კორონავირუსმა, შესაძლოა, გრძელვადიანი ერექციული დისფუნქცია გამოიწვიოს — კვლევა
ახალ კვლევაში, მეცნიერებმა აჩვენეს, რომ COVID-19-მა, შესაძლოა, ხანგრძლივი ერექციული დისფუნქცია გამოიწვიოს. ეს კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ კორონავირუსის მსხვერპლნი ხშირად განიცდიან ხანგრძლივ სიმპტომებს, თვით ვირუსული ინფექციისგან გამოჯანმრთელების შემდეგაც კი.
ცოტა ხნის წინ, მამაკაცთა ჯანმრთელობის მსოფლიო ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, COVID-19-მა, შესაძლოა, გამოიწვიოს ენდოთელიუმის დისფუნქცია, რა დროსაც გულის ზედაპირზე მსხვილი სისხლძარღვები გაფართოების მაგივრად ვიწროვდება. მკვლევარების აზრით, ამ სისხლძარღვების შევიწროებას ერექციული დისფუნქციის გამოწვევა შეუძლია.
კვლევის ფარგლებში 4 მამაკაცი შეისწავლეს. აქედან ორს კორონავირუსი ჰქონდა გადატანილი, დანარჩენ ორს არა. 4 ადამიანის გამოკვლევა, შესაძლოა, ბევრს არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ მონაცემები სხვა ცალკეულ კვლევებსაც ეყრდნობა, რის მიხედვითაც კორონავირუსის გადატანილ მამაკაცებს ერექციული დისფნქციის განვითარების 6 ჯერ უფრო დიდი ალბათობა აქვთ.
"ჩვენი კვლევის თანახმად, COVID-19-ს შეუძლია გამოიწვიოს ენდოთელიუმის დისფუნქცია ფილტვებისა და თირკმელების მიღმა მდებარე ორგანოთა სისტემებში. ძირითადი ენდოთელური დისფუნქცია, რასაც COVID-19 იწვევს, შეიძლება მოხვდეს ენდოთელურ უჯრედებში და იმოქმედოს ბევრ ორგანოზე, მათ შორის პენისზე", — განაცხადა მაიამი მილერის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მკვლევარმა რენჯით რამასამიმ.
"ჩვენ კვლევის შედეგად დავადგინეთ, რომ მამაკაცებს, რომლებიც ადრე არ უჩიოდნენ ერექციულ დისფუნქციას, კორონავირუსის გადატანის შემდეგ ერექციული დისფუნქცია განუვითარდათ", — ამბობენ მკვლევრები.
კომენტარები