები არ შესრულდება EU-მა სანქციების 21-ე პაკეტი მიიღო — ყულევის ნავთობქარხანას ტრანზაქციები 6 თვეში აეკრძალება, თუ EU-ს პირობები არ შესრულდება
გადახედვა
-
სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგა სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ცნობით, რეგიონში დენის გათიშვის მიზეზი "ენგურჰესზე მომხდარი სისტემური ავარია" გახდა — ბოლო ცნობები ოკუპირებული აფხაზეთის ცნობით, რეგიონში დენის გათიშვის მიზეზი "ენგურჰესზე მომხდარი სისტემური ავარია" გახდა — ბოლო ცნობები
გადახედვა
კომენტარები