2025 წლიდან Bentley-ს ყველა ავტომობილი სრულად ელექტრო იქნება
მდიდრული ავტომობილების მწარმოებელი Bentley აცხადებს, რომ 2025 წლისთვის მათ ავტოპარკში შიგაწვის ძრავიანი ავტომობილები სრულად გაქრება და ისინი ელექტრმობილების წარმოებაზე გადავლენ.
ამ ყველაფერს სათავეს ბენტლის მდიდრული ელექტრონული SUV დაუდებს.
ბენტლის ელექტრომობილები Volkswagen-ის Artemis-ის პლატფორმაზე შეიქმნება, რომელსაც სათავეში Audi უდგას.
CAR Magazine-თან საუბრისას, ბენტლის აღმასრულებელმა დირექტორმა, ადრიან ჰალმარკმა განაცხადა, რომ არტემისის ფლაპტფორმა იქნება კარგი საძირკველი ბენტლისთვის და ის დაეხმარებათ მათ ელექტრონული ავტომობილების სამყაროში პირველი ნაბიჯების გადასადგმელად.
"Audi-სთან თანამშრომლობა იქნება იდეალური აქსელერატორი ელექტრომობილებზე გადასასვლელად." — ამბობს ადრიან ჰოლმარკი
ბენტლის თქმით, ისინი კონცენტრირდებიან მსუბუქი წონის შენარჩუნებასა და მანქანების აეროდინამიკულ მახასიათებლებზე, რადგან ელემენტები, რომლებსაც ელექტრომობილები საჭიროებენ საკმაოდ მძიმეა და მანქანის წონის გადანაწილებასაც ცვლის.
როდის გამოვა ბენტლის პირველი სრულად ელექტრო SUV ჯერ უცნობია, თუმცა მას 2021 წლის ბოლომდე უნდა ველოდოთ.
კომენტარები