"ვამპირის დღიურების" შემქმნელები ვამპირებზე ახალ სერიალს გადაიღებენ
ვამპირის დღიურების შემქმნელები — ჯული პლეკი და მარგერიტ მაკინტაირი — ახალი ვამპირული ისტორიის სამზადისში არიან. ისინი ერთობლივად იმუშავებენ მსოფლიო ბესტსელერი წიგნების სერიის — ვამპირების აკადემიის — ეკრანიზაციაზე, რომელიც სერიალად იქცევა სტრიმინგ პლატფორმა Peacock-ისთვის.
ამერიკული გამოცემების ცნობით, ვამპირების აკადემია, რომლის ავტორიც რიშელ მიდია, პლეკის საყვარელი წიგნების სერიაა და მისი ადაპტაცია სცენარისტსა და პროდიუსერს დიდი ხნის განმავლობაში სურდა.
"ჯული პლეკმა შექმნა მაყურებლების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სამყარო ვამპირის დღიურებში და მის სპინოფებში, ორიგინალებსა და მემკვიდრეობაში. ახლა კი, ამ სერიალების აუდიტორიას სიხარულით ვთავაზობთ ახალ ისტორიას ჩვენს პლატფორმაზე", — აცხადებს NBCUniversal-ის ხელმძღვანელი, ლისა კეცი, — "ჯული ჩამთრევი, დამატყვევებელი ისტორიების შექმნითაა ცნობილი და დარწმუნებულები ვართ, ვამპირების აკადემიაც მიაჯაჭვებს მაყურებელს ეკრანებთან".
პლატფორმის ხელმძღვანელის აღფრთოვანებას იზიარებს პლეკიც.
"როცა Universal Television-თან კონტრაქტი გავაფორმე, მკითხეს, რომელი პროექტის განხორციელება მსურდა ყველაზე მეტად და მეც მაშინვე ვუპასუხე, რომ ეს ვამპირების აკადემიის ეკრანიზაცია იყო", — აღნიშნავს სცენარისტი და პროდიუსერი.
მის გარდა, პროექტზე იმუშავებს მარგერიტ მაკინტაირიც, რომელმაც ვამპირის დღიურებში როლი შეასრულა, მოგვიანებით კი სერიალის სპინოფების ერთ-ერთი ავტორი გახდა.
ორივე მათგანი ერთობლივად შექმნიან სერიალის სცენარს და იქნებიან პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერები.
ფოტო: Angry Films
ვამპირების აკადემია ამერიკელი მწერლის, რიშელ მიდის, ექვსწიგნეული სერიაა, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდა მკითხველებს შორის. წიგნები ითარგმნა 35 ენაზე და მსოფლიოში 8 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა. ავტორის თქმით, ისტორიის ინსპირაცია სლავური მითოსი გახდა.
ფოტო: Razorbill
რომანებში ისტორია ჩვენს სამყაროში მიმდინარეობს, სადაც ორი ტიპის ვამპირები ცხოვრობენ. ერთი ბოროტი, მკვდარი ვამპირები არიან — სტრიგოიები, მეორენი კი — ცოცხალი მოროიები. ამას გარდა, არსებობენ დამპირები, ნახევრადადამიანები, რომლებიც მოროიების მცველები არიან. წიგნები კი ორი მეგობრის — სამეფო მოროი ვასილისა დრაგომირისა და მისი მცველის, დამპირი როუზ ჰეთეუეის — შესახებაა. ორივე მათგანი ვამპირების აკადემიაში სწავლობს — სასწავლებელში, სადაც ვამპირები ცოდნასა და მაგიას ეუფლებიან.
სერიის ქართულ ენაზე თარგმნა გამომცემლობამ წიგნები ბათუმში დაიწყო 2015 წელს. ამ დრომდე თარგმნილია საგის 4 წიგნი.
პირველი ნაწილის მიხედვით რეჟისორმა მარკ უოტერსმა გადაიღო ფილმი, რომელიც 2014 წელს გამოვიდა. მასში მთავარ როლებს ზოი დოიჩი, ლუსი ფრაი და დანილა კოზლოვსკი ასრულებენ. თუმცა, კომერციული წარუმატებლობის გამო, პროექტი აღარ გაგრძელებულა.
ასევე იხილეთ:
-
თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით
გადახედვა
-
"თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა. სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე "თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა. სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე
გადახედვა
-
მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო
გადახედვა
-
4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა 4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა
გადახედვა
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
კომენტარები