ნახეთ — Tesla Cybertruck ნიუ-იორკის ქუჩებში გამოჩნდა და საგზაო წესებიც დაარღვია
Tesla-მ Cybertruck-ის სატესტო ვერსია ნიუ-იორკის ქუჩებში გამოაგორა. ელექტრო პიკაპის გამოჩენა წინ უძღვოდა ილონ მასკის Saturday Night Live-ში სტუმრობას.
Tesla-მ ვიდეო თავის ტვიტერზე განათავსა. კადრებში ვხედავთ, რომ პიკაპს თავზე დიდი მაშუქები უყენია, რაც მის წინ მიმავალ მანქანებს აუცილებლად გააღიზიანებს.
პიკაპი ქალაქის ქუჩებში პარასკევსაც შეამჩნიეს, ის ტაიმზ-სკვერზე გადაადგილდებოდა და გამვლელების ყურადღებაც მიიპყრო.
მიუხედავად იმისა, რომ Cybertruck ნამდვილად მომნუსხველია და ყველას ყურადღებას იპყრობს, უნდა ითქვას, რომ ტესლამ, მისი ქუჩაში გამოყვანით, შტატის რამდენიმე კანონი დაარღვია. პირველ რიგში, ნიუ-იორკის კანონების მიხედვით ყველა მანქანას უნდა ქონდეს გარე სარკეები, Cybertruck-ს კი ისინი არ აქვს, მათ მაგივრად კამერებს იყენებს და გამოსახულება სალოშნი არსებულ ეკრანებზე ჩანს. ასევე, ნიუ-იორკის კანონების მიხედვით ზედა მაშუქების გამოყენებაც არალეგალურია.
კომენტარები