დაკარგული წყალქვეშა ნავის ნამსხვრევები იპოვეს, ეკიპაჟის 53-ივე წევრი, სავარაუდოდ, დაღუპულია
რამდენიმე დღეა, რაც ინდონეზიის ფლოტის დაკარგულ წყალქვეშა ნავს ეძებენ, მისი გაუჩინარების შესახებ არაერთი ვარაუდი არსებობდა. ახლა კი, ოფიციალური პირების განცხადებით, მათ აღმოაჩინეს დაკარგული წყალქვეშა ნავის ნამსხვრევები. სავარაუდოდ, ბორტზე მყოფი 53-ივე ადამიანი დაღუპულია. NBC News-ის ცნობით, ინდონეზიის ფლოტის სპიკერმა — იუდო მარგონომ, ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მარგონოს თქმითვე, წყალქვეშა ნავი 850 მეტრის სიღრმეში ჩაიძირა, სადაც წნევა მეტი იყო იმაზე, ვიდრე ნავის კორპუსს შეეძლო გაძლება.
"ჩვენ ჯერ კიდევ განვაგრძობთ ძებნას", — თქვა მარგონომ, თუმცა დასძინა, რომ წყალქვეშა ნავის ჩაძირვის სიღრმე ძებნის ოპერაციას ძალიან რთულს ხდის. მისი თქმითვე "დაკარგული წყალქვეშა ნავის" ნაცვლად, სამწუხაროდ, უკვე მისი მოხსენიება "ჩაძირულ წყალქვეშა ნავად" გვიწევს.
New York Times-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ექსპერტი აღნიშნავს, რომ 850 მეტრის სიღრმეზე, წყალქვეშა ნავის დაზიანების შემდეგ გადარჩენის ჩანსი ექსტრემალურად დაბალია.
მიუხედავად ამისა, შემთხვევის ადგილზე ჯერ არც ერთი ცხედარი უპოვიათ, რაც ძალიან მცირე იმედს აჩენს.
კომენტარები