ნახეთ: მსოფლიოში ყველაზე დიდმა თვითმფრინავმა სატესტო ფრენა განახორციელა
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
კომპანია Stratolaunch-ის მსოფლიოში ყველაზე დიდმა თვითმფრინავმა მეორე სატესტო ფრენა განახორციელა. ტესტირება სამხრეთ კალიფორნიაში, მოჟაცას უდაბნოში მოხდა.
შემთხვევის ადგილზე მყოფმა ჟურნალისტებმა აფრენის მომენტის დაფიქსირება შეძლეს.
მასიური ფრთები
გიგანტური თვითმფრინავი "ჰიპერსონიკური" რაკეტების გასაშვებად არის შექმნილი, რადგან თვითმფრინავიდან გაშვებულ რაკეტებს ბევრად ნაკლები საწვავი სჭირდებათ. თვითმფრინავი ექვსი ბოინგ 747-ის ძრავით იკვებება და 227 000 კილოგრამს იწონის.
ეს გიგანტი პირველად 2017 წელს გამოჩნდა, ხოლო პირველი საცდელი ფრენა 2019 წელს განახორციელა.
რაც შეეხება ბოლო სატესტო ფრენას, როგორც თვითმფრინავის პილოტმა განაცხადა, ყველაფერმა ზუსტად ისე ჩაიარა, როგორც დაგეგმილი იყო.
კომენტარები