საქართველოს ბანკი და კინგსი გრძელვადიან პარტნიორობას იწყებენ
საქართველოს ბანკმა ქვეყანაში ყველაზე მსხვილ საგანმანათლებლო პროდუქტების პროვაიდერთან, კინგსთან, გრძელვადიანი თანამშრომლობა გააფორმა. პარტნიორობის მთავარ მიზანს სკოლის მოსწავლეების და აბიტურიენტების განათლებისა და განვითარების ხელშეწყობა და მოტივაციის ამაღლება წარმოადგენს.
თანამშრომლობა სხვადასხვა ტიპის ინიციატივებს აერთიანებს და სკოლის მოსწავლეებს საგანმანათლებლო პლატფორმებზე - Kings.ge, Lupi.ge, Murtsku.com, Tvschool.ge, Hubu.ge და Unicatalog.ge შეღავათიან წვდომის შესაძლებლობას აძლევს.
უფრო კონკრეტულად კი, sCool Card-ის მფლობელები შეძლებენ შეღავათით ისარგებლონ კინგსის მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადებზე, სასწავლო წიგნებსა და კრებულებზე.
გარდა ამისა, პანდემიის პირობებში განათლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი sCool Card-ის მფლობელ 1-9 კლასის მოსწავლეებს ლუპის 3-თვიანი სასწავლო პროგრამით უზრუნველყოფს. პროგრამა 3 საგანში, ქართულ და ინგლისურ ენებსა და მათემატიკაში იქნება ხელმისაწვდომი. მოსწავლეების ცოდნის დონეზე სპეციალურად მორგებული პროგრამა დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე იქნება ორიენტირებული.
ამასთან, ბანკი აბიტურიენტებს Murtsku.com-სა და Hubu.ge-ზე ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელი კურსებისთვის საჭირო ფინანსურ მხარდაჭერასაც გაუწევს.
"განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. პარტნიორობის ფარგლებში, ახლა უკვე კინგსთან ერთად გვეძლევა შესაძლებლობა, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსი კიდევ უფრო მეტი მოსწავლისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი. სტიპენდიები, პერსონიზებული სასწავლო პროგრამები, შეღავათები ოლიმპიადებზე - ეს მცირე ჩამონათვალია იმ შეთავაზებებისა, რაც გრძელვადიანი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება. გვჯერა, რომ პარტნიორობა არაერთ მოსწავლეს მისცემს შესაძლებლობას, გაიუმჯობესოს ცოდნის დონე, მიაღწიოს დასახულ მიზნებს და კიდევ უფრო მეტად გამოავლინოს და აითვისოს საკუთარი პოტენციალი", — განაცხადა საქართველოს ბანკის SCR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.
საქართველოს ბანკის მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებულ საგანმანათლებლო პროექტებზე ინფორმაცია ხელმისაწვდომია აღნიშნულ ბმულზე.
ინფორმაციისთვის, კინგსი განათლების სფეროში 2012 წლიდან მოღვაწეობს. მის მთავარ მისიას მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებითა და მუდმივგანახლებადი საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვით ზოგადი განათლების დონის გაზრდა წარმოადგენს. კომპანიის ძირითად საქმიანობას ქართულ და ინგლისურ ენებში, მათემატიკაში, ისტორიაში, ბუნებაში, ინტელექტსა და ინფორმატიკაში სასკოლო ოლიმპიადების ორგანიზება წარმოადგენს.
-
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო
გადახედვა
-
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
-
მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა
გადახედვა
-
როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს
გადახედვა
-
ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოც წავიდეს მოსკოვში ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოც წავიდეს მოსკოვში
გადახედვა
-
საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ? საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ?
გადახედვა
-
უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
-
სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა
გადახედვა
-
ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: ჯუმბერ ბოლქვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო მიხეილ სარჯველაძე: ჯუმბერ ბოლქვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო
გადახედვა
-
სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს
გადახედვა
-
"დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს "დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს
გადახედვა
-
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება
-
სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა? სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა?
გადახედვა
-
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
-
მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა
გადახედვა
-
ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა
გადახედვა
კომენტარები