"ნეტავი, იქ თეატრი არის?" — კახი კავსაძის ცხოვრება სცენასა და ეკრანზე
ლეგენდარული ქართველი მსახიობი, კახი კავსაძე, 2021 წლის 27 აპრილს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
1959 წელს, თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მან არაერთი დასამახსოვრებელი როლი შექმნა სცენასა და ეკრანზე. ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში, კავსაძემ საქართველოს დამსახურებული არტისტისა და საქართველოს სახალხი არტისტის წოდება მიიღო, რამდენიმე წლის წინ კი შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატიც გახდა.
კავსაძის მოღვაწეობა თითქმის 60 წელს და ათობით კინოროლსა და არანაკლებ სპექტაკლში მონაწილეობას მოიცავს, ამდენად, რთული იქნებოდა, თუნდაც მხოლოდ ფილმოგრაფიის სრულად წარმოდგენა. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია, ერთად გადავავლოთ თვალი საკულტო მსახიობის შემოქმედების გამორჩეულ მომენტებს.
კომენტარები