კრიპტალზე VISA და Mastercard-ის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ქართული კრიპტო ბირჟა Сryptal მომხმარებლებს მორიგ სიახლეს სთავაზობს. ამიერიდან პლატფორმიდან ლარის განაღდება Visa და Mastercard ბარათებით 0%-ში შეიძლება. დღიური ლიმიტი ერთ მომხმარებელზე, ბარათით გატანის შემთხვევაში, 3000 ლარია, ხოლო თვიური ლიმიტი - 30 000 ლარი.
Cryptal-ზე კრიპტოვალუტების შეძენა სულ რაღაც 15 ლარიდან არის შესაძლებელი. ბირჟაზე შეგიძლიათ ივაჭროთ ლარის, დოლარისა და ბიტკოინის წყვილებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო კრიპტოვალუტებთან - BTC, ETH, LTC, BCH, LINK და USDT. ამასთნ, პლატფორმაზე შემოთავაზებული კოინები მუდმივად იზრდება და მალე მომხმარერბლებს საშუალება ექნებათ შეიძინონ ისეთი დეცენტრალიზებული ქოინები, როგორებიცაა UNI, COMP და DAI.
"ჩვენ მუდმივად ვზრუნვავთ ჩვენს მომხმარებლებზე და ვცდილობთ, რომ მათ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული დანახარჯები მაქსიმალურად შევუმციროთ. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი საერთაშორისო დონის კრიპტო ბირჟა, რომელიც რეალურ ღირებულებას შეუქმნის მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს გარშემო", — ამბობს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ხვიჩა კოპინაძე.
კრიპტალი არის CryptX ჯგუფის შვილობილი კომპანია. CryptX ჯგუფი 2017 წლიდან აქტიურად ქმნის საერთაშორისო დონის ბლოკჩეინ და ფინტეკ პროდუქტებს.
კომენტარები